Get All Access for $5/mo

ნინო გორისლავსკაიას "HR აკადემია" და მისი ანტრეპრენერული თავგადასავალი ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური განვითარება, თაობათა ცვლა, პანდემია − ბოლო რამდენიმე წელიწადში შრომის ბაზარზე მრავალნაირი ცვლილება ვიხილეთ. ნინო გორისლავსკაიას სწორედ ამ ყველაფერმა უბიძგა, დაეფუძნებინა "HR აკადემია" და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი განათლება შეეთავაზებინა დაინტერესებული მხარეებისათვის.

აკადემია სიახლეა ბაზარზე, რადგან HR-სფეროში არსებულ სხვადასხვა თემატიკაზე მრავალფეროვან ონლაინ-კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ტექნოლოგიურმა განვითარებამ არა მხოლოდ ორგანიზაცია და თანამშრომელთა ქცევა შეცვალა, არამედ განავითარა სწავლისა და სწავლების პლატფორმებიც.

"აკადემიას ჰყავს საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე პრაქტიკოსი HR-მენტორები. პროგრამები აგებულია HRCI სტანდარტის მიხედვით და პრაქტიკული ნაწილი ეყრდნობა მენტორების მრავალფეროვან პროფესიულ გამოცდილებას. ეს კი, თავის მხრივ, უნიკალურს ხდის ჩვენს კურსებს", − ამბობს ნინო.

ნინო გორისლავსკაია უკვე წელიწადია თავადაც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს. ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიზნესის დაწყება ნამდვილად მოითხოვს გაბედულებასა და სიმამაცეს, თუმცა მიაჩნია, რომ სწორი დაგეგმვითა და მენეჯმენტით რისკი მინიმუმამდე მცირდება. მისივე აზრით, მომხმარებლების მხრიდან უკუკავშირი და ინტერესი დამატებითი მოტივაციაა, აკეთოს მუდმივად მეტი და იყოს ორიენტირებული გაუმჯობესებაზე.

"ემიგრაციაში წამოსვლის დღიდანვე თითოეულ ნაბიჯს ვაანალიზებ, როგორ უნდა იმუშაოს აკადემიამ გამართულად. "თანამედროვე რეკრუტინგის" ონლაინ-კურსი იყო რიგით პირველი, რომელიც აკადემიამ ჩაატარა. რეალურად ყველა დანარჩენი კურსის გაშვება დაგეგმილი იყო 2024 წლიდან. თუმცა პირველი კურსის მსვლელობამ და მომხმარებლის ინტერესმა მოგვცა გამბედაობა და საშუალება, რიგით მეორე ონლაინ კურსი "HR მართვა" 2023 წლის დეკემბერშივე დაგვეწყო", − იხსენებს ნინო.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ნინო გორისლავსკაია ამბობს, რომ საგანმანათლებლო ბიზნესი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და კრიტიკული მნიშვნელობისაა სწავლების ხარისხის კონტროლი და შენარჩუნება.

ადამიანებს, რომლებიც ბიზნესის დაწყებას გეგმავენ, ურჩევს იქონიონ ისეთი უნარები, როგორებიცაა მოთმინება, შეუპოვრობა და შეცდომების გამოსწორების უნარი.

"ყველა ადამიანს ვეტყოდი, არ გადადონ წარმატება! თუ გაქვთ იდეები, სურვილები − აუცილებლად სცადეთ! სცადეთ რამდენიმეჯერ. განახორციელეთ მალევე! ნუ დაელოდებით განსაკუთრებულ დროს, შესაძლებლობებს, ადამიანებს, მოცემულობებს. დღევანდელი დღე არის ერთადერთი, რომელიც გათენდა გარანტირებულად და მოქმედება საჭიროა დღესვე".

ნინოსთვის ანტრეპრენერიც ხასიათდება, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება, შექმნას სიახლე, დოვლათი, კეთილდღეობა. ადამიანი, რომელიც არ რჩება ე.წ. კომფორტის ზონაში და არასდროს ნებდება.

ნინო გორისლავსკაიას ინსპირაციას, უპირველესად, საქმისადმი უზომო სიყვარული სძენს. ფიქრობს, რომ სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის გადის შედეგზე. ხოლო ის სიყვარული და ენერგია, რომელსაც მუშაობისას გავცემთ, აუცილებლად გვიბრუნდება შედეგების სახით. შრომის შედეგის დანახვა კი დამატებითი მოტივაციაა.

"HR აკადემიის" პარალელურად ვამუშავებ იდეას და გეგმას, რომელიც მოიცავს საქართველოს ბაზრისთვის კონკრეტული HR-სერვისების შეთავაზებას. აღნიშნულ პროექტებზე პრიორიტეტი იქნება აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმება", − გვიყვება ნინო გორისლავსკაია სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

"HR აკადემია" 2024 წელს ძალიან აქტიურად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. უკვე ჩატარებულმა რამდენიმე ღონისძიებამ ნინოს დაანახა, თუ რამხელა ინტერესია ქვეყანაში სფეროსადმი. ამიტომაც სურს, ბიზნესის წარმომადგენლებს, HR-სფეროში მომუშავე ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმაონ ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით.

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა