Get All Access for $5/mo

"მსურს, ჩემმა სტუდენტებმა განივითარონ სამეწარმეო აზროვნება და გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისთვის სტარტაპი და ინოვაცია", - თორნიკე ცირამუა, BTU-ს მოწვეული ლექტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თორნიკე ცირამუასა და სტარტაპ "ბილიკს" Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს - მასზე ხშირად გვისაუბრია, როგორც ანტრეპრენერზე, სტარტაპ აქსელერატორების კონტრიბუტორზე, მენტორზე, ტრენერზე, თუმცა ცოტა თუ იცნობს მას, როგორც ლექტორს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), სადაც ახალგაზრდა თაობას საკუთარ მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.

როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები კარიერაში და რამ უბიძგა, გამხდარიყო მეწარმეობის ლექტორი? - ამ და სხვა კითხვებზე Entrepreneur თორნიკე ცირამუას ესაუბრა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან კომუნიკაციის კარგი უნარები გამაჩნდა და მიტაცებდა საგარეო პოლიტიკა, 2008 წელს, სოციალური მეცნიერების სკოლაში, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩავირიცხე. საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი, მონაწილეობას ვიღებდი მრავალ სტუდენტურ აქტივობებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში -ვაგროვებდი გამოცდილებასა და კონტაქტებს. პირველი პროფესიული სამსახური, 2011 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო სადაც სტაჟირებაზე ამიყვანეს. სტაჟირების დასრულების შემდეგ, მქონდა შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი როგორც სპეციალისტის პოზიციაზე, თუმცა მოგეხსენებათ, საბაკალავრო დონეზე სამსახურის და სწავლის შეთავსება რთულია და პრიორიტეტად სწავლა ავირჩიე. კარიერის საწყის ეტაპზე, არაერთ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. თითოეული ჩემი ნაბიჯი გათვლილი იყო, ერთი მთავარი მიზნისკენ, გავხმდარიყავი დიპლომატი და ვყოფილიყავი ელჩი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ან იქ, სადაც თავად ქვეყანას დავჭირდებოდი. ამ მიზნის შესასრულებად, დამოუკიდებლად, პედაგოგის გარეშე შევისწავლე სერბულ-ხორვატული, ჩემი საბაკალავრო ნაშრომი იუგოსლავიის კონფლიქტებს ეხებოდა და ჩამოვყალიბდი დასავლეთ ბალკანეთის სპეციალისტად. ვწერდი და მიკვეთავდნენ სტატიებს სხვადახვა გამოცემები. იმ პერიოდში ქვეყანაში ის იშვიათი ადამიანი ვიყავი ვინც ამ რეგიონით იყო დაინტერესებული და ენა იცოდა.

ამის შემდეგ იყო მაგისტრატურა, ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე, ერთი წლის შემდეგ კი გავემგზავრე ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში, სრული დაფინანსებით და სტიპენდიით, სადაც 2015-2016 წლებში ვისწავლე. თამამად ვიტყვი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფურცელი ჩემს ცხოვრებაში. ახალი მეგობრების გაჩენის, პროფესიოული ზრდისა და თავგადასავლების სრული ასორტიმენტი.

იქვე გავიარე სტაჟირება, საქართველოს საელჩოში ესტონეთში და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრში. შთამბეჭდავი გამოცდილება იყო, კიდევ უფრო ახლოს ვყოფილიყავი დიპლომატიურ სამსახურთან და მიმეღო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ამ ერთმა წელმა ძალიან გამზარდა, მით უფრო რომ ოჯახისგან შორს ვიყავი. ძალიან მომწონდა ის პროცესი, რომ მარტო ვლახავდი დაბრკოლებებს, თუნდაც სამზარეულოში, როდესაც რამეს ვამზადებდი და ტაფაზე კერძი დამეწვებოდა, მეორე დღეს ვასწორებდი მას, უფრო დაბალ ცეცხლზე ვწვავდი და შეცდომებზე ვსწავლობდი", - აღნიშნავს თორნიკე ცირამუა, Biliki-ს თანადამფუძნებელი, BTU-ს მიწვეული ლექტორი.

როდესაც 2019 წელს, თორნიკე საჯარო სამსახურში მუშაობდა, მისმა ძმამ გიორგიმ სტარტაპის თანადამფუძნებლობა შესთავაზა. თავდაპირველად, თორნიკე უარზე იყო, რადგან ფიქრობდა, რომ იმ პროფესიას მიატოვებდა, რომელიც ძალიან იტაცებდა. 6 თვე დასჭირდა გიორგის იმისათვის, რომ ძმა სტარტაპ ინდუსტრიაში ჩართვაზე დაეთანხმებინა. Entrepreneur-თან საუბარში თორნიკე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება იმ დროისთვის საკმაოდ რისკიანი იყო, ვინაიდან მიატოვო სტაბილური სამსახური, არც ისე მარტივია - ამ გადაწყვეტილებით კი, ფაქტობრივად, ახალ სამყაროში გადაეშვა. ახლა კი თორნიკე, ძმასთან ერთად, ორი სტარტაპის დამფუძნებელია. Biliki-ის გარდა, რომელიც – ტურისტული მარშრუტების მობილური საბაზრო სივრცეა, სადაც მომხმარებელი ქმნის და ყიდის საკუთარ ციფრულ ტურს, სულ ახლახანს ანტრეპრენერებმა ბაზარზე ახალი პროდუქტი - Biliki.AI შემოიტანეს. Biliki.AI - პერსონალიზირებული ეკო-მეგობრული მოგზაურობის პლატფორმაა, სადაც სულ რაღაც 30 წამში ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელზე მორგებულ ეკომეგობრულ მარშრუტს ქმნის.

,,2020 წლის თებერვალში, ჩავუშვით Biliki App, ტურისტული მარშრუტების საბაზრო სივრცე. უმძიმესი წელი გამოდგა, არამარტო სტარტაპისთვის ასევე ყველასთვის. 2020 წელს, უამრავი დაბრკოლება გავიარეთ. მხოლოდ ამ წელს 25 უარი მივიღეთ, მეტსაც გეტყვით დახურვასაც ვფიქრობდით, რადგან საკმარისად არ გვჯეროდა რასაც ვაკეთებდი, გამოუცდელი ანტეპრენერებისთვის ამდენი უარი საკმაოდ მტკივნეულია. თუმცა ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სამსახურის ძებნას უკავშირდება, მაინც კიდევ ერთ შანს ჩავებჯაუჭეთ. შედეგად 2020 წლის დეკემბერში, გავხდით თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო სტარტაპი. წარმოიდგინეთ რა ხდებოდა, აფეთქდა სახლი. უდიდესი ემოცია იყო, პირველ რიგში მოვიგეთ რწმენა და თავდაჯერება. რამაც ახალ საფეხურზე აგვიყვანა.

2020 წლის ოქტომბერს ხევსურეთში, ორ მოგზაურს შემოაღამდათ და სახლამდე გზას ვეღარ აგნებდნენ. ამ დროს ერთ-ერთს გაახსენდა, რომ ტელეფონში Biliki App უწერია, რაც დაეხმარა სწორ ბილიკზე დადგომაში და სახლამდე მშვიდობით მისვლაში. ეს ისტორია, ჩვენმა მომხმარებელმა ჩვენს სოციალურ ქსელში მოგვიყვა.

ეს არის მთავარი რამ რაც მხიბლავს სტარტაპში. ეხმარებოდე და უჭრიდე ადამიანებს პრობლემებს. სტარტაპი ხომ სწორედ ესაა, სწრაფად მასშტაბირებადი, რომელიც ორიენტირებულია პრობლემის ინოვაციური გზით გადაჭრაზე.

თუნდაც ერთი კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი, უდიდესი მონაპოვარია. რომელსაც შემდეგი, 10, 50, 100 კმაყოფილი მომხმარებელი მოჰყვება", - განმარტავს ანტრეპრენერი.

მრავალწლიანი, მრავალფეროვანი კარიერის კვალდაკვალ, თორნიკე ცირამუა გვიყვება, რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ლამაზი ფურცელი დაიწყო და ამ ახალ ბილიკს - BTU-ს ლექტორობა ჰქვია. თვლის, რომ დიდი სიამოვნებაა, როდესაც საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას უზიარებს და ის ფაქტი, რომ დღეს, საქართველოში სტარტაპ ინდუსტრია ვითარდება, მასში დიდი წვლილი სწორედ მეწარმეობის სწავლებას მიუძღვის.

თორნიკე ცირამუა განმარტავს, რომ თავად მეწარმეობის საგანი იძლევა თავისუფლების შესაძლებლობას იმისათვის, რომ ლექცია მაქსიმალურად გახსნილი, მოქნილი და ინტერაქციული იყოს. სტუდენტები ასრულებენ ისეთი სახის პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც ზედმიწევნით გამოხატავს რეალურ ცხოვრებაში სტარტაპის შექმნის სრულ გზას. ძირითადი ლიტერატურის გარდა, ლექტორი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხავ მასალას, სტატიას, პოდკასტსა და ვიდეოებს უზიარებს, რაც სტუდენტებს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და შემდგომში, საკუთარ სტარტაპზე მუშაობაში ეხმარებათ.

"ჩემთვის თითეული ლექცია ზეიმია. ვემზადებით სტანდარტულად, ვამზადებ ლექციას, მუდმივად ვეცნობი სიახლეებს და ტრენდებს სამეწარმეო სფეროში. ამ საგნის ხიბლი მის პრაქტიკულობაშია, დაცლილი თეორიული ნაწილისგან. სწორედ ამიტომმ ნიშნელოვანი პრაქტიკული ცოდნის და რჩევების გაზიარება, სხვადახვა გლოალბაური სტარტაპ ეკოსისტემის გამოყენებით. აქტიურად ვიყენებ linkedin-, რომელიც ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, Product Hunt-, რომელიც ტექნოლოგიური სოციალური ქსელია, სადაც ათიათასობით პროდუქტი და მილიონობით ადამიანია გაერთიანებული. Tech Crunch ერთ-ერთი საუკეთესო საინფრომ საშუალებაა ტექნოლოგიურ სფეროში. ძალიან მომწონს პოდკსასტების ყურება და Bloomberg- აქვს ძალიან კარგი ინტერვიუები გამოჩნილ მეწარმებებთან, რომელის კარგი ბუსთერია იმისათვის, რომ ლექცია უფრო საინტერესო, და გამორჩუელი გახდა.

ყოველი სემესტრის დასაწყისში, პირველ ლექციაზე სტუდენტები წერენ რა მოლოდინები აქვთ ამ კურსიდან. მიხარია, როდესაც ჩვენი აზრები ემთხვევა.

მსურს, ჩემი სტარტაპული გზა გავუზიარო. ჩემი სურვილია, რომ სტუდენტებმა განივითარონ სამეწარმეო აზროვნება, მოქნილი უნარები, გაიგონ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნის პროგრესითვის სტარტაპი და ინოვაცია", - განმარტავს BTU-ს მოწვეული ლექტორი.

წარმატებული კარიერისკენ მიმავალი გზა ყოველთვის არის რისკიანი და უამრავ გამოწვევას შეიცავს - ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩვენი რესპონდენტი ყოფილა, თუმცა ანტრეპრენერული სულისკვეთება ყოველთვის ეხმარებოდა, თითოეული წინაღობა ახალ შესაძლებლობად ექცია. თვლის, რომ გამოწვევების გადალახვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კრეატიული, უფრო კონკრეტულად კი - ბავშვური აზროვნებაა. რაც უფრო ყუთის გარეთ ფიქრობს ადამიანი, მით უფრო ეფექტურ და მოქნილ გადაწყვეტას ქმნის ამა თუ იმ პრობლემისთვის.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ესტონეთის შემდეგ სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვე, ვიფიქრე, ქვეყნისთვის ღირებულია და მალე ვიშოვიდი ჩემთვის სასურველ სამსახურს. თან ჩაციკლული ვიყავი საჯარო სამსახურზე, აქ ვხედავდი გასაღებს, რომ ჩემი პროფესიით მემუშავა. იყო თუ არა ეს სტრატეგიული შეცდომა? ალბათ კი, თუმცა არ ვნანობ რადგან მაშინ ვთლიდი რომ სწორი მიდგომა იყო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ წელიწადნახევარი ვიყავი უმუშევარი - 40-ზე მეტი განაცხადი გავაგზავნე და 20-ზე მეტ გასაუბრებაზე ვიყავი. ყოველთვის უარი იყო. იყო იმედგაუცრება, მაგრამ ყოველი იმედგაცრუების შემდეგ ჩნდებოდა ახალი შესაძლებლობა და იმედს არ ვკარგავდი. საბოლოოდ, დავიწყე მუშაობა, ერთ-ერთ სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. იქ ორი წელი ვიმუშავე, საკმაოდ აქტიური პერიოდი იყო. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან მუდმივი თანამშრომლობა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება საქართველოში, ეს იყო ის ძირითადი საქმიანობა რასაც ვაკეთებდი. მანამ სანამ, არ გამოჩნდა, სტარტაპი - Biliki App", - აცხადებს რესპონდენტი.

როგორც BTU-ს მოწვეულ ლექტორს, თორნიკე ცირამუას ხშირად აქვს შეხება ახალგაზრდა თაობასთან - ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ბიზნესითა და ტექნოლოგიებით. იმ ადამიანებს, რომლებსაც მეწარმეობის სფეროში საკუთარი თავის გამოცდა სურთ, თორნიკე ურჩევს, რომ არასდროს გაჩერდნენ და იყვნენ საკუთარი მიზნების ერთგული - თუნდაც, ეს ბავშვური ოცნებები იყოს.

"წარმატების მიღწევა ცოდნის და გამოცდილების გარეშე გამორიცხულია. როდესაც გადავეშვი სამეწარმეო ცხოვრებაში, თითქმის არაფერი ვიცოდი და 0-დან დავიწყე. სწორედ ამიტომ, დავიწყე ძალიან ბევრი ლიტერატურის კითხვა. ერთ-ერთი პირველი რაც წავიკითხე იყო - ჯიმ რონის "The Seasons of Life". ასევე ლიტერატურის გარდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვუსმენდი, რომლებიც მეხმარებოდნენ პირდაპირ თუ ირიბად მეტი გამეგო მეწარმეობის შესახებ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გახსნილები ვიყოთ, არ უნდა მოგვერიდოს ადამიანთან მისვლა და გაცნობა. მით უფრო, რომ დღეს ტექნოლოგიების ზრდის ფონზე, მსოფლიო დაპატარავდა და ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებაა შესაძლებელი.

...და ბოლოს, დაიწყეთ, გაქვთ იდეა, დაწერეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი. რაც არ უნდა მე ვილაპარაკო ან სხვამ, ყველაზე კარგ რეცეპტს ისევ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დაგვეხმარება", - აღნიშნავს ანტრეპრენერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"