Get All Access for $5/mo

NewResume.io დაგეხმარებათ სასურველ პოზიციაზე წარმატებით დასაქმებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

NewResume.io

თანამედროვე შრომითი ბაზარი საკმაოდ გაჯერებული და კონკურენტულია − როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. მაღალი კონკურენციის ფონზე, სასურველ პოზიციაზე წარმატებით დასაქმება, კანდიდატებისგან მონდომებას და პროფესიულად მომზადებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, დასაქმების მსურველთათვის შეიქმნა ახალი კომპანია www.NewResume.io − სტარტაპი, რომელიც კანდიდატებს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn-ის პროფილის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შედგენაში დაეხმარება.

სასურველი ვაკანსიის შერჩევის ეტაპზე მნიშვნელოვანია კანდიდატებმა ეფექტურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება, რათა დამსაქმებელზე, სხვა პრეტენდენტ აპლიკანტებთან შედარებით, უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინონ. დასაქმების მსურველთა უმეტესობა, ხშირად სათანადო ყურადღებას არ უთმობს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn-ის პროფილის პროფესიულად შედგენას. არაერთი ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, რომ კანდიდატების 70%-ზე მეტი, არაპროფესიულად შედგენილი განაცხადის გამო, ვერ ახერხებს შერჩევის ეტაპის გავლას და ვერ ხვდება სასურველი ვაკანსიის გასაუბრებაზე. სწორედ ამიტომ, კვალიფიციურად შედგენილი სააპლიკაციო ფორმა, სადაც ეფექტურად არის წარმოჩენილი კანდიდატის ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად ზრდის სასურველ პოზიციაზე დასაქმების ალბათობას.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა, დააარსეს კომპანია NewResume, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს ეხმარება წარმატებით დასაქმებაში − როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn-ის პროფილის პროფესიულად გაუმჯობესების სერვისის ღირებულება მაღალია, ქართული სტარტაპი ჩვენი ბაზრისთვის მორგებულ ფასს გვთავაზობს. NewResume-ს მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლებს დაეხმარებიან გამოცდილი HR-ები, რომლებიც მიღებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, თავად:

  • გააუმჯობესებენ რეზიუმეს ვიზუალურ მხარეს და ფორმატს
  • შეადგენენ ეფექტურ და ყურადღების მისაქცევ შინაარსს
  • ეფექტურად წარმოაჩენენ კანდიდატის ცოდნას, გამოცდილებას და ძლიერ მხარეებს
  • სრულად გაწერენ საკვანძო სიტყვებს
  • რეზიუმეს გამართავენ აზრობრივად და გრამატიკულად
  • შეადგენენ ეფექტურ სამოტივაციო წერილს
  • განაახლებენ LinkedIn-ის პროფილს

ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ NewResume-ს პროფესიონალთა გუნდის მიერ, სრულიად უსასყიდლოდ, მიიღონ საკუთარი რეზიუმეს შეფასება და რეკომენდაციები ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ვიზუალური მხარე და ფორმატი; მართლწერა და გრამატიკული გამართულობა; შინაარსის ეფექტურობა და საკვანძო სიტყვების ოპტიმალურობა.

ანტრეპრენერთან საუბრისას, კომპანია NewResume-ს თანადამფუძნებელმა, გიორგი ქვლივიძემ გამოყო ის ძირითადი, საკვანძო ფაქტორები, რომლებიც სტარტაპებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უძღვის. გიორგი მოხარულია, რომ NewResume-ს კვალიფიციური და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს და მიაჩნია, რომ წარმატების მიღწევა, მოტივირებული და მონდომებული გუნდის გარეშე რთულია. ასევე ის აღნიშნავს, რომ მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა მათთვის მთავარი პრიორიტეტია და NewResume-ს გუნდი, მუდამ ცდილობს მომხმარებლების სურვილების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მათზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შექმნას.

რაც შეეხება სტარტაპის სამომავლო გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2021 წლის დასაწყისში შეუდგნენ ოპერირებას ქართულ ბაზარზე, უკვე მოახერხეს გაფართოება და ყაზახეთის ბაზარზე გასვლა, ხოლო წლის ბოლომდე გეგმავენ რეგიონის სხვა ქვეყნებში პოზიციონირებასაც.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia