Get All Access for $5/mo

MamberProject - ბრენდი, რომელიც დამზადებულია ქართველებისგან ქართველებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MamberProject ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიისა თუ კულტურის გაცოცხლებასა და ყოველდღიურობაში გადმოტანას ისახავს მიზნად. ბრენდი ცდილობს მოსაწყენი ტანისამოსი უფრო საინტერესო და თვალშისაცემი გახადოს, ამავდროულად ქართული კულტურისა თუ ისტორიის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

სწორედ საქართველოს უნიკალური კულტურა, თავისი იდუმალებით, გახდა ბრენდის დაარსების ინსპირაციის წყარო, რომელსაც 4 დამფუძნებელი ჰყავს − ნიკოლოზ ჩიტაიას, ლუკა ამბალიას, გიორგი გოროზიასა და ზურა ხუბუას სახით.

"ვფიქრობ, ის უამრავი ემოცია, რომელსაც ჩვენი დიზაინი იწვევს, საამაყო და გამორჩეულია. სურვილი, რომ უფერული, სტრესული გარემო გავაფერადოთ, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. MamberProject-მა მსოფლიო უნდა მოიაროს და ყველას გულში უნდა გააღვივოს ის გრძნობები, რომლებიც ჩვენ მასში ჩავაქსოვეთ", − აღნიშნავენ კომპანიაში.

MamberProject-ის გუნდმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გაეტანათ და მათი შეძენა ემიგრანტებსაც შესძლებოდათ. სხვადასხვა უნიკალური დიზაინით ბრენდი ემიგრანტებს საკუთარი ქვეყნის მონატრებისა და ნოსტალგიის განქარვებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ სამოსი ლატვიაში წარმოებს და სწორედ აქედან ხდება რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში. დიზაინი არათუ დაპრინტულია, არამედ განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, რაც ნაჭერში საღებავის შერწყმას გულისხმობს. MamberProject-ის გუნდი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს კომპანიის სერვისების გაუმჯობესებაზე. დღესდღეობით, აშშ-სა და ევროპის ნებისმიერ წერტილში პროდუქტის მიწოდება 5-იდან 10 დღემდე ვადაში ხდება. ქართული ბრენდი თანდათანობით იმკვიდრებს თავს მსოფლიო ბაზარზე, რაც ციფრებშიც აისახება. მაგალითად, მიმდინარე თვეს, გასულ თვესთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 2096%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით ბრენდმა საქართველოსა და უცხოეთში 1159 პროდუქტი გაგზავნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, MamberProject-ის მიზანია, მალე მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გახსნას.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საქმიანობის მცირე პერიოდის მიუხედავად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი წინაღობის გადალახვა მოუწიათ. თუმცა, დღეს ეს გამოწვევები წარსულს ჩაბარდა, ბრენდს კი შესაძლებლობა აქვს მომხმარებლების ნებისმიერი სურვილი დააკმაყოფილოს.

"ჩვენი მთავარი მიზანია სხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანები ქართული დიზაინით დავაინტერესოთ და მათ ჩვენი კულტურა საზღვრებს მიღმა გავატანოთ. ვცდილობთ, არ მოვექცეთ ჩარჩოებში, შესაბამისად ჩვენი მიზნებიც საკმაოდ ფართო და მასშტაბურია. ეს არის რაღაც ახალი! ახალგაზრდა და ქართული. სტილი, რომელიც იქმნება ქართველებისგან ქართველებისთვის. ერთი სიტყვით, მთავარი იდეაა, დაგანახოთ სილამაზე და ინდივიდუალიზმი ქართული სულისა, რომელიც ჩვენი დიზაინით შექმნილ სამოსში წარმოვაჩინეთ", − აღნიშნავენ კომპანიაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია