Get All Access for $5/mo

MEZONE - თქვენი კომფორტის ზონა "ჩემი კომფორტის ზონა, კონფიდენციალურობა, სანდოობა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

კლინიკა MeZone ქართულ სამედიცინო სივრცეს 2018 წლიდან შეუერთდა. მისი დამფუძნებლები ნატალია გოგუაძესთან ერთად სალომე და თინა კობალაძეები არიან.

მათ მიზანს გოგონებისა და ქალბატონებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და პრივატული სივრცის შექმნა წარმოადგენდა, სადაც ისინი სრულყოფილ ინფორმაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებულ გინეკოლოგიური მომსახურების მიღებას შეძლებდნენ. კლინიკის სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: "ჩემი კომფორტის ზონა, კონფიდენციალურობა, სანდოობა".

კლინიკის ძირითად სამუშაო მიმართულებას ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგია და ონკო-გინეკოლოგია წარმოადგენს. აგრეთვე, გინეკოლოგიასთან ასოცირებული, მომიჯნავე სპეციალისტების მომსახურება: ენდოკრინოლოგი, მამოლოგი, ფსიქოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, პროქტოლოგი. ასევე, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. ეს ყველაფერი კი ასე ვთქვათ, შინაურ და არატრადიციულ კლინიკურ გარემოში ხორციელდება, რომელიც ბევრი ადამიანის შფოთსა და ღელვას გამორიცხავს.

"გინეკოლოგთან ვიზიტისას ყველა ქალს აქვს გარკვეული დისკომფორტის განცდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ადგილი, სადაც ყველა თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობდა თავს. სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ − MeZone ანუ "ჩემი ზონა", სადაც სამედიცინო დაწესებულებაში კი არა, თითქოს საკუთარ სახლში ხარ. მაღალკვალიფიციური, სანდო და გამოცდილი ადამიანების გარემოცვაში, სადაც იმდენ დროს გითმობენ, რამდენიც ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემადაა საჭირო. დღესდღეობით ქალი ძალიან დაკავებულია, ამიტომ ჩვენს კლინიკაში კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო საათების შემდეგაც, წინასწარი ჩაწერით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის განათლება და ცნობიერების ამაღლება. ჩვენს კლინიკაში მუდმივად იმართება ჯგუფური შეხვედრები გინეკოლოგებთან ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა გინეკოლოგიური ჰიგიენა, გინეკოლოგიური დაავადებების პრევენცია, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი, კონტრაცეფცია და ა.შ.", − გვიყვებიან კლინიკის დამფუძნებლები.

MeZone-ის ექიმები პაციენტების ჯანმრთელობაზე მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობით ზრუნავენ. მტკიცებულებითი მედიცინა (Evidence based) თანამედროვე, საუკეთესო და კეთილსინდისიერი გამოცდილების, მოსაზრებისა და მტკიცებულების გონივრულად გამოყენებას, პაციენტის კლინიკური შემთხვევისთვის ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად გულისხმობს.

"მარტივად რომ თქვათ, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა კვლევის საფუძველზე და დამტკიცებულია როგორც საუკეთესო პრაქტიკა. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა ამ გამოცდილებას აქტიურად იყენებს. ამასთანავე, ჩვენი კლინიკის გამორჩეულ მახასიათებელს ახალგაზრდა, მოტივირებული გინეკოლოგები წარმოადგენენ. ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას, რაც მომწიფების პერიოდში ბავშვის განათლებასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას გულისხმობს. კლინიკაში შესაძლებელია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური პრობლემის აღმოჩენა და ეფექტური მკურნალობა. ასევე უმნიშვნელოვანესია მშობლების ცნობიერების ამაღლება",− ამბობს ნატალია გოგუაძე, კლინიკის თანადამფუძნებელი.

კლინიკის გუნდი ახალგაზრდა, მოტივირებული, დასავლური განათლებისა და მიდგომების მქონე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ისინი კარგად იცნობენ თანამედროვე გაიდლაინებს და პრაქტიკაში ეფექტიანად იყენებენ.

"თითოეული ჩვენი თანამშრომელი ფლობს სხვადასხვა მანიპულაციას, როგორიცაა კოლპოსკოპია, პაპ-ტესტის აღება და ა.შ. რაც კიდევ უფრო ამაღლებს პრივატულობას და კონფიდენციალურობას, რადგან კონსულტაციისა და მანიპულაციის დროს პაციენტი მხოლოდ ერთ ადამიანთან − პროფესიონალ გინეკოლოგთან ურთიერთობს. აქ იმდენ დროს გითმობენ, რამდენიც გჭირდება. თითქოს არაფერია სტანდარტულად გაწერილი. განცდა გაქვს, რომ გივლიან და შენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. წინასწარ გესაუბრებიან ყველა მანიპულაციაზე და სიმშვიდეს განიჭებენ. MeZone არის კომფორტული სივრცე როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის. ექიმები ზრუნავენ ადრეულ დიაგნოსტიკაზე, რათა ჩვენი პაციენტები ჯანმრთელები იყვნენ. მუდმივად ვცდილობთ, რომ მათი ნდობა გავამართლოთ", − სალომე და თინა კობალაძეები.

პაციენტების ნდობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად კი გუნდი ყოველდღიურ პროფესიულ ზრდას განაგრძობს. თანამედროვე მედიცინის სწრაფ განვითარებასთან ერთად აუცილებელია წარმატებით ნაცადი სიახლეებისთვის ფეხის სწრაფად აწყობა და მათი ეფექტიანად დანერგვა. MeZone-ის გუნდის სამომავლო გეგმებს გინეკოლოგიური სერვისების ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწა და გამრავალფეროვნება წარმოადგენს, მათ შორის − გინეკოლოგიური ესთეტიკის. ამ ყველაფრით კი საქართველოში, სამედიცინო და გინეკოლოგიური მომსახურების სფეროში განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ქალთა ჯანმრთელობის მხარდაჭერის მიმართულებით კი მნიშვნელოვანი პროცესები ხორციელდება.

ამჟამად კლინიკა MeZone-ში შემდეგი სამედიცინო სერვისები შეგიძლიათ მიიღოთ:

  • კონსულტაცია
  • გინეკოლოგის კონსულტაცია ("ევროპის გინეკოლოგიის ასოციაციის" წევრი)
  • -გინეკოლოგის კონსულტაცია
  • კონსულტაცია (მამოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ფსიქოლოგი)
  • OP-C2 − Optimic − გამოსახულების გაციფრულება, დისკზე ჩაწერა, მონაცემთა ბაზაში შენახვა და დაარქივება.
  • (ექოსკოპია) Phillips Affinity 70 − მცირე მენჯის ღრუ, ფოლიკულის მონიტორინგი, სამეანო, მუცლის ღრუ, ფარისებრი ჯირკვალი, სარძევე ჯირკვალი, საშარდე სისტემა, სისხლძარღვების დოპლერი
  • კვლევები რეფერალურ ლაბორატორიაში (სისხლისა და სხვა ნიმუშების აღება და ტრანსპორტირება კლინიკა MeZone-ის მიერ ხორციელდება)
  • და მოზარდთა ვაქცინაცია "გარდასილი 4" და "გარდასილი 9 ვაქცინით"
  • გინეკოლოგიური პროცედურები: ბიოფსიის აღება, საშვილოსნოს ყელის პოლიპექტომია, კონიზაცია, კონტრაცეფცია თანამედროვე მეთოდით − იმპლანონის იმპლანტაცია მხრის ზედა მესამედში ულტრასონოგრაფიის მონიტორინგის ქვეშ, სპირალის ჩადგმა და ამოღება ულტრასონოგრაფიის კონტროლით
  • ელექტრონული ისტორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დროის ნებისმიერ მონაკვეთში მოიძებნოს სამედიცინო ჩანაწერები, გამოკვლევების შედეგები, დანიშნული მკურნალობა, შემდგომი ვიზიტის თარიღი და მიზეზი
  • განათლება − ბავშვთა და ზრდასრულთა ცნობიერების ამაღლება, ლექციები სხვადასხვა თემაზე: ბავშვთა გინეკოლოგიური ჰიგიენა, ბავშვის ცნობიერებაში ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა რეგულარული პრევენციისა და სკრინინგის მიზნით (ბავშვებისათვის მისაღებ და მათთვის პოპულარულ ენაზე)
  • მონიტორინგი
  • გინეკოლოგიური სკრინინგი (კონსულტაცია, კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი, ულტრასონოგრაფია, მამოლოგის კონსულტაცია, ენდოკრინოლოგი)
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს