როგორ აყალიბებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია საქართველოს IT სექტორის განვითარების სტრატეგიას? ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესს, განათლების სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ქვეყნის ციფრული განვითარების მხარდასაჭერად აერთიანებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომლის განვითარება გავლენას ახდენს ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე. საქართველოში IT სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა მისი მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა მოითხოვს ეფექტიან თანამშრომლობას ბიზნესსექტორს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და საჯარო უწყებებს შორის. სწორედ ამ მიზნით, 2017 წელს შეიქმნა ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია საქართველო (ITAG), რომლის მიზანია საერთო ინტერესების გარშემო გააერთიანოს IT სექტორში არსებული ბიზნესები და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების გარემოს გაუმჯობესებას. ასოციაციის ხედვით, მომავალ 5-10-წლიან პერსპექტივაში IT სექტორი გახდება საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც წლიურად 30-დან 40 მილიარდამდე შემოსავალს მოუტანს.
"ასოციაციაში "კვალიფიკაცია" არ ნიშნავს სწავლის შედეგებს, არც სერტიფიკატებსა და განვლილ ტრენინგებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ "კვალიფიკაციის" სპეციფიკური განმარტებით, რაც მოიაზრებს შემდეგს: კვალიფიკაცია ნიშნავს - სამუშაოს აღწერით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თორნიკე თოხაძე, ITAG-ის დამფუძნებელი და დირექტორი, - მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სექტორის წარმატებაში არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი, რომლის მომზადება და მუდმივი გადამზადება არის გადამწყვეტი სექტორის გრძელვადიანი მდგრადობისთვის. უკვე მერვე წელია, IT ასოციაცია აქტიურად არის ჩართული ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების პროექტებში. მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესთან და, რაც მთავარია, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან უნივერსიტეტები, აკადემიები და ტრენინგცენტრები".
2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში ITAG-მა განახორციელა დუალური განათლების პირველი საპილოტე პროექტი IT სექტორში, რაც ძალიან დიდი სიახლე იყო ქართული რეალობისთვის. პროექტის მთავარი ტექნიკური მხარდამჭერი იყო გერმანიის მთავრობის წარმომადგენლობა საქართველოში (GIZ).
"დუალური განათლების მთავარი ხიბლია ერთდროულად სწავლაც და მუშაობაც, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის. პროექტის შედეგად მივიღეთ 100-მდე დასაქმებული ადამიანი, რომელიც წამყვან ორგანიზაციებში მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმდა. პროექტში ჩართული იყო 4 პროფესიული სასწავლებელი და 20-ზე მეტი დამსაქმებელი", - განმარტავს ასოციაციის დამფუძნებელი.
2023 წლიდან ასოციაციამ წამოიწყო და პერმანენტულად ახორციელებს უნარების დეფიციტის კვლევებს IT სექტორში. კვლევაში ჩართულია 300-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, საიდანაც ხდება საჭიროებების კვლევა და ანალიზი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში იქმნება დიდი მონაცემების ბაზა, რომლის საფუძველზეც მაქსიმალური სიზუსტით ვაყალიბებთ, დასაქმების რომელ პოზიციებზე რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესის მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ხდება ბაზარზე მოთხოვნადი კურსების შემუშავება, რაც ეხმარება ბიზნესს კვალიფიციური ინტელექტუალური კაპიტალის შექმნა-განვითარებაში.
ITAG სთავაზობს მრავალმხრივ წევრობას, რომელიც მოიცავს ასოცირებულ, სრულ და ძირითად წევრებს. ასოცირებული წევრები ძირითადად იყენებენ ასოციაციას საინფორმაციო რესურსებისთვის, ხოლო სრულ წევრებს აქვთ აქტიური მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობაში და სარგებლობენ სხვადასხვა სერვისით. რაც შეეხება ძირითად, ე.წ. Core წევრებს, ისინი მონაწილეობენ დირექტორთა საბჭოს ფორმირებასა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ტექნოლოგიურ კომპანიათა გაერთიანებას და სექტორის განვითარებას საერთო ძალისხმევით.
ITAG უზრუნველყოფს წევრებისთვის მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის ბიზნესპროფილებისა და პროდუქტის ე.წ. პრომოუშენს სპეციალურ პლატფორმებზე, წევრთა ინტერესების ადვოკატირებას სახელმწიფო სტრუქტურებთან, კომიტეტურ მუშაობას კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე უნიკალურ საკონსულტაციო პლატფორმას One Stop Service Center-ში, რომელიც ეხმარება წევრებს სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირების პროცესებში.
Logica Group-ის გამოცდილება ცხადყოფს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ მაშინ იძენს რეალურ მნიშვნელობას, როცა ის ემსახურება ადამიანს და ეხმარება მას განვითარების გზაზე. ამ ხედვის საფუძველზე შექმნილი ეკოსისტემა – Skyhi-ს ჰუმანური IT პარტნიორობიდან დაწყებული, Accelera-ს მომავლის პროფესიონალების აღზრდით, UNIT.store-ის ინოვაციური სერვისებითა და Xperience-ის მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიებით გაგრძელებული – ქმნის სივრცეს, სადაც ტექნოლოგია ხელშესახები, გასაგები და მოგებიანია ყველასთვის. Logica Group ამტკიცებს, რომ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი არის ხედვა, რომელიც ადამიანურ ღირებულებებს პირველ ადგილზე აყენებს. სწორედ ეს ხედვა აყალიბებს კომპანიას არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიურ ლიდერს, არამედ როგორც ინდუსტრიის გარდამტეხ მოთამაშეს, რომელიც ციფრულ მომავალს ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს, უსაფრთხოს და შინაარსიანს ხდის.
Logica Group არ არის უბრალოდ ბიზნესების ერთობა - ის არის ციფრული სამყაროსადმი სისტემური ხედვა, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანის საჭიროებებზე მორგებული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფის ძალა მის მრავალფეროვნებაშია - არა როგორც კომპანიის ერთობლიობაში, არამედ როგორც იდეის გარშემო გაერთიანებულ მძლავრ სტრუქტურაში, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მთლიანობაში, სისტემურად უყურებს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა ბიზნესერთეული გარკვეული მიმართულების ექსპერტიზას ფლობს და საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით ქმნის სინერგიას, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.
ამ ქსელის მთავარი ძალა მისი ყოვლისმომცველობაში მდგომარეობს - ბიზნესის უნიკალური მოთხოვნები, იქნება ეს სტაბილური IT ინფრასტრუქტურა, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, სწრაფად მორგებადი ციფრული პროდუქტები, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები თუ ღრმა მონაცემთა ანალიტიკა, ერთიან პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოადგენს სისტემურად ორგანიზებულ გარემოს, სადაც ტექნოლოგიური იდეა მკაფიოდ დაგეგმილი პროცესის მიხედვით სრულდება, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჯგუფის კომპანიები სინერგიულად იყენებენ ერთმანეთის ექსპერტიზას, რათა ნებისმიერ გამოწვევას მოუძებნონ კონკრეტული, ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტა.
ITAG-თან ერთად, Logica Group მოიცავს განსხვავებული კომპეტენციის ისეთ ბიზნეს ერთეულებს, როგორიც არის: Skyhi-ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის, Accelera - IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა, UNIT - ყველა ძირითადი ციფრული პროდუქტი და IT სერვისი ერთ სივრცეში, Xperience - კვლევები და განვითარება,