მერლონსის ისტორია: სანდოობა, ინოვაცია და ხარისხი ერთ ბრენდში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მერლონსი", კომპანია, რომლის დასახელებაც ისტორიულად ქონგურების მტკიცე კონცეფციიდან მოდის, დღეს საქართველოს ბაზარზე სანდოობისა და ინოვაციების მთავარი სიმბოლოა. მისი მისია არა მხოლოდ პროდუქციის მიწოდებაა, არამედ მომხმარებლისთვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნა, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. "მერლონსის" ისტორია, რომელიც 2011 წელს "შარმი ჯგუფის" ბაზაზე დაიწყო, დღემდე განვითარების, ნოვატორული ხედვებისა და მომხმარებელზე ზრუნვის მაგალითია.
2012 წელს "მერლონსმა" ქართულ ბაზარზე VitrA-ს, საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდის, ექსკლუზივი მოიპოვა. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი. როგორც "მერლონსის" მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, თეკლა კასრაძე ამბობს, "ტურიზმის ზრდამ და საერთაშორისო სასტუმროების გამოჩენამ, როგორიცაა Radisson-ი, Moxy Marriott -იდა Holiday Inn-ი, ბაზარზე ახალი მოთხოვნები გააჩინა. საჭიროდ მიიჩნიეს ისეთი ბრენდების შემოყვანა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ".
VitrA-ს პროდუქცია გამოირჩევა როგორც დახვეწილი დიზაინით, ასევე უმაღლესი ხარისხით. მისი გამძლეობა და მასალების სანდოობა პროდუქტებს იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული პროექტებისთვის. "VitrA არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ინოვაციასა და ტრადიციას", - გვეუბნება თეკლა კასრაძე. შოურუმები წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, უკვე მრავალი წელია მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილი გახდა.
2020 წელს "მერლონსმა" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ქართულ ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიური სერვისები წარადგინა. ამ სიახლეებს შორისაა უნიკალური იტალიური "პრუსიანის" ხუთღერძიანი CNC დანადგარი, რომელიც იდეალურია დიდი ფორმატის ფილების, მარმარილოსა და გრანიტის დასამუშავებლად.
"ეს სერვისი ჩვენს მომხმარებლებს უმარტივებს პროცესს და სთავაზობს მასალების საბოლოო ვიზუალიზაციას, რაც დროთა განმავლობაში ხარჯებისა და დროის დაზოგვას უზრუნველყოფს", - აღნიშნავს "მერლონსის" მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.
გარდა ტექნოლოგიური სიახლეებისა, "მერლონსი" მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, როგორიცაა მიტანის, ატანისა და მონტაჟის მომსახურება.
"ჩვენი სერვისი უნიკალურია იმით, რომ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნას მაქსიმალურად ვერგებით. მაგალითად, საგარანტიო მომსახურებისას ყუთისა და ჩეკის გარეშე ვადგენთ მომხმარებლის იდენტობას და ვთავაზობთ საუკეთესო პირობებს", - დასძენს თეკლა კასრაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.
2024 წლის შემოდგომაზე "მერლონსმა" გახსნა ახალი მრავალბრენდული შოურუმი, რომელიც ინსპირაციის სივრცეა როგორც არქიტექტორებისთვის, ასევე დიზაინერებისა და ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის.
ეს შოურუმი არა მხოლოდ პროდუქციის დათვალიერების, არამედ პროფესიული კონსულტაციების მიღების ადგილიცაა. კომპანიაში პროდუქციის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების რჩევებს და სწორედ უახლესი ტენდენციებით ირჩევა, თუ რას შესთავაზებენ მომხმარებელს. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს საშუალება, წამყვანი სპეციალისტებისგან ადგილზე, შოურუმშივე მიიღოს რჩევები დაგეგმარებისა და პროდუქციის გამოყენების შესახებ - ეს კი სერვისს კიდევ უფრო მეტად მათზე მორგებულსა და კომფორტულს ხდის. ფაქტობრივად, მომხმარებელი იღებს დიზაინერის კონსულტაციასაც ინტერიერსა თუ ექსტერიერში ცვლილებების შესახებ.
"მერლონსის" შოურუმში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდები, როგორიცაა Reginox-ი, Infinity, Simas-ი, Aquaforte, Empolo და სხვა მრავალი. თითოეული ბრენდი გამორჩეულია თავისი ხარისხითა და უნიკალური დიზაინით, რაც მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს.
"მერლონსი"ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა მომხმარებელზე ზრუნვა და მისი სურვილების გათვალისწინება.
"ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მაღალი, ისე საშუალო სეგმენტის წარმომადგენლები, და თითოეულ მათგანს ვთავაზობთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს", - ამბობს თეკლა.
კომპანიის გუნდი ყურადღებას განსაკუთრებით მომხმარებელთან კომუნიკაციასა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფაზე ამახვილებს.
"მერლონსის" სერვისები არა მხოლოდ ხარისხით, არამედ მათი ორგანიზებითაც გამოირჩევა. მიტანის, ატანისა და მონტაჟის მომსახურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კომპანიის მომსახურების პაკეტში. როგორც "მერლონსში" აღნიშნავენ:
"ჩვენი მიზანია, მომხმარებლის დრო დავზოგოთ და გავუმარტივოთ პროცესები. ყველა დეტალს ყურადღებით ვაკვირდებით, რათა არ მოხდეს შეცდომა ან შეფერხება".
"მერლონსის" გუნდი ყოველთვის იყურება წინ და ცდილობს განვითარება მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდეს.
"ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ბაზარზე გამორჩეული პროდუქტების მიწოდება, არამედ მათი სწორად დანერგვა, რაც ქართულ ბაზარზე ინოვაციების ინტეგრაციას უწყობს ხელს".
"მერლონსი" არ ჩერდება და უკვე გეგმავს თავისი საქმიანობის გაფართოებას ახალი ქალაქებისა და რეგიონებისთვის. "მომავალში ჩვენი მიზანია, გავხსნათ ახალი შოურუმები იქ, სადაც სამშენებლო აქტივობები სწრაფად იზრდება და მომხმარებელს ჩვენი მომსახურება სჭირდება", აღნიშნავენ კომპანიაში.
დღეს "მერლონსი" წარმოადგენს არა მხოლოდ პროდუქციის დისტრიბუციის, არამედ ხარისხიანი მომსახურების ნიმუშს. კომპანიის მისიაა შექმნას ბრენდი, რომელიც მუდმივად განახლდება და თანამედროვე მომხმარებლის სურვილებს მაქსიმალურად უპასუხებს.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქცია და სერვისები მომხმარებლის ცხოვრებას უკეთესს ხდის", - გვეუბნება თეკლა კასრაძე. ეს არის კომპანია, რომელიც მტკიცედ დგას საკუთარ ღირებულებებზე და ყოველთვის მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.
"მერლონსის" პროდუქციამ და სერვისებმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი უზრუნველყო საქართველოში. ისეთები, როგორიცაა McDonald's-ი, Best Western Batumi, Radisson Tbilisi, იუსტიციის სახლები და ჰოსტელი "ფაბრიკა", კომპანიის პროდუქციის სანდოობას ადასტურებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თეკლა კასრაძე ამბობს, კომპანიისთვის "მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და თითოეული პროექტის საჭიროებებთან მაქსიმალურად მორგება".