Get All Access for $5/mo

LABEL LINK GEORGIA ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სრულყოფილ სერვისს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ქართულ კანონმდებლობაში არაერთი მოთხოვნა თუ ვალდებულება შეიქმნა სურსათის უვნებლობის მიმართულებით. მოთხოვნები იმდენად სპეციფიკურია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ობიექტებში სიახლეების დანერგვა გაუჭირდათ, რის შედეგადაც ბაზარზე ისეთი სერვისის მოთხოვნა გაჩნდა, რომელიც ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევდა.

დეა ფოჩხიძეს, რომელიც Label Link Georgia-ს დამფუძნებელია, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის შედეგად საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რამაც მას ბაზარზე ამ მიმართულებით საკონსულტაციო კომპანიის არსებობის საჭიროება დაანახვა. 2021 წლიდან დღემდე იგი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს, პარალელურად კი 2023 წელს გადაწყვიტა, თავისუფალ დროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მათთვის გაეზიარებინა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

სწორედ ასე შეიქმნა Label Link Georgia, რომელიც ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მართვის (HACCP) სისტემის დანერგვასა და სხვა თემატურ პროცესებში ეხმარება მათ შორის, უზრუნველყოფს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე საწარმოს შიდა სტანდარტის შემუშავებას, პროდუქტის სპეციფიკაციის შედგენას და ა.შ.

"დიდი სურვილი მაქვს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გამოსწორდეს და "არაკეთილსინდისიერი" მწარმოებლების ცნობიერება ამაღლდეს, რათა მათ გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნების დაცვა, რასაც სურსათის უვნებლობის მოთხოვნები არეგულირებს. ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას მომხმარებელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა", – აღნიშნავს დეა ფოჩხიძე, Label Link Georgia-ს დამფუძნებელი.

დეას თქმით, სტაბილური სამსახურის პარალელურად, სადაც ე.წ. კომფორტის ზონაში იყო, დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა სწორი ადამიანების გარემოცვაში ყოფნამ მას ეს სირთულე წარმატებით დააძლევინა, რამაც საბოლოოდ მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემატა.

"დამწყებ ანტრეპრენერებს და არამარტო მათ, ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან "კომფორტის ზონაში" და უჭირთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ვურჩევდი, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მათი მომავალი მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო, არის შეუფასებელი. შესაძლოა პირველი, მეორე ან თუნდაც მესამე მცდელობა მარცხით დასრულდეს, თუმცა მთავარია არ შეწყვიტო და ბოლომდე იბრძოლო მიზნის მისაღწევად", – აღნიშნავს დეა ფოჩხიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოესი ერთი წელი Label Link Georgia-ს საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას დაეთმობა, რაც თავის მხრივ ეტაპობრივად გაზრდის კომპანიის მასშტაბებს.

"ვგრძნობ ძალიან დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას და მინდა ჩემი საქმის კეთებით მცირედი წვლილი შევიტანო სურსათის უვნებლობის სფეროში, ავამაღლო ბიზნესოპერატორთა ცნობიერება და დავიცვა ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა", – აღნიშნავს იგი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია