Get All Access for $5/mo

Nando.ge - SMS საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან ურთიერთობას უმარტივებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტატისტიკის თანახმად, მიღებული შეტყობინებების 95% იკითხება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი მიწოდების საუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე, კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნესის მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გაზრდა სურთ, საკომუნიკაციო თუ მარკეტინგულ ხელსაწყოდ ტექსტური შეტყობინებების გამოყენება ყველაზე სასარგებლო და ხარჯთეფექტური გადაწყვეტაა.

ინფორმირებული მომხმარებელი ბიზნესის ზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Nando.ge − მოქნილი SMS-საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის მრავალფუნქციური და ამავე დროს მარტივი სამართავი პანელით მომხმარებელს თავად შეუძლია მართოს SMS-კამპანიები და გააგზავნოს ულიმიტო შეტყობინებები.

Nando-ს მიზანია, სერვისების გათანამედროვებით, SMS-კომუნიკაციის შესაძლებლობები ყველა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

"პლატფორმის შექმნის იდეა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოვიდა. როდესაც ჩვენი სხვა პროექტისთვის შეტყობინებების გაგზავნა დაგვჭირდა, ვერ ვნახეთ ისეთი მომსახურება, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს. აშკარა იყო, რომ ამ სფეროში ქაოსური მდგომარეობაა, ლოკალურად მომსახურება შემოიფარგლება მარკეტინგული დანიშნულებით არასრულყოფილ ბაზებზე მასობრივი დაგზავნით, როდესაც კომუნიკაციის თანამედროვე ხელსაწყოებით შესაძლებლობები ბევრად დიდია. გარდა ამისა, დავინახეთ სერვისების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობა, რის შემდეგ აღარც დავფიქრდი დეტალებსა და სირთულეებზე, და პირდაპირ დავიწყეთ პლატფორმაზე მუშაობა", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ალექსანდრე ქავთარაძე, Nando-ს დამფუძნებელი.

პლატფორმაზე შესაძლებელია კომუნიკაციისა და სხვა დავალებების ავტომატიზება, SMS-კამპანიების ჩატარება, მყისიერი თუ რეგულარული დაგზავნები, მომხმარებლების სტატუსის, ინტერესების ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით დაჯგუფება, გრაფიკებისა და ნიმუშების შექმნა, დეტალური სტატისტიკისა და რეპორტინგის მიღება, ონლაინ მაღაზიისა თუ პროგრამის ინტეგრაცია და სხვა. განრიგის ფუნქციის დახმარებით, შესაძლებელია SMS-ების წინასწარ გამზადება, რომელიც მითითებულ დროს ავტომატურად გაიგზავნება. დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის ხილვა კი ბიზნესს ეხმარება, გააანალიზოს და გააუმჯობესოს კამპანიების ეფექტიანობა. სასწავლო და სხვა დაწესებულებებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ისეთი სერვისები, როგორებიცაა ტრენინგებისა და სხვა აქტივობების შემახსენებელი შეტყობინებების დანერგვა, ჯავშნებისა თუ შეხვედრების შეხსენება და ცვლილების მარტივად ინფორმირების შესაძლებლობა.

მომხმარებელთა ბაზის გენერირებასა და მონაცემების შეყვანას სპეციალურად გამოყოფილი ადამიანური და დროითი რესურსი სჭირდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, კომპანიას პოტენციურ მომხმარებლებს აკარგვინებს. ამის საპასუხოდ, Nando-მ მაღაზიებისთვის გამომწერების დაგროვების უნიკალური ხელსაწყო − QR-კამპანია შეიმუშავა, რომლის მეშვეობით მომხმარებელთა ბაზის მნიშვნელოვანი ზრდა და მათი გაყიდვების დამატებით არხად გადაქცევაა შესაძლებელი.

"Nando-ს ინტერფეისი თანამედროვე და ინტუიციურია, მართვა კი საკმაოდ მარტივი. ჩვენი გუნდი და მთლიანად Nando არის მომსახურებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანია. ჩვენ ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებელთა მოთხოვნებს და მუდმივად ვამატებთ ან ვარგებთ სერვისებს კომპანიებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი SMS-კომუნიკაციის ახალ საფეხურზე აყვანასა და მომსახურების მკვეთრი გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს", − განმარტავს პლატფორმის დამფუძნებელი.

ალექსანდრეს შეხედულებით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ საქმის წარმატება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. "დაიწყე დღესვე" − არის მიდგომა, რომელიც მთელ სურათს ცვლის: როდესაც საქმეს იწყებ და მას შენს პასუხისმგებლობად აღიქვამ, წარმოქმნილ წინაღობას არ უყურებ, როგორც ხელის შემშლელ ფაქტორს, არამედ პრობლემას, რომელიც რაიმე გზით აუცილებლად უნდა გადაიჭრას. "თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს გავაკეთებთ და თუ გავრისკეთ და დავიწყეთ, ბოლომდე უნდა გავიდეთ, სხვანაირად ვერასოდეს გავიგებთ, ღირდა თუ არა საქმის წამოწყება. დანარჩენ წინააღმდეგობებს, როგორც აუცილებელ გადასალახ პროცედურებს, ისე ვუყურებდი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ დაწყება, დანარჩენი მხოლოდ პროცედურებია, რომლის გადალახვაც აუცილებელი იყო", − აღნიშნავს Nando-ს დამაარსებელი. ანტრეპრენერი კი, ალექსანდრე ქავთარაძის აზრით, არის კრეატიული ენთუზიასტი, რომელმაც დაინახა ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ეს ხედვა წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნა, რომელიც არა მხოლოდ ციფრებით, არამედ ადამიანებისთვის მოტანილი სარგებლითაც შეიძლება გაიზომოს. სწორედ ამიტომ, ინსპირაციას იღებს მაშინ, როდესაც მომხმარებლების ადრინდელი გამოცდილება მისი კომპანიის დახმარებით მცირედით მაინც გაუმჯობესდა.

რაც შეეხება Nando-ს სამომავლო განვითარებას, კომპანიის გუნდი სერვისების დახვეწასა და სიახლეების დანერგვას გეგმავს. მიაჩნიათ, რომ როგორც ერთ დროს სახლის ტელეფონებმა დაკარგეს სარგებელი, ისე შეცვლის ინტერნეტი GSM-სტანდარტს. სრულად ინტერნეტიზებულ გარემოში იხსნება გლობალურ ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა, რადგან ინტერნეტის მეშვეობით აპლიკაციებით კომუნიკაციას მოეხსნება ამჟამად არსებული ლოკალური დაბრკოლებები. სწორედ ამისთვის ემზადება Nando.ge ამ მხრივ, ალექსანდრე ქავთარაძის განმარტებით, გლობალურ ბაზარზე ჯერჯერობით დიდი ნიშაა, ამიტომ აქტიურად მუშაობენ სერვისების პერმანენტულ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რათა გლობალურ ახალ მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს