Get All Access for $5/mo

Modern City - ლისი | ახალი, გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამშენებლო დეველოპერული ბაზარი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. იმისათვის, რომ ამ ტემპს არ ჩამორჩე და ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყო, მნიშვნელოვანია მოხმარებელს შესთავაზო გამორჩეული, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად მასზე მორგებული გადაწყვეტები.

სწორედ ასეთი საცხოვრებელი კომპლექსია MODERN CITY - ლისი, რომელიც გამორჩეულია როგორც ადგილმდებარეობით ისე საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციით.

დეველოპერული კომპანია "მოდერნ სითი" მრავალი წელია ოპერირებს ბაზარზე უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც თბილისში ისე მის შემოგარენში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად კომპანია წარმოგვიდგენს პროექტს რომელიც ლისის ტბიდან 500 მეტრში, ფერმწერთა ქუჩაზე, სკოლა მილენიუმთან ვითარდება.

პროექტს გაგვაცნობს კომპანიის დირექტორი ბექა თეზელაშვილი.

ფოტო: ალექსეი სეროვი, OK!

"მოდერნ სითი" ლისი ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი კომპლექსია, რომელიც შენდება ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული სამშენებლო მასალებით და 14000 კვ.მ-ზე ვითარდება.

ეს არის დახურული და დაცული უბნური სტილის საცხოვრებელი, სადაც ასევე განთავსდება:

  • კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო;
  • საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

მნიშვნელოვანია რომ "მოდერნ სითი" ლისის მობინადრეებისთვის 1.5 კმ რადიუსში ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სამომხმარებლო ობიექტი: სკოლები, უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, ღვინის მარანი, იპოდრომი და თერმული აბანოც კი.

პროექტი მიმზიდველია არა მხოლოდ საცხოვრებლად არამედ საინვესტიციოდაც, ვინაიდან უძრავი ქონების ბაზარი თბილისში და განსაკუთრებით ლისის ტბის მიმდებარედ ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენი პროექტის ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა კი იძლევა პოზიტიური პროგნოზს როგორც გასაქირავებელი ისე გასაყიდი ფასის გრძელვადიან ზრდასთან დაკავშირებით.

"მოდერნ სითი" ლისის პროექტში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პირველ მობინადრეებს 2025 წლიდან ველოდებით.

ჩვენი კომპანიის მიზანია, შევქმნათ ადამიანსა და მათ კომფორტულ ცხოვრებაზე მაქსიმალურად მორგებული, ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

12 რამ, რასაც მხოლოდ შინაგანად ძლიერი ადამიანები აკეთებენ

ადამიანთა უმრავლესობა შინაგან შიშებს გაურბის, რასაც ძლიერი ფსიქიკის მქონენი არასოდეს აკეთებენ.