Get All Access for $5/mo

რას მიირთმევენ მილიარდერები როგორი კვებითი ჩვევები გაქვთ უორენ ბაფეტთან, ილონ მასკთან და ბილ გეიტსთან შედარებით?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილიარდერებს ჩვენც ვგავართ და ერთ-ერთი მსგავსება, შესაძლოა არაჯანსაღი საკვების სიყვარული იყოს − იქნება ეს მარცვლეულის ფანტელის საუზმე შუაღამისას, თუ წასახემსებლად McDonald's-ში შერბენა.

მართალია, მილიარდერის ცხოვრება გარედან უზომოდ მომხიბვლელი ჩანს (კერძო თვითმფრინავები, სასახლეები მთელ მსოფლიოში, "მიშლენის" ვარსკვლავის მქონე რესტორნები) მაგრამ მათი ცხოვრების გარკვეულმა ასპექტებმა შესაძლოა უზომოდ გაგაოცოთ. მაგალითისთვის თუნდაც ის კმარა, რომ უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი − მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი, McDonald's-ის ბურგერებს ამჯობინებს უმაღლესი კლასის სამზარეულოს.

უფრო მეტად გაოცდებით, თუკი ამ ექვსი მილიარდერის საყვარელი საჭმელების შესახებ შეიტყობთ:

ჯეფ ბეზოსი

როგორც ცნობილია, Amazon-ის დამფუძნებელი ყოველთვის პოულობს დროს ჯანსაღი საუზმისათვის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი მენიუ ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი. ამბობენ, რომ ბეზოსმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ხმელთაშუა ზღვის რვაფეხა მოითხოვა კარტოფილით, ბეკონით, მწვანე ნივრის იოგურტით და კვერცხი-პაშოტით. სანამ ბეზოსი თავის სარაკეტო ხომალდ New Shepard-ით კოსმოსში გაფრინდებოდა, ჟურნალისტებთან ხუმრობდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ლათინურამერიკული ტრადიციული კერძი − ბრინჯი ქათმით (Arroz con Pollo) რომელიც ბეზოსის ლანგარზე იყო მოთავსებული, შესაძლოა მისი ბოლო ტრაპეზი ყოფილიყო.

მას ასევე დაგემოვნებული აქვს ეგზოტიკური იგუანა.

სარა ბლეიკლი

ამ მილიარდერმა კომპანია Spanx დააფუძნა და მიმდინარე წლის ოქტომბერში კომპანიის წილების უმეტესი ნაწილი Blackstone-ს მიჰყიდა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ის საკმაოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია. მაგალითად, ყოველ დილას სმუზით იწყებს, რომელიც მის ქმარს "საზიზღრობად" მიაჩნია. მასში შედის "გაყინული ველური მოცვი, რამდენიმე ალუბალი, კომბოსტო, ფინიკი, დარიჩინი, ისპანახი, ქინძი, ახალი პიტნა, ლიმონი, წყალი, ყინული, ჩია და ნიგოზი".

ბლეიკლი ამ სმუზის მწვანე ჩაისთან ერთად მიირთმევს, რომელსაც ადგილობრივ თაფლთან და კეშიუს რძესთან ერთად სვამს. მაგრამ მისი ყველა საუზმე ასეთი გემრიელი არ გახლავთ. ბლეიკლიმ The Strategist-ს განუცხადა, რომ საკუთარი რიტუალი ფრენის წინ ყველის კრეკერების დიდი პაკეტის − Cheez-Its-ის ყიდვაა: "Cheez-Its-ს სხვა დროს არასდროს მივირთმევ, მაგრამ ბევრს დავფრინავ და ამიტომ უამრავი Cheez-Its გამოდის".

უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტი "ომაჰელი წინასწარმეტყველის" მეტსახელით არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის კვებით ჩვევებზე კი მრავალი სტატიაა გამოქვეყნებული და ეს გასაკვირი სულაც არ არის. 91 წლის Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თავმჯდომარეს არაჯანსაღი საკვები უყვარს − უპირატესობას ჰამბურგერებს, ჰოთ-დოგს, ალუბლის კოლას და McDonald's-ის მაღალი კლასის სამზარეულოს ნებისმიერ პროდუქტს ანიჭებს.

ის ბოსტნეულს საერთოდ ვერ იტანს და 2010 წელს CNBC-თან განაცხადა: "ვინმემ რომ მითხრას, ერთი წლით მეტხანს იცოცხლებ, თუ ამ წუთიდან ყოველდღე ბროკოლისა და სატაცურის გარდა არაფერს შეჭამო... ასეთი სიცოცხლე მეტისმეტად გრძელი მომეჩვენება. მე უწინდებურად ყველის ორცხობილას (Cheetos) შევჭამ და კოკა-კოლას მივაყოლებ".

ილ გეიტსი

უორენ ბაფეტის მსგავსად, ვერც Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი უძლებს McDonald's-ის ოქროს თაღების სირენების მოწოდებას. გეიტსის ფონდის მმართველ დირექტორ ჯო სერელის თქმით, "თუ ლანჩის დროს ბილთან მოხვდებით, აუცილებლად ბურგერებით გაგიმასპინძლდებიან. ვიღაცას ყოველთვის გააგზავნიან McDonald's-ის პაკეტების შემოსატანად. ეჭვი მეპარება, მისთვის მელინდას ოდესმე მიეცა ამ საკვების შინ მიტანის უფლება". ამასთან ერთად, გეიტსი In-N-Out და სიეტლის ქსელ Dick's Drive-In-ის ბურგერების მოყვარულიცაა. მისი საყვარელი სასმელი ბაფეტის მსგავსად, დიეტური "კოლაა".

ილონ მასკი

ეს მილიარდერი იმითაა ცნობილი, რომ ყველას ღიად უზიარებს თავის აზრებს საკვების შესახებ − ზოგჯერ Reddit-ში და ზოგჯერ Twitter-ში. მათ შორის იმაზეც წერს, რომ ყველაზე მეტად ფრანგული სამზარეულო უყვარს. მისი საყვარელი კერძი ბარბექიუა, მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი − ვისკი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მასკის საუზმეული ნაკლებად საინტერესოა. მისი ქონება დაახლოებით $300 მილიარდია და ამის მიუხედავად, როგორც მასკის "თვითი" იუწყება, მისი შუაღამის საყვარელი საჭმელი დარიჩინის ხრაშუნა ტოსტებია.

ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი მილიარდერი და ცხოვრების სტილის გურუა. მას ჩვევად აქვს საყვარელი საუზმის (და პროდუქტების) ყოველწლიურ სიაში გაზიარება, სახელად ოპრას საყვარელი პროდუქტები, და ამ მხრივ, არც 2021 წელია გამონაკლისი. უინფრი წლების განმავლობაში საუბრობს კვების პროდუქტების მწარმოებელ მცირე კომპანიებზე, რომელთა პროდუქტებითაც სიამოვნებით სარგებლობს. სულ ახლახან კი ჩრდილოეთ კაროლინელმა მცხობელმა, ტონია კონსილმა გამოიჩინა თავი. Trailblazer Media-მა კონსილის ხრაშუნა ორცხობილა პეკანის კაკლით განსაკუთრებით გემრიელ ტკბილეულად გამოაცხადა.

Jessica Thomas

Entrepreneur Staff

Senior Digital Content Director

Jessica Thomas is the senior digital content director at Entrepreneur. Prior to this role, she spent nearly five years on staff at Worth magazine and was a staff writer for Bustle. 
Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო