Keeperstore.ge – მეკარის ხელთათმანებისა და აქსესუარების გამორჩეული სივრცე საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველაზე საინტერესო და წარმატებული ბიზნესიდეები ხშირად მაშინ იბადება, როცა პირადი გამოცდილებით გამოწვევებს ვაწყდებით. სწორედ ასეთ ისტორიას გვიზიარებს ანდრია მამალაძე, Keeperstore.ge-ს დამფუძნებელი. Keeperstore.ge, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა, ონლაინმაღაზიაა, რომელიც მეკარეებს მაღალი ხარისხის ხელთათმანებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

სპორტში ხარისხიანი აღჭურვილობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ეს განაპირობებს არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ სპორტსმენის კომფორტსა და წარმატებას მოედანზე. მეკარეებისთვის პროფესიონალური ხელთათმანები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ თამაშის ხარისხსა და დაცვის უნარზე. Keeperstore.ge სწორედ ის კომპანიაა, რომლის მიზანი მეკარეებისთვის პროფესიონალური აღჭურვილობის ხელმისაწვდომი ფასებით უზრუნველყოფაა.

ბიზნესიდეა პლატფორმის დამფუძნებლის საყვარელი საქმის შთაგონებით და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო.

ანდრია მამალაძე, Keeperstore.ge-ის დამფუძნებელი:

"ფეხბურთი ღრმა ბავშვობიდან შემიყვარდა. როცა წამოვიზარდე, თამაშიც დავიწყე და კარში ჩავდექი. ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მაღალი ხარისხის სპორტული აღჭურვილობა აუცილებელია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალური ხელთათმანების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, ხელთათმანები სხვა ქვეყნებიდან გამომეწერა. დროთა განმავლობაში მეკარის სპორტულ ხელთათმანებზე ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა. მსურდა, ბაზარზე მხოლოდ ორიგინალი, პროფესიონალური ხარისხის ხელთათმანები შემომეტანა ხელმისაწვდომ ფასში. სწორედ ასე გაჩნდა Keeperstore.ge-ის იდეა".

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის დასაწყებად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, ანდრია იდეის განხორციელებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. "როდესაც საწყის ნაბიჯებს ვდგამდი, რისკებზე არც ვფიქრობდი, რადგან მტკიცედ მწამდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ეს კი ჩემი საქმიანობის სიყვარულიდან გამომდინარეობდა", – აღნიშნავს Keeperstore.ge-ის დამფუძნებელი.

როგორც ანდრია აღნიშნავს, ყველა ასაკის მეკარეს, იქნება ეს პროფესიონალურ თუ სამოყვარულო დონეზე მოთამაშე, აქვს შესაძლებლობა, მასზე მორგებული, გამორჩეული და ორიგინალი ხელთათმანები ონლაინშეკვეთის მეშვეობით ძალიან მალრ მიიღოს და ეს Keeperstore.ge-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. Keeperstore.ge-ზე შეძენილი პროდუქცია მოხმარებლის მისამართზე, თბილისის შემთხვევაში, იმავე დღეს მიდის, სხვა ქალაქებში კი - 2 დღის ვადაში.

Keeperstore.ge-სთვის პირველი გამოწვევა ხალხის ნდობის მოპოვება და ცნობადობის ამაღლება აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ანდრია აღნიშნავს, სჯეროდა, რომ ეს დროის საკითხი იყო. ყოველი გახარებული მომხმარებელი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს ის ფაქტი, რომ მეკარეებს ვეხმარები, სწორად შეარჩიონ ხელთათმანი, რომლის საშუალებითაც მინდორზე თავიანთ სიტყვას იტყვიან", – ამბობს ანდრია მამალაძე.

Keeperstore.ge-ის დამფუძნებლის თქმით, ბიზნესის განვითარება მუდმივი პროცესია. ანდრია გვიზიარებს, რომ 2025 წელს კატალოგში ახალი პროდუქციის დამატებას გეგმავს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ Keeperstore.ge-ს ექსკლუზიური უფლებები ექნებ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, RG Goalkeeper Gloves-ის წარმომადგენლობაზე საქართველოში, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ანდრია მამალაძის თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებებს პროდუქციისა და სერვისის შესაბამისი ხარისხით უპასუხოს და კიდევ უფრო გაამყაროს კომპანიის სლოგანი: "Keeperstore.ge - მეკარის ხელთათმანებისა და აქსესუარების საუკეთესო სივრცე საქართველოში".

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია