Get All Access for $5/mo

Payze - საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი დამფუძნებლები: გეგა წურწუმია, კახა გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით გაიმართა და წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" და "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში". გარდა ამისა, სიახლე ჯილდოებსაც შეეხო და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითოეულ გამარჯვებულს მისთვის სასურველი და კომპანიისათვის საჭირო ჯილდოს არჩევა შეეძლება: ახალი ვებგვერდის, ბრენდინგის, ან საკომუნიკაციო მხარდაჭერის სახით. წელს, ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "აჭარა ჯგუფი", ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა სპა-რეზორტი "ლოპოტა". კონკურსმა გააერთიანა ის ქართული კომპანიები, რომლებმაც, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავიანთი ბიზნესის განვითარების ინოვაციური გზები მონახეს.

გაგაცნობთ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების რჩეულს Payze ნომინაციაში "საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი"

დამფუძნებლები: გეგა წურწუმია, კახა გელაშვილი

Payze ონლაინგადახდების პლატფორმაა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირისთვის, ვინც ვაჭრობს ონლაინსივრცეში. ამ ინოვაციური სტარტაპის ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს საშუალებას ონლაინგადახდები მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი ბარათით. Payze-მ და მისმა დამფუძნებლებმა − კახა გელაშვილმა და გეგა წურწუმიამ, თავიანთ მრავალრიცხოვან მონაპოვარს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც შემატეს. როგორც სტარტაპის სულისჩამდგმელები ამბობენ, Payze არის ფულის მიღების ონლაინსაშუალება, რომელიც გადახდების გაციფრულებით ბიზნესპროცესებს ამარტივებს.

მოგეხსენებათ, ელექტრონული კომერცია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბაზარზე სისტემატურად ჩნდებიან ახალ-ახალი ონლაინ სავაჭრო სივრცეები და ახალი მოთამაშეები ამ მიმართულებით. თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული მოთხოვნები და გამოწვევები გადახდების კუთხით. ისინი, როგორც წესი, სამ ძირითად პრობლემას აწყდებიან: რეგისტრაციის ხანგრძლივი პროცედურა, გადახდის სისტემის რთული ინტეგრაცია და თავიანთ ბიზნესმოდელებზე სქემების გაწერის საშუალების არარსებობა. კახამ და გეგამ სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავება დაისახეს მიზნად და შექმნეს ინოვაციური, ფინანსური ტექნოლოგიების მოწინავე პლატფორმა საქართველოში − Payze.

სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში გაეშვა, ძალიან ამბიციური მიზნით, გამხდარიყო ფულის მიღების ყველაზე ეფექტური ონლაინსაშუალება. თუმცა თანადამფუძნებლები ამ პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ამუშავებდნენ იდეას, ბიზნესმოდელს და ჩანაფიქრის განხორციელების გზებს. დღეს კი, არასრული ერთი წლის ფარგლებში, Payze-მ უკვე 250 000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, გახდა VISA-ს სტრატეგიული პარტნიორი და ამბიციური სამომავლო გეგმებით ასრულებს 2021 წელს.

"2021 წელი ძალიან გამორჩეული გამოდგა PAYZE-ისთვის. მთელი ის შრომა, რაც 2019-2020 წლებში იქნა გაღებული, ახლა მატერიალიზდა. გამოვარჩევდით, უპირველესად ამბიციური მიზნების დასახვას და შესაბამისად მათ მიღწევას, როგორიცაა პროდუქტის გაშვება საკმაოდ რთულ პირობებში, 400-მდე კომპანიის მომსახურება ამავე პერიოდში, ასევე, Y Combinator-ში მოხვედრა და შემდგომ ძალიან ძლიერი ინვესტორებისგან ფინანსების მოზიდვა", − აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი გეგა წურწუმია.

სტარტაპის დამფუძნებლები თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიხვდნენ, რომ შეეძლოთ შეემუშავებინათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ბევრ სხვა კომპანიას გადახდების მიღებაში დაეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, სტარტაპი წარმოუდგენელი ტემპით იზრდება და კვირიდან კვირამდე 25%-იან ზრდას აჩვენებს.

2021 წელს Payze-მ მონაწილეობა მიიღო 500 Startups-ის ცნობილ აქსელერაციის პროგრამაში, რომელშიც გამარჯვებულთა შორის დასახელდა და შესაძლებლობა მიეცა "სილიკონ ველიზე", მსხვილ ადგილობრივ ინვესტორებთან წარედგინა საკუთარი პროდუქტი და ახლოდან გასცნობოდა მსოფლიოს სტარტაპ-ეკოსისტემის ეპიცენტრს. ასევე Payze პირველი სტარტაპი გახდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან, რომელმაც "სილიკონ ველის" ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ YCombinator-ის ყურადღება მიიპყრო და მათ პროგრამაში ჩაერთო, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარებაა ქართული კომპანიისათვის.

როგორც Payze-ს დამფუძნებელი გეგა წურწუმია აღნიშნავს, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ-ეკოსისტემა ჯერ კიდევ დაწყებით ფაზაშია. "ჩვენ გვჯერა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაგარი სტარტაპი და გუნდი წარმოაჩენს საკუთარ თავს, ხოლო PAYZE-ის როლი ის არის, რომ მუდამ ვიყოთ ეკოსისტემის გვერდით, როგორც ფინანსური ხელსაწყო, და მათ განვითარებასა და მასშტაბირებას ხელი შევუწყოთ".

Payze საკმაოდ ამბიციურ სამომავლო მიზნებს ისახავს და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს სრულყოფილად გაიაროს ლიცენზირების ეტაპი და გაეშვას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა, უზბეკეთი და ყაზახეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და ამ მიმართულებით წამყვანი პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

ქალი ანტრეპრენერი

"გურმე" - ნინო მამულაშვილი

"ქალებმა არასოდეს უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებასა და მიზანზე."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

თქვენი დამატებითი სამუშაო ზუსტად ახლა იწყება

დახმარება ხომ არ გჭირდებათ ახალი დამატებითი სამუშაოს დაწყებაში?