Get All Access for $5/mo

მულტიკულტურული გასტრონომიული თავგადასავალი "დელმარესგან" - ახალი რესტორნის კონცეფცია და მიზნები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რესტორანი "დელმარე" რამდენიმე თვეა, რაც ბათუმში გაიხსნა - სასტუმრო Grandeur 5*-ის მე-15 სართულზე მდებარე დაწესებულებამ უკვე მოიგო ადგილობრივებისა და არსებული ვიზიტორების გული როგორც მდიდარი სამზარეულოთი, ისე ქალაქში ყველაზე ფართო ხედებით.

ადგილმდებარეობით, რესტორნიდან გადაშლილი თვალისმომჭრელი ხედითა და თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს ნაზავით რესტორნის დირექტორი ნათია გოგიძე ამბობს, რომ ყველანაირი გემოვნების სტუმრის მისაღებად მზად არიან.

დაწესებულების კონცეფცია თბილისში მოქმედმა სააგენტო "გასტრონავტმა" შექმნა, რომლის საქმიანობა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საკონსულტაციო და კრეატიულ მიმართულებებს აერთიანებს.

"სწორედ "გასტრონავტების" გუნდის დახმარებით ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო Grandeur 5*-ის მე-15 სართულზე, იქ, სადაც ცის ჰორიზონტი ზღვას ხვდება და შთამბეჭდავი ხედები იშლება შავი სანაპიროსა და ბათუმის ახალ ბულვარზე, რესტორანმა "დელმარემ" დაიდო ბინა", - გვიყვება ნათია გოგიძე.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ნათია ამბობს, რომ მათი მიზანი ბათუმის ბაზარზე სწორი პროდუქტის შექმნა და ამ ინდუსტრიაში ხარისხის აწევაა. ნათიას სჯერა, რომ დახვეწილი ინტერიერით, მულტიკულტურული გასტრონომიული გამოცდილებითა და მაღალი დონის მომსახურებით "დელმარე" top-of the mind რესტორანი სულ მალე გახდება.

ნათია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ახალი საქმიანობა მოითხოვს გაბედულობას. თუმცა "დელმარეს" გახსნა ორმაგად მეტ გამბედაობას მოითხოვდა, რადგან ბათუმში ტურისტულ სეზონამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა. გახსნის პერიოდში კი საზღვაო სეზონი ახალი დასრულებული იყო.

"ჩვენი სიმამაცე ჩვენი მიზნების შედეგია. ვინაიდან გვაქვს ამბიცია, ბათუმში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დავსახელდეთ, გვინდა ზაფხულის დატვირთულ სეზონს შესაბამისად მზად შევხვდეთ, მანამდე კი ადგილობრივებს შევაყვაროთ თავი სტაბილურად მაღალი ხარისხით და მეგობრული მომსახურებით", - ამბობს ნათია.

"დელმარეს" დირექტორი ფიქრობს, რომ გადაუჭრელი პრობლემები და გადაულახავი გამოწვევები არ არსებობს. მისი აზრით, მთავარია სწორი ადამიანების შერჩევა და მათთან ერთად მომხმარებლისთვის სწორი პროდუქტის მიწოდება - სწორედ ესაა წარმატების მათი ფორმულა.

ნათიასთვის ანტრეპრენერობა ნიშნავს, ზრუნავდე სარგებლის შექმნაზე არა მხოლოდ პირადი მიზნებით, არამედ საზოგადოებისთვისაც. მისი თქმით, ბიზნესის შექმნა, რომელიც თანაბრად ჯანსაღი იქნება თანამშრომლებისა და დამფუძნებლისთვის, ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს - ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

"შექმნა ბიზნესი, რომელიც ერთნაირად გამართული და ჯანსაღია როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ფინანსურად, დიდ სურვილს, ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს", - გვეუბნება ნათია გოგიძე.

საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის ჩამოყალიბება მისთვის მთავარი მოტივატორი და ინსპირაციის წყაროა. როგორც ნათია ამბობს, იმის გაცნობიერება, რომ "შემიძლია ჩემი წილი აგური დავდო კარგი საზოგადოების შენებაში, მთავარი მამოძრავებელი ძალაა".

"დელმარეს" უახლოეს მიზნებში შედის, ადამიანებისთვის სასურველ სამუშაო გარემოდ იქცეს. ნათიას აზრით, "სტუმარმასპინძლობის სფეროში მხოლოდ კმაყოფილ ადამიანებს შეუძლიათ სტუმარი კმაყოფილი გაუშვან".

გრძელვადიან გეგმებს რაც შეეხება - "დელმარეს" დირექტორი გეგმავს, რესტორანი ვიზიტორებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გასტრონომიულ გამოცდილებად იქცეს. მისი მიზანია, რესტორანი სტუმრებისთვის საყვარელ და მოთხოვნად ადგილად ჩამოყალიბდეს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი