ნორვეგიის ტურიზმის მხარდასაჭერად ქართული ჯგუფის ინსპირაციით შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი ''Tilbring sommeren i Norge''

ინსპირაცია - Spend your summer in Georgia

learn more about Entrepreneur-ის გუნდი

By Entrepreneur-ის გუნდი

entrepreneur.ge

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად ნორვეგიის ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო. ტურიზმის სექტორი, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 9%-ია, მნიშვნელოვნად დაზიანდა. HORECA და ავიაციის სექტორში დასაქმებულების 80-90% უმუშევარი დარჩა.

ტურიზმის სექტორი ძირითად სარგებელს მიიღებს საერთო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტიდან. თუმცა, კონკრეტულ ინდუსტრიებზე გათვლილი დახმარების სახით, შემცირდება დღგ, 12%-დან 8%-მდე 2020 წლის ნოემბრამდე ტურიზმის სექტორისთვის.

კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის, რომლებიც სახელმწიფო შეზღუდვების შედეგად გაუქმდა, გამოთავისუფლდა $87 მლნ. კომპენსაციების სახით.

მთავრობამ მიიღო ზომები ავიაციის ინდუსტრიის დასახმარებლად. ნოემბრამდე უქმდება გადასახადები საჰაერო მგზავრზე. ადგილობრივი ფრენების მარშრუტებს კი, სადაც კომერციული ფრენები არ არის, სახელმწიფო შეისყიდის. ავიაკომპანიებს ასევე აქვთ წვდომა $580 მლნ-იან გარანტიების სქემაზე.

სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, ქართული სოციალური ჯგუფის ინსპირაციით (Spend your summer in Georgia) შეიქმნა Facebook ჯგუფი „Tilbring sommeren i Norge", რომელიც მარტის თვიდან მოყოლებული ახდენს ნორვეგიის პოპულარიზაციას, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი მიმართულება.

"ტურიზმის სტიმულირება" - EPRC-ის მიერ მოწოდებული პუბლიკაცია მოიცავს მხოლოდ იმ სტიმულირების პროექტებს, რომლებიც ქვეყნებმა მიიღეს უშუალოდ ტურიზმის სფეროს გამოწვევების საპასუხოდ COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

პუბლიკაცია დაფინანსებულია Black Sea Trust - German Marshall Fund of the United States მიერ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

სიახლეები

''ლიბერთის'' მასშტაბური ტრანსფორმაციის სათავეში

"ლიბერთი ბანკის" საოპერაციო დირექტორი თეა ლეშკაშელი, ტრანსფორმაციის პროცესსა და სხვა სიახლეებზე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

რჩევები ბავშვებს

წარმატება ველოსიპედის მართვის სწავლას ჰგავს - თუ არ დაეცი და ფეხი არ იტკინე, მართვას ისე ვერ ისწავლი!