Language Centre – ზრდასა და მოსწავლეზე ორიენტირებული გუნდის ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Language Centre უკვე 15 წელია, ავსებს იმ საჭიროებას ბაზარზე, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა. როცა ინგლისური ენის ფილოლოგს, ია რაზმაძეს, პირველად გაუჩნდა იდეა, შეექმნა სივრცე, სადაც აბიტურიენტი ერთდროულად მოემზადებოდა როგორც უცხო ენებში, ისე სხვა საგნებში, ბაზარზე ასეთი ცენტრები იშვიათი იყო. სწორედ ამიტომ, LC-ის წამოწყება გახდა პასუხი იმ ხარვეზზე, რომელიც მრავალი მშობლისა და მომზადების მსურველის ყოველდღიურ პრობლემად იყო ქცეული.

დღეს Language Centre სამი ფილიალითა და ათასობით წარმატებული მოსწავლის ისტორიით აგრძელებს განვითარებას და ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ რეალურად რთულად შესასრულებელ პირობას ამართლებს – ხარისხი, ადამიანურობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.

"წარმატებაზე მხოლობითში საუბარი მართებული არ იქნება. ამას მივაღწიეთ ჩვენ, მთელმა გუნდმა, დიდი შრომით და მონდომებით", – ამბობს ია რაზმაძე.

პირველი ნაბიჯები და სწრაფი გაფართოება

Language Centre თავდაპირველად უცხო ენებით გამოჩნდა ბაზარზე. ინგლისური ძირითადი მიმართულება იყო და დღემდე ასე რჩება. A1 დონიდან C2-მდე სასწავლო პროგრამები, ასევე საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, ბიზნესინგლისური და სასაუბრო კურსები გახდა ის საყრდენი, რომელმაც ცენტრს პირველი დიდი აღიარება მოუტანა.

თანდათან გაიზარდა ენების ჩამონათვალიც. ინგლისურს დაემატა რუსული, ჩინური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული ენები.

მასწავლებლების პროფესიონალიზმი და მათი დაუღალავი შრომა მალევე გადაიქცა იმ მოტივად, რომელმაც ცენტრის განვითარება განაპირობა.

"თითოეული პედაგოგის თავდადება და საგნის სიყვარული გახდა მიზეზი, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერებულვართ", – იხსენებს ია.

დაარსების მეორე წელსვე გაიხსნა ახალი მიმართულება, სასკოლო და სააბიტურიენტო საგნები. შემდეგ კი, დაგროვილი გამოცდილების შედეგად, LC-მ მეორე და მესამე ფილიალებიც დაამატა. დღეს ცენტრი მოქმედებს ვაჟა-ფშაველას 78ა-ში, მოსკოვის გამზირის 45-სა და რუსთავში, გ. ლეონიძის 12-ში.

რა ხდის LC- გამორჩეულს?

მთავარი განსხვავება, რასაც ია რაზმაძე აღნიშნავს, სწავლის მეთოდებშია. LC პარტნიორობს ბრიტანულ ინსტიტუტებთან და იღებს რეკომენდაციებს თანამედროვე მიდგომებზე.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფრაზა, რომელსაც LC-ის პედაგოგები ისმენენ, ასეთია: "მესმის, მაგრამ ვერ ვსაუბრობ". სწორედ ამიტომ სწავლების პროცესში ყველა უნარი თანაბრად ვითარდება. საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა ცალ-ცალკე კი არა, ერთმანეთის პარალელურად ვითარდება.

პედაგოგები მუშაობენ ე.წ. ეკლექტური მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია, დაწყებული გრამატიკულ-მთარგმნელობითიდან და დასრულებული კომუნიკაციური სწავლებითა და Task-based მოდელით. თითოეული მათგანი მორგებულია კონკრეტულ ჯგუფსა და მოსწავლეზე, მისი ასაკისა და მიზნების გათვალისწინებით.

საბუნებისმეტყველო საგნებში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები. LC იყენებს კომპიუტერზე დაფუძნებულ ტესტებს, ვირტუალურ ლაბორატორიებსა და სიმულაციებს. ეს ხელს უწყობს კვლევით აზროვნებას და სწავლების გაცოცხლებას.

"შრომისმოყვარესთან ერთად მაქსიმალისტიც ვარ. სწორად დაგეგმილი პროგრამა და ბევრი წარმატებული მოსწავლე ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა", – ამბობს ია რაზმაძე.

მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ცენტრის არსებობაში პანდემია აღმოჩნდა. მაშინ, როცა ბევრი დაწესებულება დაიბნა, LC-ის გუნდმა რამდენიმე დღეში მოახერხა სწავლების ონლაინსივრცეში გადატანა და ხარისხის შენარჩუნება.

მისთვის მთავარი ძალა ყოველთვის იყო და არის მოსწავლეები, ყოფილი თუ ახლანდელი. მათი პროგრესი და წინსვლა იმ ემოციურ საწვავს ქმნის, რომელიც LC-ს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს.

"მინდა LC იყოს ადგილი, სადაც ყველა სიამოვნებით მოდის", – ამბობს ცენტრის დამფუძნებელი.

გეგმები და მომავლის ხედვა

Language Centre უკვე მუშაობს მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდისთვის შექმნილ კურსებზე. თითოეული პროგრამა მორგებულია წიგნიერებაზე, როგორც ხარისხიანი განათლების ძირითად კრიტერიუმზე.

გუნდი მომავალ პედაგოგებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს. ეს LC-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების სფეროში.

ასევე, წელს პირველად, ცენტრი აბიტურიენტების მომზადებას აწარმოებს საკუთარი სახელმძღვანელოთი. მომავლის გეგმებში უკვე ჩამოყალიბებულია ახალი ამოცანაც – მეოთხე ფილიალის გახსნა. მოთხოვნის ზრდა იას ოპტიმიზმით ავსებს და ამბობს: "ვფიქრობ, წარმატებით გავართმევ თავს".