📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კრიპტო გადახდებს Tesla-ს შემდეგ Ferrari ამატებს საწყის ეტაპზე კრიპტოვალუტებით Ferrari-ს სუპერქარების შეძენა ამერიკის ბაზარზე იქნება შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი ევროკავშირის ტერიტორიაზეც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრემიუმ კლასის სპორტული მანქანების მწარმოებელი კომპანია Ferrari გადახდების მეთოდად კრიპტოვალუტებს ამატებს, ეს გადაწყვეტილება ფერარის წარმომადგენლებმა მომხმარებლების დიდ მოთხოვნას დაუკავშირეს. კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის ენრიკო გალიერას თქმით, ავტომობილების შეძენა ბევრ კრიპტო ინვესტორს, ტექნოლოგიების სფეროში ჩართულ ადამიანებს სწორედ ციფრული ვალუტით სურდა.

საწყის ეტაპზე კრიპტოვალუტებით Ferrari-ს სუპერქარების შეძენა ამერიკის ბაზარზე იქნება შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი ევროკავშირის ტერიტორიაზეც.

კრიპტო გადახდებს სხვადასხვა უპირატესობა აქვს, პირველი ისაა რომ საერთაშორისო მიმოსვლის დროს უცხოელი ვიზიტორებისთვის მარტივია გამოყენება, არ აქვს კონვერტირების ხარჯები, გადარიცხვებს არ სჭირდება დრო, ასევე კრიპტოვალუტის დაცულობის გამო ბევრი ადამიანი ინახავს საკუთარ აქტივებს ამ ფორმით, შესაბამისად გადახდაც ამავე საშუალებით აწყობთ.

აქვე აღვნიშნოთ რომ დასავლურ წარმატებულ ბაზრებს არც საქართველო ჩამორჩება, კომპანია CityPay.io უზრუნველყოფს კრიპტო გადახდების სერვისების ინტეგრირებას ბიზნესებში, მათ შორის ავტოინდუსტრიაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება