Get All Access for $5/mo

LBP Law Office - ამბიციური პერსპექტივები იურიდიული მომსახურების ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ადამიანი ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ მიხვდა, რომ გარკვეული წესებისა და კანონების შემოღების გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. დროთა განმავლობაში, იურისპრუდენცია მეცნიერებად ჩამოყალიბდა, სამართლებრივ სკოლებს შორის რიგი ფუნდამენტური განსხვავებები წარმოიშვა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ერთი მიზანი − სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დარჩა.

მოგვიანებით, ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ, იურიდიულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. მათ მოსაგვარებლად, უფრო მეტად კი, დავების წარმოქმნის პრევენციული ზომების მისაღებად, ბაზარზე იურიდიული კომპანიები დაფუძნდა, რომლებიც, როგორც მეწარმე სუბიექტებს, ისე ფიზიკურ პირებს სამართალწარმოებაში ეხმარებიან. სწორედ ასეთია ქართული კომპანია LBP Law Office და გსურს, ამ ამბიციური და პერსპექტიული ორგანიზაციის შესახებ, Entrepreneur-ის მკითხველსაც გიამბოთ.

კომპანია LBP Law Office, ფიზიკურ პირებსა და მეწარმე სუბიექტებს, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა: ხელშეკრულების სწორად შედგენა, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შრომის სამართალი, საგადასახადო კონსულტაციები, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, სასამართლო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებში წარმომადგენლობა, კორპორაციულ საკითხებზე კონსულტაცია, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, სადაზღვევო სამართალი, ბიზნესის რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები და ა.შ.

LBP Law Office, 2020 წლის სექტემბერში დაარსდა და შედეგზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილ იურისტებს აერთიანებს. კომპანიის დაფუძნება პანდემიურ ვითარებაში, მაშინ, როდესაც უამრავი ბიზნესი გაჩერდა და ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე, საბა ქევხიშვილსა და მიხეილ რეხვიაშვილს, მესამე თანადამფუძნებელი − გიორგი შალამბერიძე შეუერთდა. ცვლილებების შედეგად, LBP Law Office-მა ახალი მომსახურებებისა და ყველასაგან განსხვავებული ხედვების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, უფრო აქტიურად გააგრძელა. გუნდმა, მომხმარებლებთან ნდობასა და კეთილსინდისიერებაზე დამყარებული გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ხოლო ბაზრისთვის სამართლებრივ სერვისზე მეტის შეთავაზება დაისახა მიზნად, რაზეც დამფუძნებლები თავად გვიამბობენ:

"LBP Law Office არ არის ტრადიციული გაგებით, კლასიკური იურიდიული კომპანია. ჩვენ ვცდილობთ, არ შემოვიფარგლოთ პარტნიორთათვის უბრალოდ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების მიწოდებით, არამედ ვთავაზობთ მათ ახლებურ ხედვებს, საჭიროების შემთხვევაში − ბიზნეს-კონსულტაციებსაც. ჩვენი პარტნიორთა წრის წარმომადგენლებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან და ამ, ერთი შეხედვით არასტანდარტული მიდგომებით, გვსურს ე.წ. "ქომუნითის" შექმნა, სადაც საერთო ინტერესების გარშემო გავერთიანდებით", − აცხადებს Entrepreneur-თან საუბრისას საბა ქევხიშვილი.

კომპანიის გუნდის წევრები, დამოუკიდებელი საქმიანობის წამოწყებამდე, წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიას ემსახურებოდნენ. დაგროვილმა გამოცდილებამ, ცოდნამ და ბაზარზე არსებული პრობლემების ზედმიწევნით შესწავლამ, მათ დაანახვა, რომ იურიდიული სერვისი, განსაკუთრებით კი, კომპანიების სამართლებრივი მომსახურება, მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. ვინაიდან ეს სფერო კომპლექსურია და მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს, აუცილებელია პროცესის როგორც იურიდიული, ისე ბიზნესკუთხით განხილვა, რასაც LBP აქტიურად ახორციელებს.

იურიდიული მომსახურების საჭიროება, როგორც წესი, მხოლოდ კონკრეტული პრობლემის დადგომისას ახსენდებათ ხოლმე, რაც ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა დაგვიანებული და გაცილებით ძვირიც კი იყოს. ბევრად ეფექტიანია, პრევენციული სამართლებრივი თანამშრომლობა კვალიფიციურ იურისტებთან, რომლებიც შემდგომ სირთულეებს თავიდან აგვარიდებენ. LBP Law Office-მა მიზნად დაისახა, ეს ტენდენცია შეიცვალოს და ქართულ ბაზარზე დამკვიდრდეს ახალი სტანდარტი, როდესაც ბიზნესები თუ ფიზიკური პირები, პოტენციური სამართლებრივი პრობლემებისგან თავს წინასწარ დაიზღვევენ.

აღსანიშნავია, რომ LBP, სამართლებრივი სერვისის გარდა, კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურებით, მათთვის ბიზნესპერსპექტივებისა და ახალი შესაძლებლობების ჩვენებასაც ახერხებს.

"ჩვენ კომპანიის შექმნის დღიდან ვთანამშრომლობთ ქართულ სტარტაპებთან და გვჯერა, რომ ისინი საქართველოში ბევრ რამეს შეცვლიან. LBP მათ სამართლებრივი სისტემების სრულად აწყობაში, ე.წ. "გამოყენების წესისა და პირობების" შედგენაში, ხელშეკრულებებში, სამართლებრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში ეხმარება. ასევე, ჩვენი გუნდი ხშირად დამწყებ ბიზნესებს წარმოადგენს სხვადასხვა სახის მოლაპარაკებების დროს. მინდა აღვნიშნო, რომ სტარტაპებთან სამუშაო ურთიერთობებში იმდენად უშუალო დამოკიდებულება გვიყალიბდება, რომ ხშირად სამართლებრივი სერვისის ჩარჩოებიდან გავდივართ და ბიზნესსაკითხებსაც ვეხებით, რაც ერთი მხრივ, ჩვენთვისაც საინტერესოა, ხოლო მეორე მხრივ, მათთვისაც სარგებლის მომტანი", − გვიამბობს გიორგი შალამბერიძე.

LBP Law Office-ს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სტარტაპ PeakIT-თან ითანამშრომლეს; ცნობილ Gochits Burger-ს, საზღვარგარეთ გაფართოებისათვის ფრანჩაიზის სამართლებრივი სისტემის გამართვაში დაეხმარნენ; "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან" ერთად, წარმატებით დახურეს რამდენიმე პროექტი, მათ შორის უზრუნველყვეს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" სამართლებრივი მხარდაჭერა; საინვესტიციო სამართლის მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობენ Kudos Georgia-სთან ერთად და ა.შ.

გარდა ამისა, LBP აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთა აპლიკაციების სამართლებრივ მოწესრიგებას უზრუნველყოფს. ასევე, სულ ახლახან, კომპანიამ გააფორმა შეთანხმება 5 ქართველ მეწარმესთან, რომელთა პროდუქციის საბერძნეთისა და ავსტრიის ბაზრებზე ექსპორტს განახორციელებს. ეს უპრეცედენტო შეთავაზება იქნება ადგილობრივი მწარმოებლებისათვის, რომლებიც სამართლებრივი მომსახურების გარდა, LBP-ს უშუალო წარმომადგენლობით ისარგებლებენ საბერძნეთსა და ავსტრიაში.

კომპანია არ აწესებს შეზღუდვას საფასო პოლიტიკაში, პირიქით − ცდილობს ყველა პარტნიორს მისაღები და კონკურენტული პირობები შესთავაზოს. LBP ჩართულია საქველმოქმედო პროგრამებშიც და ამ მიმართულებით Europe Donna-ს ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება LBP-ს სამომავლო გეგმებს, გუნდი საკუთარი პორტფოლიოს კიდევ უფრო გაფართოებას და თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებთან დაახლოებას აპირებს. "უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ ქართული იურიდიული სერვისის ბაზარზე თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიებისა და სმარტ-კონტრაქტების დანერგვაზე მუშაობას. გარდა ამისა, უკვე გვაქვს კრიპტოვალუტების სამართლებრივ საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და გვსურს ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ", აღნიშნავს მიხეილ რეხვიაშვილი.

კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ჰოლდინგად ჩამოყალიბებას გეგმავს, სადაც, სამართლებრივი მომსახურების გარდა, გაერთიანებული იქნება ფინანსური, ბიზნეს თუ საინვესტიციო სერვისები. LBP-ში მიიჩნევენ, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა, ინტელექტუალური და საკადრო რესურსი, შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ეკოლოგია, განათლება და ა.შ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი