Get All Access for $5/mo

"მალონგო" - ფრანგული ყავის უნიკალური არომატი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მალონგოს" ბრენდი 1934 წელს საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში დაარსდა. თავდაპირველი მიზანი იყო მცირე საოჯახო სახალავის შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და გახდა საერთაშორისო ბრენდი. დღეს "მალონგო" 48-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია ყავის მარცვლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

"რაც მთავარია, ყველა ჩვენი პროდუქტი არის ბიო. "მალონგო" მორგებულია პრემიუმ სექტორზე, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. გვიხარია, რომ ვთანამშრომლობთ ისე ბრენდებთან, როგორიც არის "აკორ ჯგუფი", "ბილტმორი", "ჰილტონი", "კაფე დე პარი", "ლე მერიდიენი" და სხვა მრავალი.

ბრენდი სულ 3 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და მოახერხა კარგად მორგებოდა პრემიუმ ჰორეკა სექტორს", - ელენე ჯგერენაია, "მალონგოს" გენერალური დირექტორი.

როგორც ელენე ამბობს, ბრენდის ყველა პროდუქტი არის ბიო, იქნება ეს ყავა, ჩაი თუ კაკაო. მარცვლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან მოიპოვება და ყველანაირი ქიმიკატის გარეშე იზრდება.

"აღსანიშნავია, ბრენდს მინიჭებული აქვს ფეარტრეიდის ნიშანი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ირღვევა ყავის მომწოდებელი ფერმერების უფლებები. "მალონგოს" მარცვალი გადის დეტალურ ლაბორატორიულ კვლევებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბიოპროდუქტია.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ყავის მარცვლების უდიდესი ასორტიმენტი. შეგვიძლია მომხმარებელს 50-მდე სხვადასხვა ყავის პროდუქტი შევთავაზოთ, დაწყებული მარცვლიდან, დამთავრებული ყავის ქილებით. და რაც მთავარია, "მალონგოს" ყავა გამოირჩევა გემოთი, რომელიც თავს ყველას ამახსოვრებს".

"მალონგოს" ყავები მოიპოვება სხვადასხვა რეგიონში, დაწყებული კოლუმბიიდან, დამთავრებული ზიმბაბვეთი. ბრენდი ე.წ. ნელი მოხალვის წესს იყენებს, რაც მოიაზრებს მარცვლის მოხალვას 20 წუთის განმავლობაში, განსხვავებით ხშირად გამოყენებული 90-წამიანი მოხალვისგან, რაც მარცვალს სრულად უნარჩუნებს გემოს და არომატს.

"მალონგოს" საკუთარი ყავის პლანტაციები აქვს. მოსავლის აღების შემდეგ ფერმერების მიერ მოპოვებული ყავის მარცვლები ნიცაში, სათავო ქარხანაში იგზავნება, სადაც ლაბორატორიულად მოწმდება, იხალება და შესაბამის ქილებში ნაწილდება.

მარცვლები ბიოლოგიურად და ქიმიურად მკაცრ შემოწმებას გადის, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებით მუშავდება, რათა უნიკალური გემო და მახასიათებლები შეინარჩუნოს.

ყავას ბევრი საჭირო სიკეთე აქვს. პირველ რიგში, გვეხმარება ვიყოთ ენერგიულად, ხშირად დაკავშირებულია დიაბეტის შემცირებულ რისკთან, ასევე სტიმულირებს ტვინის ჯანმრთელობას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

"ჩვენ 50-მდე სხვადასხვა ყავის პროდუქტის შეთავაზება შეგვიძლია მომხმარებლისთვის. გვაქვს single origin-ი, ანუ მხოლოდ ერთი წარმოშობის მარცვალი, გვაქვს ჩვენივე შექმნილი ბლენდები და უკოფეინო ყავა. რაც შეეხება ჩაის, მომხმარებელს 20-მდე სხვადასხვა სახეობის ჩაის ვთავაზობთ, როგორც ასაწონ, ასევე ერთჯერად შეკვრებში".

"მალონგოს" პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინმაღაზიებში, პარტნიორ სასტუმროებსა და ბუტიკებში. ასევე, აბაშიძის 38 ნომერში. ყველა სიახლეს პარტნიორების შესახებ შეგიძლიათ თვალი ინსტაგრამგვერდზე ადევნოთ.

"ასორტიმენტს მუდმივალ ვანახლებთ, რადგან მუდმივად ვმუშაობთ ახალ ბლენდებზე. რაც შეეხება გეგმებს, გვინდა, რომ უფრო ფართოდ ავითვისოთ ქართული ბაზარი და რაც მთავარია, მოვიცვათ მეზობელი ქვეყნები, შევქმნათ რეგიონალური ჰაბი საქართველოში".

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ