Get All Access for $5/mo

მარკეტინგი თუ მანიპულაცია? მოდით, გამოვიკვლიოთ ფაქიზი ზღვარი, რომელიც მარკეტინგსა და მანიპულაციას ერთმანეთისგან განასხვავებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რატომ ხართ ბიზნესში თქვენი კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად? მოდით, გამოვიკვლიოთ ფაქიზი ზღვარი, რომელიც მარკეტინგსა და მანიპულაციას ერთმანეთისგან განასხვავებს.

ბიზნესის მფლობელებისთვის არ არის უჩვეულო სამიზნე მომხმარებლებით მანიპულირება. ისინი ასე ცდილობენ მათ თავიანთი პროდუქცია ან მომსახურება შეაძენინონ. გარკვეული თვალსაზრისით, ეს უკვე კულტურადაც კი ყალიბდება. მომხმარებლის გონება ქვეცნობიერად მუშაობს, მათ საქმიანი ინფორმაციის მიღება მაშინაც კი შეუძლიათ, როდესაც გზავნილში რიგიანადაც ვერ ერკვევიან.

პროგნოზირებადი შედეგი (ანუ ცხოვრების წესი) უფრო და უფრო მეტ კლიენტზე ახდენს გავლენას, რაც მათ აბრმავებთ და უბიძგებთ, რეალობა არ დაინახონ. ბევრი ანტრეპრენერი მანიპულირებას მარკეტინგული სტრატეგიის სახით იყენებს. სამწუხაროდ, ისინი საკმარის ყურადღებას არ აქცევენ ეთიკას.

ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეულ ქმედებებს თაღლითობას ვუწოდებთ, მაგრამ მარკეტინგს, მანიპულაციას, ეთიკასა და ეფექტიან მარკეტინგს შორის ფაქიზი ზღვარი არსებობს. ეფექტიანი მარკეტინგი ადამიანებისთვის თავისუფალი ნების მიცემას უნდა გულისხმობდეს, მათ მანიპულაციის გარეშე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, იყიდონ თუ არა თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. მანიპულირება არ იქნება, თუ თქვენი მარკეტინგული მიზანი თქვენსავე მომხმარებლის მოთხოვნების მომსახურებასა და დაკმაყოფილებაზეა დამყარებული. თუმცა, ნამდვილად მანიპულაცია იქნება, თუ თქვენი გეგმა მხოლოდ თქვენ მოგიტანთ სარგებელს მომხმარებელთა საჭიროებების ხარჯზე.

ასე რომ, აქ მთავარი შეკითხვაა: რატომ ხართ ბიზნესში − თქვენი კლიენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად? თქვენ ბიზნესის მფლობელი ხართ და თქვენს მოგებას წინ უნდა უსწრებდეს თქვენი მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნა თქვენსავე პროდუქტის ან სერვისის საშუალებით.

განსხვავება მარკეტინგსა და მანიპულაციას შორის

მარკეტინგი კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების ფორმაა. ის პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ინსტრუმენტების გამოყენებას გულისხმობს, მომხმარებლებისთვის შეტყობინებების გადაცემის გზით ისე, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდეთ თქვენი ბრენდის, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ.

ეთიკური მარკეტინგი თქვენი პროდუქტის წარდგენას გულისხმობს ისეთად, როგორც მომხმარებელმა უნდა გამოიყენონ და იმასაც, თუ ვისთვის არის ის განსაზღვრული. მაგალითად, თუ თქვენი სერვისი ან კურსი ნებისმიერისთვის არ არის განსაზღვრული, ისე ნუ მოაჩვენებთ მათ საზოგადოებას, რომ "ყველასთვისაა", ან "ყველას შეუძლია მისი გამოყენება", თუ არ გაქვთ ამის დამადასტურებელი სტატისტიკა. ბიზნესის მფლობელებმა არ უნდა იცრუონ, არ უნდა შეაშინონ მომხმარებლები, არც არარეალური ფაქტები წარმოაჩინონ და არც პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი გააზვიადონ. ამის ნაცვლად, თქვენი მარკეტინგი ფაქტებს, პრეზენტაციას და ემოციურ არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს.

მაგალითად, ბევრი ავტორი და ის, ვინც მომსახურებას ყიდის, პროდუქციის გასაყიდად დამაბნეველ ფაქტებს იყენებს. ისინი საკუთარი თავის ან პროდუქტების პოპულარიზაციისთვის შემაცდენელ, დამაბნეველ ან ისეთ განცხადებებს იყენებენ, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება − ამგვარად, მომხმარებელთა ემოციებზე თამაშობენ, შეცდომაში შეჰყავთ ისინი. სამწუხაროდ, მომხმარებლები ცრუ ინფორმაციას იღებენ იმის გამო, რომ ცხოვრების წესის გაუმჯობესების ძლიერი სურვილი აქვთ. ეს არის მანიპულაცია.

ბევრი ინტერნეტგურუ, თვითმომსახურების სერვისის პროვაიდერი ან სერვისზე დაფუძნებული კომპანია, პროდუქტებს, წიგნებს ან სტრატეგიებს ყიდის, რომლებიც ყველასთვის არ ამართლებს, მაგრამ ისინი ამას არ ამბობენ. ნაცვლად ამისა, მათი რეკლამა თქვენს ემოციებზე სპეკულირებს და ისეთი ინტერპრეტაცია აქვს, რომ კავშირს ჰპირდება ან გულისხმობს პროდუქტსა და ბედნიერებას, სოციალურ აღიარებას, მეგობრობას და ა.შ. შორის.

თაღლითობა მანიპულაციაა? დიდწილად, თაღლითობა მანიპულირებაა. ეს მიზანმიმართული მანიპულაციაა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ ვინმეს უბიძგოს უფრო დიდის სანაცვლოდ რაღაცაზე თქვას უარი. ასე რომ, როდესაც კლიენტები დიდ თანხებს იხდიან სარგებლის დანაპირებით, რომელსაც ვერ მიიღებენ, უდავოა, რომ ბიზნესის მფლობელი თაღლითია და მათით მანიპულირებს.

სერვისზე დაფუძნებული ბიზნესი VS თვითმომსახურებაზე დაფუძნებული ბიზნესი

ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სერვისზე დაფუძნებულ და თვითმომსახურებაზე დაფუძნებულ ბიზნესებს შორის. სერვისზე დაფუძნებული ბიზნესის მფლობელები თავიანთ ცოდნას ან უნარებს ფულზე ცვლიან. ისინი იმ ფუნქციების მიწოდებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. ასე რომ, ისინი თავიანთ ბიზნესს მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად ყიდიან.

მეორე მხრივ, თვითმომსახურებაზე დაფუძნებული ბიზნესის შემთხვევაში, მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულის გამომუშავების სურვილია. ინდივიდუალური ანტრეპრენერები ნაკლებად ზრუნავენ კომპანიის შედეგებზე ან თავიანთი პროდუქციის ხარისხზე. ნაცვლად ამისა, ისინი ბაზრის წილისა და მოგების მარჟის გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი.

ამის მისაღწევად კი, მომხმარებლების ანალიზზე ხარჯავენ რესურსებს. კერძოდ, რას აკეთებენ ისინი და რას ფიქრობენ. თქვენი, როგორც ანტრეპრენერის, მიზანი, ფულის დევნა კი არა, მომხმარებლების პრობლემის მოგვარება უნდა იყოს. დაბოლოს, სერვისზე დაფუძნებული ბიზნესი მომსახურებაზეა ფოკუსირებული, ხოლო თვითმომსახურებაზე ორიენტირებული ბიზნესი − მანიპულირებაზე.

არის თუ არა თქვენი მარკეტინგი ავთენტური?

დღეს რთულია იმ ბრენდების გამოცნობა, რომლებიც თავიანთი გზავნილების შესაბამისი არიან. თანამედროვეობაში, პროდუქტებსა და სერვისებს იძულებით გვასაღებენ ან მონოპოლიებით, ან კიდევ ემოციური ტაქტიკით "სატყუარა და გადართვა".

მაგალითად, ბევრ ონლაინ ავტორიტეტს ან დამოუკიდებელ გამომცემელს პირდაპირ წალეკილი ჰყავს თავისი გამომწერები ან სამიზნე აუდიტორია ყალბი ვალდებულებებით, ანგარიშებით გაზვიადებული შემოსავლის შესახებ, ბოტებით, ნასესხები არაკეთილსინდისიერი რეკლამებით და ა.შ. თქვენ ხედავთ, როგორ ყიდიან გურუები მაცდუნებელ, ფუჭ სტრატეგიებს ან კურსებს ინტერნეტში შემოსავლის სწრაფად მიღების ან მილიონერად გახდომის გზების შესახებ.

ისინი ან ყალბი სურათებით მიგიტყუებენ, ან მზაკვრული დაპირებებით, ან კიდევ, შემოსავლების ანგარიშებისა და მოწმეთა "მტკიცებულებებით". სამწუხაროდ, დაუცველი აუდიტორიის უდიდეს ნაწილს სჯერა ამ თეორიების − ბევრი მათგანი ამ ანგარიშებს არც ეჭვქვეშ აყენებს და არც სათანადო კვლევას ატარებს, ფინანსურ-იურიდიულ შემოწმებაზე არც ფიქრობს.

თქვენ ავთენტურობა უნდა გამოიყენოთ ენთუზიაზმით აღსავსე მიმდევართა მოსაპოვებლად, მათი ნდობა უნდა დაიმსახუროთ. ავთენტურობა საკუთარი თავისა და ბრენდის გულწრფელად წარდგენას ნიშნავს. საკუთარი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად მარკეტინგულ ხრიკებში ინვესტირება საერთოდ არ გჭირდებათ.

თქვენი ბრენდის სიტყვებსა და ქმედებებს შორის შეუსაბამობა არ უნდა იყოს. ამის ნაცვლად, თქვენს სამიზნე აუდიტორიას, მათ ღირებულებებს უნდა იცნობდეთ, რატომ სურთ მათ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება და ა.შ. გარდა ამისა, თქვენი ნებისმიერი ურთიერთობა მომხმარებლებთან გულწრფელი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ბრენდი, რომელიც არ არის ავთენტური, ანგარიშვალდებული ან გამჭვირვალე, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას.

ავთენტურ მარკეტინგ გრძელვადიან წარმატება მოაქვს

მანიპულატორი მარკეტოლოგები არა გრძელვადიანი, არამედ მოკლევადიანი მიზნებით არიან დაინტერესებულნი. მათ თითქმის არ აინტერესებთ დადებითი შედეგების მიღება ან მომხმარებლებისთვის ფასეულობის მიწოდება. შესაბამისად, მათი ტაქტიკა შესაძლოა ბუნდოვანი და მანიპულაციური იყოს, რაც ნორმად და კულტურად იქცა. სწორედ ამიტომ ვერ ხედავენ ისინი, რა არის არასწორი.

თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის, მიზანი მომხმარებელთა საჭიროებების გადაჭრა და თქვენი ბრენდის განვითარება უნდა იყოს. ასე რომ, ჭკვიანი მარკეტინგული სტრატეგიები გამოიყენეთ და დარწმუნდით, რომ თქვენს პროდუქტებს შედეგები მოაქვთ მომხმარებლებისთვის. ამასთან ერთად, სათანადოდ შეამოწმეთ, ნამდვილად ასეა თუ არა.

ანტრეპრენერები მომხმარებლებით მანიპულირებენ, როდესაც მათი ინტერესები და მიზნები მათსავე ფულის გამომუშავების სურვილს არ ემთხვევა. თქვენს საუკეთესო ინტერესებზე ფიქრის ნაცვლად, საკუთარ მომხმარებლებზე იფიქრეთ, თქვენი გზავნილი მათ ღირებულებებთან შეათანხმეთ და საკმარისად ავთენტური იყავით, რათა ნამდვილი კავშირები დაამყაროთ მათთან.