Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოიდგინეთ პარტნიორი, რომელიც ფინანსური თანადგომის გარდა, მომავლის ხედვას გთავაზობთ და გზას ბიზნესის გაფართოებისკენ გიკვალავთ.

სწორედ ასეთი კომპანიონია თქვენი ბიზნესისათვის "Maven - მავენი", - ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი.

დეტალებზე Maven-ის დამფუძნებელს, ლუკა ბაქრაძეს ვესაუბრეთ.


ლუკა სტანდარტული კითხვით დავიწყებთ, მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.

ჩვენი კომპანია ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, თუმცა, როგორც "მავენები", საზოგადოებამ 2021 წლიდან გაგვიცნო. სიტყვა "მავენი" მცოდნეს, გამოცდილს, საკუთარი საქმის სპეციალისტს ნიშნავს და ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიაში 10 მავენი მუშაობს.

თავდაპირველად საქმიანობა საგადასახადო აუდიტისა და საგადასახადო დავების მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ეს ისეთი საქმეა, რომ, თუ კარგად გამოგდის, მყისიერად იძენ მეგობრებს და ლოიალურ მომხმარებელს. სწორედ მათგან წამოსული მოთხოვნების საფუძველზე, თანდათანობით გავაფართოვეთ ჩვენი სერვისების სპექტრი და დღეს უკვე აქ ვართ.

სიტყვამ მოიტანა და გვითხარით რა ტიპის სერვისები აქვს ამ ეტაპზე კომპანიას?

დღეს Maven ბიზნესებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

· ბუღალტრული აუთსორსინგი
· საგადასახადო აუდიტი
. დეკლარაციების კონტროლი, გარე აუდიტი
· კონსულტაციები საგადასახადო საკითხებზე
· ბუღალტერიის აღდგენა/გასწორება და შესაბამისობაში მოყვანა
· საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩართულობა / წარმომადგენლობა
· საგადასახადო დავების წარმოება, საჩივრების მომზადება
. მენეჯმენტ კონსალტინგი
· ERP სისტემების დანერგვა
· CFO (Chief Financial Officer) Outsourcing
· იურიდიული სერვისები

ლუკა, რომელია ამ სერვისებიდან ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური?

ალბათ ცალკე ყურადღების ღირსია საგადასახადო დავები და ERP სისტემის დანერგვა, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალური და საჭირო სერვისებია.

საგადასახადო დავები ბიზნესებისთვის კარგად ნაცნობი და გასაგები გამოწვევაა, სადაც ჩვენი გუნდი მზად არის დარიცხული გადასახადის და ჯარიმების შემცირების მიზნით მოამზადოს საგადასახადო საჩივარი, დაიცვას დამკვეთის ინტერესები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, თუ სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობისას, აქტიურად ჩაერთოს საგადასახადო შემოწმების პროცესში და უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის უმოკლეს დროში დამუშავება და მიწოდება.

რაც შეეხება ERP-ს, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველად 90-იან წლებში გამოჩნდა, ქართული ბიზნესების უმეტესობისთვის, მაინც, შედარებით ახალი "ხილია".

ERP (enterprise resource planning) საწარმოს რესურსების სწორი მენეჯმენტისათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაა, სადაც ფინანსების მართვა მხოლოდ ერთ-ერთი მოდულია. გარდა ამისა, ERP ბიზნესებს საშუალებას აძლევს ეფექტურად აკონტროლონ შესყიდვები და გადასახადები, საწარმოო პროცესი და ლოჯისტიკა, საწყობი და მარაგების დონე, გაყიდვები და მარკეტინგი , _ მოკლედ, ყველაფერი, რაც ბიზნესის კეთებისას შეიძლება ადამიანს დასჭირდეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ERP თქვენი ბიზნეს პროცესების გაციფრულების და სისტემატიზაციის ყველაზე ეფექტური გზაა, რომლის გლობალური ბაზრის მოცულობა, პროგნოზების მიხედვით, 2025 წელს 147,7 მილიარდ დოლარამდე აიწევს.

და ბოლოს, რას ეტყოდით ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს?

ჩვენს მკითხველს და ბიზნესებს ვეტყოდი, რომ ფინანსური აღრიცხვა არ არის მხოლოდ ციფრების დათვლა, ეს ხელოვნებაა, რომელიც თქვენს ბიზნესს აძლიერებს და Maven-ში ამ ხელოვნებას ძალიან კარგად ვფლობთ.

როგორც დარგის ექსპერტები, ჩვენ ვგეგმავთ, ვაანალიზებთ და ვმართავთ თქვენს ფინანსებს ისე, რომ შედეგები ყოველთვის აღემატებოდეს მოლოდინებს.

ჩვენი მიზანია გავხდეთ თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი, რომელიც ყოველთვის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებსაიტი: https://maven.ge/ka
ტელეფონი: 598 01 88 33
FB : https://www.facebook.com/profile.php?id=100083118621166

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ