Get All Access for $5/mo

რამდენიმე ფაქტი Adobe-ის თანადამფუძნებელ ჯონ უორნოკის შესახებ უორნოკი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Adobe-ის თანადამფუძნებელი, ჯონ უორნოკი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი. უორნოკს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

"ღრმა მწუხარებით გიზიარებთ, რომ ჩვენი საყვარელი თანადამფუძნებელი ჯონ უორნოკი 82 წლის ასაკში გარდაცვალა. ჯონის ბრწყინვალებამ და ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა შეცვალეს მსოფლიო. ეს სამწუხარო დღეა Adobe-ის საზოგადოებისა და ინდუსტრიისთვის, რომლის შთაგონების წყაროც იგი ათწლეულების განმავლობაში იყო", − წერს Adobe-ის CEO, შანტანუ ნარაიენი, თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში.

1. ჯონ უორნოკი, ჩარლზ გეშკესთან ერთად Adobe-ს დამფუძნებელია

Adobe-ს დამფუძნებლებმა ერთმანეთი კომპანია Xerox-ში გაიცნეს. უორნოკი Xerox's Palo Alto Research Center-ში (PARC) მთავარი მეცნიერი გახლდათ, სადაც ინტერაქტიულ კომპიუტერულ გრაფიკულ პროექტებზე მუშაობდა. ჩარლზ გეშკე კი PARC-ის გამოსახულების მეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. "წყვილი ერთნაირი იდეალისტები და ნოვატორები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ გადაეჭრათ კომპიუტერული გრაფიკის ზოგიერთი ყველაზე მწვავე პრობლემა. იმ დროს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო კომპიუტერისთვის გლუვი, ესთეტიკურად სასიამოვნო შრიფტის ან სურათის გადაცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოსახულების პრინტერზე გაგზავნაზე. ორმა მეცნიერმა საბოლოოდ შეიმუშავა InterPress ბეჭდვის პროტოკოლი, რომელიც კომპიუტერებსა და პრინტერებს კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა", ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში.

დუეტის არაერთი მცდელობა, დაერწმუნებინათ Xerox-ის ხელმძღვანელები, რომ მათ მიერ შემუშავებულ სისტემას დიდი მომავალი ექნებოდა, ამაო აღმოჩნდა. კომპანიისა და თანამშრომლების იდეები შექმნილ პროდუქტთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა. "მათ [Xerox-მა] გადაწყვიტეს, რომ არ აპირებდნენ იმის მიღებას, რაზეც ჩვენ ვიმუშავეთ, [და] ისინი არ აპირებდნენ ამის შესახებ მსოფლიოსთვის ეცნოთ", − იხსენებს ჯონ უორნოკი, − "ჩვენ გვეგონა, რომ ეს სიგიჟე იყო".

სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტეს უორნოკმა და გეშკემ კომპანიის დაარსება და 1982 წელს Adobe შექმნეს. მათი პირველი ტექნოლოგიური მიღწევა PostScript იყო, რომელიც იმ მომენტისთვის ინოვაციური ტექნოლოგია გახლდათ. როგორც ცნობილია, Adobe's PostScript-მდე ბეჭდვა და გამოცემა მხოლოდ იმ კომპანიების საკუთრება იყო, რომლებსაც ძვირადღირებული სტამბების შეძენა შეეძლოთ, თუმცა Adobe-ის ახალმა ქმნილებამ სრულად შეცვალა ვითარება.

"ჯონმა და ჩაკმა Adobe 1982 წელს PostScript-ით დააარსეს, რამაც "დესკტოპის გამომცემლობის" რევოლუცია გამოიწვია. მისმა ხედვამ და გატაცებამ Adobe-ს საშუალება მისცა ეწარმოებინა ინოვაციური სიახლეები, როგორიცაა Illustrator, ყველგან გავრცელებული PDF-ფაილის ფორმატი, Acrobat, Photoshop და Premiere Pro; განსაზღვრეს დესკტოპის ერა, მილიონობით ადამიანისთვის შესაძლებლობები და კრეატიულობა გააღვივეს", − წერს Adobe CEO, შანტანუ ნარაიენი, თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში.

უორნოკი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2000 წლამდე იკავებდა, შემდეგ გეშკესთან ერთად საბჭოს თავმჯდომარე იყო 2017 წლამდე, მას მერე კი მხოლოდ დირექტორთა საბჭოს წევრობით შემოიფარგლებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემთვის იყო მისაბაძი მაგალითი და მენტორი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რაკი მას მეგობრად მივიჩნევდი", − ამბობს შანტანუ ნარაიენი.

2. ჯონ უორნოკი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

არაერთი ტექნიკური მიღწევის აღიარების მიზნით, ჯონ უორნოკს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა, მათ შორის, ეროვნული მედალი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადასცა; კომპიუტერული მეწარმის ჯილდო IEEE კომპიუტერული საზოგადოებისგან; ამერიკის ელექტრონიკის ასოციაციის მიღწევების მედალი და მარკონის პრიზი ინფორმაციულ მეცნიერებასა და კომუნიკაციებში შეტანილი წვლილისთვის.

3. იგი საშუალო სკოლაში არცთუ კარგი იყო მათემატიკაში

უორნოკი რამდენიმე ხარისხს ფლობდა იუტას უნივერსიტეტში, მათ შორის, დოქტორის ხარისხს ელექტროინჟინერიაში კომპიუტერული მეცნიერებისთვის, მაგისტრის ხარისხს მათემატიკაში და ბაკალავრის ხარისხს მათემატიკასა და ფილოსოფიაში.

საშუალო სკოლაში მრჩეველმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა შანსი წარმატებული ინჟინერი ყოფილიყო, რადგან მათემატიკა უჭირდა და მეცხრე კლასის ალგებრაშიც ჩაიჭრა. თუმცა, როგორ უორნოკი იხსენებს, უმაღლეს სკოლაში საოცარი მასწავლებელი ჰყავდა, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ყველაფერი და მათემატიკა შეაყვარა. სწორედ მას შემდეგ იწყება უორნოკის საოცარი გზა ამ სფეროში, რამაც საბოლოოდ Adobe-ს შექმნამდე მიიყვანა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული