"ლიდერ დეველოპმენტ ბეტონი" – სტაბილურობა, სიზუსტე და ევროპული სტანდარტები აჭარის სამშენებლო სექტორში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბათუმის სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ინფრასტრუქტურული პროექტები და კერძო მშენებლობები მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებზე მზარდ მოთხოვნას ქმნის. სწორედ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანია "ლიდერ დეველოპმენტ ბეტონი", რომელიც რეგიონში სასაქონლო ბეტონის ერთ-ერთ სანდო და სტაბილურ მწარმოებლად ჩამოყალიბდა.
კომპანიის მთავარი მიზანია სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და აჭარის სამშენებლო ბაზრის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის ბეტონით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რიცხვებით ოპერირებას თავს არიდებს, დღეს ის ბაზრის არცთუ ისე მცირე სეგმენტს მოიცავს. სამომავლო სტრატეგია კი გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობის ზრდას, რაც კომპანიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
"ლიდერ დეველოპმენტ ბეტონი" აწარმოებს სხვადასხვა კლასის უმაღლესი სიმტკიცის სასაქონლო ბეტონს, M100-დან M800-მდე. ეს დიაპაზონი საშუალებას იძლევა, პროდუქცია გამოყენებულ იქნას როგორც საძირკვლებისა და მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობაში, ასევე მაღალი დატვირთვის მქონე ობიექტებზე.
კომპანიაში იწარმოება წყალგამძლე ბეტონი მაღალი ტენიანობის პირობებისთვის, ყინვაგამძლე ბეტონი, ცვეთამედეგი ბეტონი გზებისა და სხვა სპეციალიზებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროების, კერძო სახლების, გზებისა და სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას", – დავით გოგიტიძე, "ლიდერ დეველოპმენტ ბეტონის" აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნიშანია ბეტონისადმი მიდგომა. "ლიდერ დეველოპმენტ ბეტონში" ბეტონი არ აღიქმება როგორც უბრალოდ სამშენებლო მასალა, არამედ განიხილება, როგორც ინჟინრული გადაწყვეტილება.
წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეული ეტაპის კონტროლს, რადგან სწორად აგებული პროცესი უზრუნველყოფს სტაბილურ და პროგნოზირებად შედეგს.
"ბეტონის ხარისხის კონტროლი იწყება ნედლეულის შერჩევის ეტაპიდან და გრძელდება საბოლოო მიწოდებამდე. კომპანია აღჭურვილია გერმანული ლაბორატორიებით, სადაც ბეტონის ტესტირებები, რეცეპტების ზუსტი დაცვა და მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი მიმდინარეობს.
ბეტონი წარმოადგენს სხვადასხვა კომპონენტის: ღორღის, ქვიშის, ცემენტის, პლასტიფიკატორისა და წყლის კომბინაციას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ხელოვნურ ქვად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ, თითოეული კომპონენტის ხარისხი ცალკე კონტროლდება. მაგალითად, ლაბორატორიაში მოწმდება ღორღის წახნაგოვანობა, რადგან რაც უფრო მეტი წახნაგი აქვს მას, მით უფრო მტკიცეა საბოლოო ბეტონი.
კონტროლი ამით არ სრულდება და მოიცავს ქვიშის, ცემენტისა და პლასტიფიკატორის დეტალურ ლაბორატორიულ შემოწმებასაც. კომპანიის წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება საერთაშორისო ISO სტანდარტების დანერგვაც.
Leader Development Beton აქტიურად თანამშრომლობს ბათუმისა და აჭარის მასშტაბით მოქმედ საშუალო და მსხვილ დეველოპერებთან, რომლებიც ხარისხზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებენ. ამასთან, კომპანია მონაწილეობს სახელმწიფო და მუნიციპალურ დაკვეთებში და მუშაობს კერძო დამკვეთებთანაც, მათთან, ვინც საკუთარ სახლს, ვილას ან მცირე მასშტაბის სამშენებლო პროექტს ახორციელებს.
დავითის თქმით, სასაქონლო ბეტონის წარმოებისა და მიწოდების პროცესი აგებულია მკაფიო პრინციპზე, გაურკვევლობა ნულამდე შემცირდეს. შეკვეთის მიღებისთანავე ზუსტდება ყველა ტექნიკური პარამეტრი, რადგან ბეტონი არ არის პროდუქტი, სადაც მცირე უზუსტობა დასაშვებია. ამის შემდეგ იგეგმება მიწოდების დრო და სპეციალიზებული ტექნიკა, მიქსერები და ბეტონოტუმბოები ზუსტად განსაზღვრულ ლოკაციებზე მიემართება".
როგორც დავითი აღნიშნავს, სწორად შერჩეული ბეტონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც კორპუსების, ისე კერძო სახლებისა და გზების გამძლეობისთვის. შენობები და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გათვლილი ათწლეულებზე და არა მხოლოდ ექსპლუატაციაში ჩაბარებაზე. ამიტომ ბეტონის არჩევა წარმოადგენს ინჟინრულ გადაწყვეტილებას და არამხოლოდ ფინანსურ გათვლას.
"ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, სწრაფად განვითარებული სამშენებლო ბაზრის პირობებში, კომპანია გამოწვევებს პასუხობს არა მხოლოდ წარმოების გაზრდით, არამედ სისტემური მიდგომით. წარმოების სიმძლავრეები იზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ხარისხის შენარჩუნება, რაც კომპანიას სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს".
"ლიდერ დეველოპმენტ ბეტონის" გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია მოიცავს საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებას, საერთაშორისო სტანდარტების სრულ დანერგვასა და მომსახურების პროცესების კიდევ უფრო ოპტიმიზაციას. პარალელურად, კომპანია მუშაობს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი წარმოების მიმართულებით.
"გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ, დედაქალაქის ბაზარზე შევიდეთ, როგორც სანდო და მაღალი ხარისხის სასაქონლო ბეტონის მწარმოებელი კომპანია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ახსნას არ საჭიროებს და ხარისხით საუბრობს".