პირველად საქართველოში! კერძო სახლებისა და ვილების მშენებლობა ფოლადის ქარხნული კონსტრუქციით!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დაივიწყეთ ხანგრძლივი მშენებლობა, ზედმეტი ხარჯები და ძველი სტანდარტები. საქართველოში შემოდის თანამედროვე ფოლადის კონსტრუქციის (Steel Structure) კერძო სახლები – ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
რატომ ირჩევენ ფოლადის კარკასის სახლებს?
✅ სწრაფი მშენებლობა – თქვენი სახლი მზადდება ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე ტრადიციული რკინა-ბეტონის ან ბლოკის კონსტრუქციები.
✅ უმაღლესი სიმტკიცე და გამძლეობა – ფოლადის კონსტრუქცია მდგრადია მიწისძვრის, დეფორმაციისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ.
✅ ენერგოეფექტურობა – თანამედროვე თბოიზოლაციის სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს.
✅ მეტი სივრცე და თანამედროვე დიზაინი – მსუბუქი და მტკიცე კარკასი არქიტექტორებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს თქვენი ოცნების სახლის შესაქმნელად.
✅ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო – ფოლადი გადამუშავებადი მასალაა, რაც გარემოზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
დღეს მსოფლიო აშენებს ფოლადით – საქართველო კი ამ ინოვაციას ახლა ხვდება.
თუ გსურთ თანამედროვე, ძლიერი, ენერგოეფექტური და სწრაფად აშენებადი სახლი, არჩევანი უკვე არსებობს.
ასე გამოიყურება ფოლადის კონსტრუქცია მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებამდე.
თქვენი სახლის კონსტრუქციის ყველა ელემენტი მილიმეტრული სიზუსტით ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელ ქარხანაში დამზადდება, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში Formium გახლავთ!
ფოლადი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე სამშენებლო მასალაა, დროთა განმავლობაში ფორმას არ იცვლის, ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს თავის თვისებებს და არქიტექტურული დაგეგმარების შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა.
"ქარხნულ კონსტრუქციას, რომელიც შეკვეთიდან ერთ თვეში ადგილზე იქნება, ჩვენი სამშენებლო გუნდი რკინაბეტონის მონოლითურ საძირკველს დაახვედრებს, რომელზეც რამდენიმე დღეში დამონტაჟდება შენობის კარკასი, რის შემდეგაც დაიწყება შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული მასალებით", – აცხადებენ კომპანიაში.
სტანდარტულ კომპლექტაციაში გათვალისწინებულია სრული რემონტი:
რკინაბეტონის საძირკველი, ფოლადის კონსტრუქცია, თბოიზოლაცია, გარე და შიდა მოპირკეთება, თუნუქის სახურავი, მეტალ პლასტმასის ფანჯრები, მდფ კარები, რკინის შესასვლელი კარი, ლამინატის იატაკი, ელექტროობა შტეფსელებითა და ჩამრთველებით, სანტექნიკა, დასრულებული სველი წერტილები აბაზანის აქსესუარებით.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე სახლის გეგმარება იგზავნება ქარხანაში, მზადდება დეტალური კონსტრუქციული ნახაზი და იწყება წარმოების პროცესი. პარალელურად ადგილზე მზადდება რკინაბეტონის საძირკველი, რომელზეც დამონტაჟდება ქარხნიდან ჩამოსული მზა კონსტრუქციული დეტალები.
კარკასის დამონტაჟების დასრულების შემდეგ იწყება გარე და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. სულ მშენებლობის ვადა 3-4 თვე პროექტის სირთულისა და სპეციფიკის მიხედვით.
იჩქარეთ! პირველ ათ სახლზე მოქმედებს სპეციალური ფასი – 550$ ექვივალენტი დასრულებული რემონტით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599 20 77 80