Get All Access for $5/mo

''ლეთო'' - სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებით ბუტიკ სასტუმრო, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბუტიკ სასტუმრო "ლეთო" სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის შუაგულში სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებით გიმასპინძლებთ, გაგაცნობთ ქვეყნის გამორჩეული კუთხის მდიდარ, საუკუნოვან ისტორიას და იმ კულტურას გაზიარებთ, რომელიც ამ მხარეს მკაფიო თვითმყოფადობას ანიჭებს. ამისათვის სასტუმრო როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს სრული მზადყოფნით ელის და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

"ზუგდიდი თავისი გასტრონომიული თუ კულტურული მრავალფეროვნებით სამეგრელოს გამორჩეული ნაწილია. "ლეთოს" მთავარი მიზანია, ერთხელ ჩამოსულ სტუმარს იმდენად დიდი კომფორტი შეუქმნას, რომ მას აუცილებლად გაუჩნდეს უკან დაბრუნების სურვილი, რადგან თითქმის შეუძლებელია ერთი ვიზიტით ამოწურო ყველა ის საოცარი ადგილი, რომლითაც ეს რეგიონია მდიდარი. ჩვენს სასტუმროს აქვს ყველა ის პირობა, რაც მომხმარებელს დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება. ამაში გვეხმარება ატმოსფერო, რომელსაც სასტუმროს თანამშრომლები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან", − გვიყვება სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი, სალომე აბრალავა.

"ლეთოს" სივრცეში შებიჯების შემდეგ სტუმრებს პირველ სართულზე ლობი-კაფე ელოდება, სადაც მრავალფეროვანი დესერტითა და გამაგრილებელი სასმელებით გაჯერებული მენიუ დახვდებათ. "ჩვენი საკონდირტო ნამდვილად გამორჩეულია რეგიონში და ამაში ყველა ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმარი გვეთანხმება. ეს საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრების დროს გემრიელი ყავის დასალევად და საერთოდაც მათთვის, ვისაც მშვიდ გარემოში სურს მუშაობა უგემრიელესი ტკბილეულის თანხლებით", − ამბობს სალომე.

სასტუმროს მეორე სართული საკონცერტო-რესტორანს ეთმობა, სადაც სტუმრები შეფმზარეულების მიერ მომზადებულ ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებენ. რესტორნის ინტერიერი ძირითადად კლასიკურ ფერებშია გადაწყვეტილი.

"თამამად ვიტყვი, რომ რეგიონში გამორჩეული სამზარეულო გვაქვს. თუ ადამიანს სურს ნამდვილ მეგრულ გემოებს ეზიაროს, მაშინ ჩვენს რესტორანს უნდა ესტუმროს. ჩვენი საუკეთესო შეფები მუდამ ახერხებენ სტუმრების გაოცებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა სტუმარი აბსოლუტურად კმაყოფილი წავიდეს. სწორედ ამიტომ გვაქვს როგორც ტრადიციული ქართული თუ მეგრული კერძები, რომლებსაც არ ვუკარგავთ ნამდვილ ტრადიციებს და ამავდროულად, შემოგთავაზებთ თანამედროვე ვარიაციებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ამისათვის, აუცილებლად თავად უნდა დარწმუნდეთ ჩვენი შეფების ოსტატობაში".

მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულები უმაღლესი სტანდარტით მოწყობილ სასტუმრო ნომრებს ეთმობა და ყველა თანმხლები სერვისით სტუმრების სასიამოვნო განტვირთვას უზრუნველყოფს.

მეშვიდე სართულზე კი გამორჩეულ ტერასას ეწვევით, სადაც რეგიონში ერთადერთი პანორამული საუნა დაგხვდებათ. აგრეთვე, ფიტნესცენტრი, ე.წ. "ინფინიტი აუზი" და უზარმაზარი, სამდონიანი ტერასა ულამაზესი აუზით. მერვე და მეცხრე სართულზე პანორამული ლაუნჯის ტიპის ტერასული რესტორანია განთავსებული, რომელიც ეფექტურობას დღის ნებისმიერ მონაკვეთში ინარჩუნებს. სრულად გამჭვირვალე სივრციდან ქალაქის ხედი იშლება. დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედებით ტკბობა აქ წელიწადის ოთხივე დროს შესაძლებელია.

"მერვე სართულის 360-გრადუსიანი სქაი ბარიდან და მეცხრე სართულის ახალი ტერასიდან მზის ამოსვლისა და ჩასვლის ნახვა ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ტრადიციაა.

სწორედ ახლა გაიხსნა მეცხრე სართულის ტერასა, რომელიც ზუგდიდის საუკეთესო ხედებს გვთავაზობს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. საღამოს ამ ხედებით ტკბობა და თან რაიმე გემრიელი კერძის მირთმევა, დამიჯერეთ, ერთი დიდი სიამოვნებაა.

ამ ლოკაციებზე ხშირად ეწყობა ღონისძიებები, განსაკუთრებით ზაფხულში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ჩამოგვყავს სხვადასხვა ბენდი, დიჯეი, მომღერლები, მუსიკოსები და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ჩვენი ინტერიერი და ექსტერიერი საოცრად ლამაზი, დახვეწილი და თითქმის ყველა გემოვნებას მორგებული ადამიანისთვისაა, ამასთანავე, სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენს სტუმარს ერთ სივრცეში აქვს ყველაფერი, რაც უქმნის საოცარ კომფორტს და მის დასვენებას დაუვიწყარ დღეებად გადააქცევს", − ამბობს სალომე აბრალავა.

სასტუმროს მთელი გუნდი ადამიანებზე ზრუნვის ღირებულებას იზიარებს. მათ კი, ვინც "ლეთოში" დასვენებას გადაწყვეტს, სტუმარ-მასპინძლობისა და ზრუნვის დაუვიწყარ კომბინაციას ჰპირდება.

"ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია, სამეგრელო ტურისტული ეპიცენტრი გახდეს, გამოვიყენოთ ამ კუთხის სრული პოტენციალი და მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსულ სტუმრებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია