Cyber Week Sale! 50% Off All Access

Network - ახალი სამუშაო სივრცე, სადაც აკეთებ საყვარელ საქმეს, ხვდები საინტერესო ადამიანებს და გრძნობ მუდმივ მხარდაჭერას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გვსურდა, შეგვექმნა ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თავადაც მოგვინდებოდა მუშაობა" - სწორედ ამ მიზნით შეიქმნა "ნეთვორქი" - სივრცე, სადაც ქვეყნის წამყვანი სტარტაპები, პროფესიონალები, სტუდენტები და ზოგადად, საინტერესო ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ აზრებს, ცვლიან იდეებს და ქმნიან ახალ პროდუქტს. კომპანიაში მიიჩნევენ,, რომ "ნეთვორქი" არ არის მხოლოდ საერთო სამუშაო სივრცე, არამედ მუდმივი კომუნიკაცია, ურთიერთობა და ხელშეწყობაა. ეს მეორე სახლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული და საკუთარი გლობალური იდეის განხორციელებას დღეში 16-18 საათს უთმობენ.

"ნეთვორქის" სამუშაო გარემო უამრავ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის კომუნის წევრებისთვის. საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ცალკეული გამოყოფილი ოფისებით, საკლასო ტიპის ოთახებით, შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეებით და სხვ. გარდა ამისა, "ნეთვორქის" სივრცეში ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს აქვს საშუალება, გაესაუბროს დარგის პროფესიონალებს და მიიღოს კონსულტაციები მარკეტინგის, ფინანსების, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. ამასთან, "ნეთვორქში" მუდმივად ეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც წევრებს შორის იდეების გაცვლას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

"ნეთვორქის" სამუშაო გარემო ბევრ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. აქ შეგიძლიათ ისეთი სტარტაპების გაცნობა, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და აქვთ უნიკალური გამოცდილება. სისტემატური ღონისძიებების სახით, ეს ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ ისტორიას, შეცდომებს, სირთულეებსა და მათი გადალახვის გზებს.

ხშირად გვაქვს ღონისძიებები, სადაც წევრებს აქვთ საშუალება, მოსწყდნენ დამღლელ სამუშაო პროცესს, განიტვირთონ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ აზრები და დამეგობრდნენ. ვფიქრობ, ეს მათი საყვარელი ნაწილია - ამიტომ მუდმივად ვცდილობთ მათთვის სიახლეების შეთავაზებას.

ჩვენი მხრივ, ასევე ვცდილობთ, "ნეთვორქის" კომუნას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, გავუზიაროთ მათთვის საჭირო კონტაქტები და შევუქმნათ დროული შესაძლებლობები - ჩვენ ხომ "ნეთვორქი" გვქვია!", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თამუნა ბოჯგუა, "ნეთვორქის" თანადამფუძნებელი.

თავდაპირველად "ნეთვორქის" სივრცე პირადი ინვესტიციითა და ძალიან მცირე, თუმცა საოცარი გუნდის უდიდესი შრომის შედეგად შეიქმნა. კომპანიაში იხსენებენ, რომ რემონტის პერიოდში გუნდისთვის გაყიდვების კამპანიის წარმართვა და სარემონტო საქმე მათი ყოველდღიური და ერთმანეთის პარალელური საქმიანობები იყო. მზის ამოსვლასაც "ნეთვორქის" ფართში, სარემონტო მტვერში ხვდებოდნენ, თუმცა ბედნიერებას ჰგვრიდათ ის ფაქტი, რომ საკუთარ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ ასხამდნენ ხორცს. "ნეთვორქის" დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ როდესაც პროდუქტის შექმნაში თავადაც ამხელა კონტრიბუცია გაქვს ჩადებული, სხვანაირად გიყვარს, სხვანაირადაც უფრთხილდები და სხვანაირი შემართებით მიგყავს წინ. დღეს კომპანია ამაყობს ყველა იმ ადამიანით, რომელიც ყოველდღიურად მათ გვერდით დგას და ერთად წარმოადგენენ "ნეთვორქს".

"დღეს "ნეთვორქს" ვქმნით ყველა ერთად - ჩვენი გუნდი და ჩვენი წევრები. საერთო პროექტია, რომელზეც ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ. აქ ძალა მართლაც ერთობაშია. როდესაც წევრებმა აქტიურად დაიწყეს მათი საყვარელი ნივთების მოტანა და საერთო თაროების შევსება, მაშინ მივხვდით, რომ აქ თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ. ამასთან, ყოველდღე გვიზიარებენ საკუთარ წინსვლებს, გამოწვევებს და საერთო ბრეინშტორმინგის შედეგად ბევრ კარგ გადაწყვეტილებამდეც მივსულვართ. "ნეთვორქის" კომუნა ერთი დიდი გუნდია, რომელიც ყველა მხრივ აძლიერებს ერთმანეთს.

მუდამ ვთანამშრომლობთ აქსელერატორებთან, ინკუბატორებთან, ინვესტორებსა და საერთაშორისო კომპანიებთან და ვდილობთ, როგორც მედიატორებმა, განსაკუთრებული შეთავაზებები გავუკეთოთ სტარტაპებს, ხელი შევუწყოთ ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ახალი იდეების გენერირებას, ახალი პროექტების განხორციელებას. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ სულ მალე ბაზარზე გამოვა ახალი სტარტაპი, რომელიც "ნეთვორქში" ახალი კოლაბორაციით შეიქმნა. ეს სწორედ ის არის, რაც ამ სივრცეში გვინდოდა გვენახა", - განმარტავს თამუნა ბოჯგუა.

"ნეთვორქში" მიიჩნევენ, რომ სამუშაო სივრცეს არა მხოლოდ თანამშრომელთა გუნდი, არამედ თითოეული წევრიც მუდმივად ავითარებს. ისინი ერთი მთლიანობის ნაწილი არიან, რომელთაც სურთ, შექმნან ისეთი სივრცე, სადაც გაერთიანდებიან ე.წ. Visionary, შემოქმედებითი წარმოსახვის უნარით დაჯიდოებული ადამიანები და ერთმანეთის ხელშეწყობით შექმნიან რაიმე ღირებულს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადამიანთა ცხოვრებას.

აღსანიშნავია, რომ "ნეთვორქის" გუნდისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და ხელშეწყობა. გარდა ამისა, კომპანიაში ღრმად სწამთ, რომ ადამიანები, რომლებიც მასშტაბურ იდეებზე მუშაობდნენ, საკუთარ დროს არ უნდა უთმობდნენ ადმინისტრაციულ საკითხებზე ფიქრს. სწორედ ამიტომ, "ნეთვორქის" სივრცე აღჭურვილია ყველა იმ საჭირო რესურსით, რაც მნიშვნელოვანია იდეის განსახორციელებლად, მათ შორის: სტაბილური ინტერნეტით, მოხერხებული ავეჯით და გამწვანებით, რომელიც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანებს განტვირთვის საშუალებას მისცემს. "ნეთვორქში" ფუნქციონირებს ბარიც, სადაც მენიუ წევრთა საჭიროებების მიხედვითაა შერჩეული. საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებისთვის "ნეთვორქი" გამოყოფილ, ინდივიდუალურ ინტერნეტქსელსაც უზრუნველყოფს.

"გვიხარია, რომ წარმატებული კომპანიები და ადამიანები ჩვენზე აკეთებენ არჩევანს. ეს ჩვენთვის ერთგვარი ინსპირაციაა, კიდევ უფრო გავფართოვდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, გამოსცადოს ის, რაც დღეს "ნეთვორქში" ხდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მეორე კომპანია "კოლაბთან" თანამშრომლობით, უამრავი სახის კურსს ვთავაზობთ ჩვენს წევრებს - ციფრული მარკეტინგის, UI/UX-ისა თუ სხვა ინდუსტრიების მიმართულებით. გარდა ამისა, წევრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტების მენტორობაზე აგებულ ფიზიკურ კურსებს. ეს არის ერთგვარი საკონსულტაციო პლატფორმა ჩვენი წევრებისთვის, სადაც სივრციდან გაუსვლელად შეძლებენ გასაუბრებას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.

პრეცედენტი გვაქვს, რომ საუკეთესო სტუდენტების რეზიუმეებიც გაგვიზიარებია "ნეთვორქში" მომუშავე სტარტაპებისთვის და მათ დაუსაქმებიათ ისინი ჯუნიორ პოზიციებზე. ვფიქრობთ, სასწავლო აკადემია და ქოვორქინგი საინტერესო ეკოსისტემას კრავს იმისათვის, რომ სტარტაპ ინკუბატორი გავხდეთ და ინვესტორების დახმარებით, საინტერესო წამოწყებები ვაკეთოთ", - აღნიშნავს კონსტანტინე მიმინოშვილი, "ნეთვორქის" თანადამფუნებელი.

მიუხედავად იმისა, რომ "ნეთვორქი" ქართულ ბაზარზე ნახევარი წელიწადია რაც არსებობს, გაფართოების საჭიროება უკვე აქტუალურია. დღესდღეობით, "ნეთვორქის" წევრები არიან 500 Georgia-ს გამარჯვებული სტარტაპები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, სტუდენტები და სხვა. "ნეთვორქის" კომუნაში თქვენ შეხვდებით ისეთ წარმატებულ სტარტაპებს, როგორებიცაა: CARU, WEMPLER, CALEN AI .

არსებობს მზარდი მოთხოვნა დიდი გუნდების მხრიდან საერთო სამუშაო სივრცეებზე და "ნეთვორქის" გუნდს დიდი სურვილი აქვს, ამ მოთხოვნას მალევე უპასუხოს და საკუთარი ქსელი კიდევ უფრო გაზარდოს. სამომავლოდ, "ნეთვორქი" იქნება არა მხოლოდ ქოვორქინგ სივრცე, არამედ ჰაბი, რომელიც აქტიურად დაუჭერს მხარს მეწარმეებს და ამით ხელს შეუწყობს რეგიონში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას.

"ნეთვორქი" საკუთარ მეგობარ კომპანიებსა და ინდივიდებს დიდი ხანია, რაც საქართველოში რელოკაციაში ეხმარება. ხშირად ურჩევენ მათ, სად იმოგზაურონ, სად იცხოვრონ, იმუშაონ და სხვ.

"სამომავლოდ ვგეგმავთ ამ ეკოსისტემას შევმატოთ სტარტაპ ინკუბატორის და შემდეგ პრეაქსელერატორის ფუნქცია, რითიც სტარტაპებისა და იდეების ხელშეწყობის პროცესი კიდევ უფრო სისტემატიზებული და ეფექტიანი გახდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს", - აღნიშნავს კონსტანტინე მიმინოშვილი.

"ცოტა ხნის წინ ერთმა ჩვენმა წევრმა გვითხრა, რომ "ნეთვორქის" მთავარი ღირებულება არ არის ის ლამაზი დიზაინი, რომელიც გვაქვს, სკამი, მაგიდა, სწრაფი ინტერნეტი, არამედ ის გარემო და ემოციაა, რასაც ყოველდღე ჩვენთან გრძნობს.

ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო - შეგვექმნა განსაკუთრებული ემოცია, რომლითაც მოდიხარ, ხსნი ლეპტოპს, აკეთებ საყვარელ საქმეს, ისვენებ, საუბრობ, ცვლი იდეებს, ატარებ შენს ყოველდღიურობას და გრძნობ მუდმივ მხარდაჭერას", - აღნიშნავს თამარ ბოჯგუა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!