კლიენტების მოგზაურობა ერთი ქალაქიდან მეორეში უძრავი ქონების დასათვალიერებლად ტამპელი ანტრეპრენერის ახალი გამოგონება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ვირტუალური უძრავი ქონების ტურები დღეს იშვიათი არ არის, მაგრამ ტამპელმა ანტრეპრენერმა გადაწყვიტა ამ კონცეფციის ახალ სიმაღლეებზე გადაყვანა. კრისტოფერ ვასილაკისს აქვს პატენტის პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ მყიდველებს დისტანციურად დაათვალიერონ საკუთრება.

„მე ვნახე შესაძლებლობა", − თქვა ვირტუალური ტურების ხელმძღვანელმა, − „იმის გარკვევა, თუ რისთვის გამოიყენება ტექნოლოგია და რა არის საუკეთესო გზა ადამიანის ერთი ადგილიდან მეორეზე ტრანსპორტირებისთვის. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ უძრავ ქონებასთან მოვედით".

პანდემიის მწვერვალზე, ვასილაკისმა აღმოაჩინა, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა უძრავი ქონების ბაზრის შესანარჩუნებლად. პერსპექტივა შეიძლება იყოს აქ და ძალიან მალე შესაძლებელი გახდეს ვირტუალურად გაიარო არიზონაში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ვასილაკისის კომპანია ახდენს ქონების 360-გრადუსიან სკანირებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვიზორის, მობილური ტელეფონის, IPAD-ის ან სამუშაო მაგიდის დათვალიერება. ქონების დათვალიერებისას ასევე გეხმარებათ გიდი.

ვასილაკისის თქმით, ეს პროგრამა თამაშს ცვლის, როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის, რადგან ზოგიერთი ქონება შეიძლება ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. „ეს საშუალებას გვაძლევს ნაადრევად დავათვალიეროთ თუნდაც ის ადგილი, თუ სად იქნებოდა ჩვენი სახლი", − თქვა ვასილაკისმა, − „ეს ზოგავს ბევრ ფულს დეველოპერებისთვის და ასევე, ზრდის წინასწარ გაყიდვის შესაძლებლობას".

ვასილაკისის თქმით, ვირტუალური რეალობისა და უძრავი ქონების შეერთება პანდემიის დროს უფრო უსაფრთხო ვარიანტს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ეს უფრო ხელსაყრელი იარაღი ხდება. „თუკი ჩემი ტელეფონიდან შემიძლია საჭმლის შეკვეთა, მანქანის სერვისის შეკვეთა, შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მსურს", − განმარტავს იგი, − „რატომ არ შემიძლია დავათვალიერო ქონება ტელეფონიდან?"

დღეს 40-ზე მეტმა მომხმარებელმა ხელი უკვე მოაწერა სახელმძღვანელო ვირტუალურ ტურებს, ხოლო სია კვლავ იზრდება.

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

ღია ბანკინგი და ბანკების მომავალი

ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს

სიახლეები

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი

"ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია