Get All Access for $5/mo

Rem.Bow Events - თქვენი დაუვიწყარი წვეულებისთვის გაიცანით Rem.Bow Events - კომპანია ადამიანებისათვის ბედნიერების მინიჭების მისიით!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ივენთმენეჯმენტი, იგივე ღონისძიებების ორგანიზება, მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ დიდი მოთხოვნის მქონე და მზარდ სერვისინდუსტრიას წარმოადგენს. ამასთანავე, სერვისის სპეციფიკა საქმისადმი კომპლექსურ მიდგომასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აღნიშნული მიმართულება საქართველოშიც სწრაფი ტემპით ვითარდება. სულ უფრო მეტ ადამიანსა და ორგანიზაციას უჩნდება სურვილი, პირადი თუ ორგანიზაციული ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები პროფესიონალებს ანდოს. საკუთარ თავს, სტუმრებსა და თანამშრომლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქოს.

სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებს საკუთარ დამკვეთებსა და უამრავ ადამიანს საქართველოში დაფუძნებული კომპანია Rem.Bow Events, რომელმაც დაარსების დღიდან საკუთარ მისიად და უმთავრეს მიზნად ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება დაისახა. კომპანიის, მისი დამფუძნებლის − ლევან მდინარაძის, და გუნდის თითოეული წევრის მუდმივი ძალისხმევა კი სწორედ ამ ბედნიერების შექმნაზეა ფოკუსირებული.

თავად ლევან მდინარაძე ამ სფეროში მუსიკალური ინდუსტრიის გავლით და პარალელურად მოხვდა. DJ-ის რანგში სცენაზე დგომის მრავალწლიანი გამოცდილების, გართობის ინდუსტრიის საფუძვლიანად შესწავლისა და უამრავი გამოწვევის გადალახვის შემდეგ, აქტიურ მუსიკალურ საქმიანობასთან ერთად, დღეს DJ REMBO უკვე შემდგარი კომპანიის მმართველია.

Rem.Bow Events სწორედ ხანგრძლივ გამოცდილებაზე შექმნილი კომპანიაა, რომელიც რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს, თუმცა უკვე შთამბეჭდავი რაოდენობისა და მასშტაბის ღონისძიებათა ორგანიზება შეძლო. კომპანიის ბალანსზე 350-ზე მეტი ივენთია. მათ შორის ერთ-ერთი მათგანის ბიუჯეტი ნახევარ მილიონსაც კი გაუთანაბრდა.

Rem.Bow Events სერვისის მრავალფეროვნებითა და თითოეული ღონისძიებისადმი ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. კორპორაციული მომსახურების გარდა, ის სრულყოფილ ლოგისტიკურ სერვისსაც ფლობს. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ ინდივიდუალურ და კონცეფციურ მიდგომაში მდგომარეობს, რომელსაც იგი თითოეული დამკვეთის, ორგანიზაციის მიმართ იჩენს. აქ არ არსებობს ერთი სტანდარტი ან სტანდარტული მიდგომა, ამიტომაც ყველა ღონისძიება განსხვავებული და დაუვიწყარია, თითოეულ დამკვეთთან უშუალო, მჭიდრო კომუნიკაციით თანამშრომლობა კი ორმხრივად სასიამოვნო და ნაყოფიერი.

"ჩვენ ვზრდით ნდობას ივენთკომპანიების მიმართ, რაც საქართველოში ამ ინდუსტრიისა და ბაზრის განვითარების პირდაპირპროპორციულია", − გვეუბნება ლევან მდინარაძე,

კომპანიის დამფუძნებელმა საკუთარი გუნდი იმ ადამიანებით დააკომპლექტა, რომელთაც სხვისთვის ბედნიერებისა და კმაყოფილების მინიჭების დიდი მოტივაცია აქვთ. გუნდის მიერ ორგანიზებული თითოეული ღონისძიება, ლოიალურ დამკვეთთა მზარდი რიცხვი, დადებითი უკუკავშირები და ღონისძიებებზე ერთიორად გაზრდილი მოთხოვნები ამის კარგი დასტურია. Rem.Bow events ადამიანებს ნამდვილ ზეიმს აზიარებს.

კლიენტთა კმაყოფილება და კომპანიის წარმატება რომ მოტივირებული თანამშრომლების ხაზზე გადის, ლევან მდინარაძე ამას კარგად იაზრებს. ამიტომ გუნდის შეკვრას, მათთვის მუდმივი მოტივაციის მიცემასა და თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვას, კომპანიაში სათანადო ყურადღება ექცევა. ასევე, მნიშვნელოვანი ორიენტირი ახალი ტალანტების აღმოჩენასა და ორგანიზაციაში მათ ზრდაზეა მიმართული. კომპანია კორპორაციული კულტურის განვითარებაზე ამ კუთხითაც აქტიურად ზრუნავს.

საკუთრივ კომპანიაზე ზრუნვის გარდა კი Rem.Bow Events ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარებისთვისაც არ ზოგავს ენერგიას. ლევან მდინარაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ამ სფეროს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც კოლეგიალურ მხარდაჭერასა და სფეროში მომუშავე ადამიანების ერთიანობაში ხედავს. ამიტომაც Rem.Bow Events ხშირად პროფესიული "ნეთვორქინგ" ღონისძიებების მასპინძელიცაა, რომელიც სფეროს პროფესიონალების გაცნობას, დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მათ კი, ვინც ამ დინამიკურ, საინტერესო და მრავალფეროვანი ემოციებით დამუხტულ სამყაროში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ლევან მდინარაძე საკუთარ თავსა და სურვილებში კარგად გაცნობიერებას ურჩევს: "უპირველესად, აუცილებელია ადამიანმა თავის სფეროსა და საყვარელ საქმეს სწორად მიაგნოს. თუ არა დიდი სიყვარული საქმისადმი, სხვაგვარად ნაყოფიერი და წარმატებული ვერ იქნება. წარმატებისთვის კი ყოველდღიურ სისტემატურ შრომასთან ერთად, დიდი ნებისყოფის გამოჩენაა საჭირო. თანამედროვე კონკურენტულ ბაზარზე ასევე უმნიშვნელოვანესია შენი ნიშისა და ხელწერის შემუშავება, რაც ყველასგან განგასხვავებს და საკუთარ გამორჩეულ ადგილს დაგიმკვიდრებს ბაზარზე".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია