Get All Access for $5/mo

მართე შენი ცხოვრება ''მართესთან'' ერთად უნივერსალური ბლოკნოტი ქართული სტარტაპისგან!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Click Studio, ქეთი გულისაშვილი; ლოკაცია - Moxy

საერთო ინტერესების მქონე 5 ადამიანის წამოწყებამ პოპულარობა პირველივე დღიდან მოიპოვა. "მართე" − ქართული უნივერსალური ბლოკნოტი, ცხოვრებას უმარტივებს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ პირადი ჩანაწერების ყოველდღიურად წარმოება. პროდუქტზე მუშაობის პროცესში დამფუძნებლებმა შეისწავლეს ბაზარი, განსაზღვრეს სტრატეგია, იმუშავეს ბრენდის იმიჯზე, დიზაინსა თუ კონტენტზე და 1 თვის თავზე მომხმარებლებს წარუდგინეს ბლოკნოტი, რომელიც განუყოფელ ნაწილად იქცა ისეთი პირებისთვის, ვისთვისაც დროს, ხარისხს, პროდუქტიულობასა და წარმატებისკენ სწრაფვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შექმნის პროცესში ჩატარებულმა კვლევებმა "მართე" საკმაოდ პრაქტიკულ პროდუქტად აქცია, რადგან იგი სხვადასხვა გეგმის მქონე ადამიანების საჭიროებებს მოერგო. კვირის გეგმა, პრიორიტეტების მატრიცა, საბაზისო ფორმულები მენეჯერებისთვის, წარმატებული ადამიანების ფრაზები მოტივაციისთვის თუ განსატვირთად გამოყოფილი თავისუფალი ადგილები საშუალებას მოგცემთ სწორად მართოთ თქვენი ცხოვრება და თანამედროვე ეპოქაში ელვის სისწრაფით მიმდინარე პროცესებისას მეტი თავისუფალი დრო გამონახოთ.

"მართეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანუკა ჭანტურია სუპერმარკეტების ქსელ "ჯორჯიტას" დირექტორია. როგორც იხსენებს, იდეა წამოვიდა საერთო ინტერესებიდან, ბლოკნოტის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებით ცხოვრება უფრო მარტივად ემართათ: "ერთხელაც პროექტის მართვის ტრენინგზე ჩემს თანადამფუძნებლებთან − გვანცა ბეჟუაშვილთან, ქეთევან ფაჩულიასთან, ირინა ალექსიშვილთან და ანა ქობალიასთან ერთად მოვხვდი. სწორედ აქ, მართვის ახალი ინსტრუმენტებით შეიარაღებულებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. გვჯერა, რომ იდეიდან წარმატებამდე მოკლე გზაა, თუ პირველივე ნაბიჯი სწორად გადადგმულია. სწორედ ამ რწმენით შევიკრიბეთ 5 მებლოკნოტე, გავაერთიანეთ ჩვენი გამოცდილება ქაღალდთან ურთიერთობისას, დავუმატეთ ცოტაოდენი საერთაშორისოდ აპრობირებული მიდგომები და იდეის დაბადებიდან ერთ თვეში შევქმენით ქართული პროდუქტი − საქმიანი წიგნაკი".

Entrepreneur-თან გვანცა ბეჟუაშვილმა ისაუბრა "მართესა" და მომხმარებლების ურთიერთობაზე: "მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ახალი გამოგონება, იგი ძალიან პრაქტიკული და ქართულ რეალობას მორგებულია. ჩვენ გავითვალისწინეთ "მებლოკნოტეთა" გამოცდილება და მათი სურვილები. მინდა აღვნიშნო, რომ საქმიანი წიგნაკის ზომა და ფასიც კი გამოკითხვის საფუძველზე დავადგინეთ. ის, რომ "მართემ" ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მყიდველთა ყურადღება, უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს. ამასთანავე, ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა წინაშე".

რაც შეეხება სტარტაპის მიმდინარეობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გავესაუბრეთ ირინა ალექსიშვილს: "წინასაახალწლო გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "მართემ" შეძლო ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. მოგეხსენებათ, სტარტაპი შეზღუდული რესურსებით დგამს პირველ ნაბიჯებს დიდ ბიზნესში, "მართეს" კი ეს ამბიციები უკვე აქვს".

სამომავლო გეგმები კი ანა ქობალიამ გაგვიმხილა: "იდეები ძალიან ბევრი გვაქვს. ამ ეტაპზე შევიმუშავეთ სხვადასხვა კონცეფციისა და დიზაინის ნიმუშები. პარალელურად, ჩვენი საქმიანი დღიურის სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებებთან კოლაბორაციას ვახდენთ, ვცდილობთ იგი ვიწრო სპეციალობებს მოვარგოთ, რათა "მართე" სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოთხოვნებს სრულად პასუხობდეს. ასევე, ჩვენ ვავითარებთ არა მხოლოდ წიგნაკს, არამედ ვმუშაობთ ინოვაციური აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც მთლიანად ქართულ რეალობას მოერგება".

ქეთევან ფაჩულიამ ჟურნალთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, თუ სად არის შესაძლებელი "მართეს" შეძენა: "ჩვენი დღიურები ონლაინრეჟიმში იყიდება და უზრუნველყოფს დროულ მიწოდებას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე. ასევე სუპერმარკეტთა ქსელ "ჯორჯიტაში". 30 დეკემბერს და 11-12 იანვარს საშობაო ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი "მართეს" წიგნაკები. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა საკანცელარიო ქსელთან და მასშტაბურ ბეჭდვაზე გადასვლის შემდეგ ვგეგმავთ "მართე" თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ. გუნდი საახალწლოდ სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება მომხმარებლებს, უკვე ყველას შეუძლია 2020 წელი "მართესთან" ერთად მართოს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი