Get All Access for $5/mo

"მონტემარი" - საინვესტიციო აპარტამენტი გონიოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მონტემარი"- "გუმბათი ჯგუფი"-ს გამორჩეული საინვესტიციო აპარტამენტი გონიოში.

სამშენებლო ინდუსტრიაში კომპანია "გუმბათი ჯგუფი" 1998 წლიდან აქტუალობას და აუდიტორიის უპირობო ნდობას არ კარგავს. დეველოპერული ბაზრის განვითარებასთან ერთად, ორგანიზაციამ ახალი მიმართულებით დაიწყო ზრდა. დღეს, "გუმბათი ჯგუფი" საცხოვრებელი ტიპის აპარტამენტებთან ერთად, ინვესტირების შესაძლებლობებსაც გვთავაზობს.

26 წლის მანძილზე, "გუმბათი ჯგუფმა" მთავარი აქცენტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტებზე შეაჩერა, განსაკუთრებით - ზღვისპირა რეგიონზე. კომპანიის საინვესტიციო აპარტამენტები თანამედროვე სივრცეს, ჯანსაღ გარემოს, უსაფრთხო საცხოვრებელსა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს აერთიანებს. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რომელზეც "გუმბათი ჯგუფი" ამ წუთებშიც მუშაობს, გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე არსებული "მონტემარი" გახლავთ.

რატომ გადაწყვიტეთ ბათუმიდან გასვლა და გონიოში პროექტის აშენება?

"გონიო-კვარიათში, ბოლო პერიოდში, არა ერთი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. დღეს, ეს ლოკაცია აქტუალურია და საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს. შესაბამისად, გადავწყიტეთ, მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის დაწყება. ბათუმისგან განსხვავებით, გონიო-კვარიათი ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი გამოირჩევა. ზღვისა და მთის კომბინაცია გარემოს უფრო მიმზიდველს ხდის".

"მონტემარის" სტრუქტურა

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი კომპლექსის სტრუქტურის შემუშავებისას, უახლესი სტატისტიკური მონაცემებით ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ამიტომ, დაგეგმარების პროცესში, თანამედროვე ტენდენციები და სტანდარტები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

"მონტემარი" "გუმბათი ჯგუფის" ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომლის მშენებლობაც გონიოში იწყება. პროექტი ლოკაციით და არქიტექტურით გამორჩეულია. გონიო-კვარიათი შავი ზღვის მიმზიდველი და პოპულარული კურორტია, რომელიც სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ზღვისა და მთის სინთეზი იდეალურ ერწყმის ჩვენს ახალ პროექტს.

სამი ბლოკისგან შემდგარი (A,B,C), 16 სართულიანი, სასტუმრო ტიპის პროექტი, მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელშიც სასტუმროს, აპარტოტელის და საინვესტიციო ტიპის აპარტამენტებია განთავსებული.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ სივრცეში დასვენება, ცხოვრება, გართობა და მუშაობა შეგეძლოთ. "მონტემარი" რესტორნებსა და ბარებს, სპა-ცენტრებსა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ფიტნეს კომპლექსებს გააერთიანებს. ჩვენი კომპლექსის მცხოვრებლებს, წელიწადის ნებისმიერ დროს, შეუძლიათ იცხოვრონ და დაისვენონ.

ახალი სიტყვა არქიტექტურაში

"მონტემარი" არქიტექტურით და მისი კონსტრუქციით მრავალმხრივ გამორჩეულია. პირველ რიგში, იგი ესთეტიკურ ჰარმონიაშია იმ იშვიათ ბუნებასთან, რომელიც გონიოს გააჩნია. მაღალ ოქროსფერ სვეტებზე განლაგებული შუშის მოაჯირები, ტრადიციული და თანამედროვე სტილის საუკეთესო ვერსიებს აერთიანებს.

კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი, მონტემარის შემთხვევაში, არის აივნებზე განთავსებული მინი აუზები, რასაც ქართულ არქიტექტურაში იშვიათად ვხვდებით.

რატომ უნდა შეიძინო აპარტამენტი დღეს?

პროექტის მშენებლობა 2027 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება და "მონტემარი" რეალობად იქცევა. ჩვენს აუდიტორიას საინვესტიციო აპარტამენტები სრული რემონტითა და პრემიუმ კარკასის მდგომარეობით ბარდება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აპარტამენტების შეძენაზე დღეიდან იზრუნოთ. ვინაიდან, აპარტამენტის ფასები საწყის და საბოლოო ეტაპზე განსხვავებულია. შესაბამისად, ქონების შეძენით, მშენებლობის საწყის ეტაპზე, მესაკუთრე კაპიტალის 40%-ს დაზოგავს.

მონტემარის საინვესტიციო შესაძლებლობები

გამორჩეული ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის ინოვაციური დაგეგმარების გარდა, "მონტემარი" მესაკუთრეებს, კიდევ ერთ, მნიშვნელოვან შესაძლებლობას - გაქირავების სისტემაში ჩართვას სთავაზობს. აპარტამენტების მფლობელებს თავიანთი საკუთრების აპლიკაციით მართვა შეეძლებათ, ონლაინ რეჟიმში სტატუსის შემოწმების, შემოსავლების და ხარჯების კონტროლის საშუალება ეძლევათ.

მეტიც, მმართველ კომპანიასთან შეთანხმებით, გაქირავების ყველა პირობის შესრულებაზე ვალდებულებას თავად კომპანია აიღებს, ესენია: აპარტამენტის დაზღვევა, მარაგის შევსება, სარეკლამო ხარჯი, ადამიანური რესურსის ხარჯი, სახელმწიფო გადასახადი და სხვ.

ასეთი ტიპის მრავალფაქტორიანი მიდგომა, რომელსაც "გუმბათი ჯგუფი" ნერგავს, აუდიტორიას მატერიალური რესურსის გარდა, ემოციურსაც უზოგავს.

გუმბათი ჯგუფი მონტემარზე

"გვჯერა, რომ "მონტემარი" არქიტექტურაში ახალი სიტყვაა, ურბანულ განვითარებასა და დეველოპერულ ბაზარზე, რომელიც ადამიანებს სთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ სტატიკური შენობებია. "მონტემარი" ის დინამიკაა, რომელიც თანამედროვეობას სიცოცხლეს სძენს."