Get All Access for $5/mo

Ronar Geo - ბიოპრეპარატები ქართულ სოფლის მეურნეობაში პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისა და ცხოველებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Ronar Geo

საქართველოში აგრარული ინდუსტრია და მიწათმოქმედების ტრადიცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაერთ ათასწლეულს ითვლის. ჩვენთვის მიწის დამუშავება და კულტურულ მცენარეებთან მუშაობა ისტორიულად იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი იყო, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ფერმერების მხრიდან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ქიმიკატების გამოყენების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა და ბაზარზე ბიო-პრეპარატების დანერგვის საჭიროებამ იჩინა თავი.

სწორედ ამ მიმართულების გასავითარებლად და ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ევროპულ-ამერიკული გამოცდილების შემოსატანად, 2018 წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანია Ronar Geo გამოჩნდა. ეს კომპანია უკვე 10 წელზე მეტია, რაც აქტიურად ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჰოლანდია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. Ronar Geo წარმოადგენს ცნობილ აგრობრენდებს, თანამშრომლობს ჰოლანდიურ კომპანია Intracare-თან, ამერიკულ Ralco-სთან და ამ მიმართულების სხვა წონად მოთამაშეებთან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია საქართველოში ბიოპრეპარატების დანერგვა და სხვადასხვა მომწამლავი პროდუქციის ჩანაცვლება.

ბიოპრეპარატები ჩვენს რეგიონში ნაკლებადაა გავრცელებული და შესაბამისად, ამ სფეროში ადგილობრივი ფერმერების ცნობიერება საკმაოდ დაბალია. Ronar Geo-მ, შემოსვლის დღიდან, უპირველეს ყოვლისა ფერმერთათვის შიშისა და უნდობლობის აღმოფხვრაზე დაიწყო ზრუნვა და უკვე მესამე წელია, აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

"ყოველი სეზონის დასაწყისამდე, დავდივართ საქართველოს კუთხეებში, ვირჩევთ კულტურებს და თუ ფერმერისგან მოდის დაინტერესება პროდუქტის მიმართ, ვატარებთ ცდას. პირობითად იყოფა მიწის ნაკვეთი, ფერმერს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩვენი პროდუქცია, სეზონის განმავლობაში იგი ერთ მხარეს ძველი მეთოდით ამუშავებს, ხოლო მეორეს − ამერიკული კომპანია Ralco-ს "ჯენერეიტით", სეზონის ბოლოს კი, მოსავალს ერთად ვიღებთ და საკონტროლო მხარეების პროდუქტიულობას ვადარებთ ერთმანეთს. თუ ფერმერი შედეგით კმაყოფილია, მასთან სამომავლო თანამშრომლობას ვაგრძელებთ, რაც ორივე მხარისთვის თანაბრად მომგებიანია", − განაცხადა Entrepreneur-თან საუბრისას კომპანია Ronar Geo-ს გაყიდვების მენეჯერმა მეგი დემურაშვილმა.როგორც უკვე ვახსენეთ, Ronar Geo რამდენიმე ცნობილ უცხოურ მწარმოებელთან თანამშრომლობს. ერთ-ერთი მათგანია ამერიკული ბრენდი Ralco, რომელიც ნივთიერება კობალტზე დამზადებულ პროდუქტს − "ჯენერეიტს" აწარმოებს. მეტი სიცხადისათვის, ესაა ბუნებრივ ელემენტებზე დამზადებული პრეპარატი, რომელიც ნიადაგში უკვე არსებულ საკვებ ნივთიერებებს ააქტიურებს და შესაბამისად, მცენარე, ფესვების საშუალებით, გაცილებით მეტ სასარგებლო მინერალს შეიწოვს. შედეგად, ფერმერი ჯანსაღ ნიადაგს იღებს, რაც თავის მხრივ, მცენარის სიჯანსაღესა და მეტ მოსავლიანობაზე აისახება.

მცენარის საკვები პროდუქტების გარდა, აღსანიშნავია დაცვის საშუალებებიც, რომლებიც პათოგენური ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, პარაზიტებისგან, გვალვისგან და სიცივისგან დაცვასაც კი უზრუნველყოფს. ამ პრეპარატს, სახელად "ინტრა ეკოშილდი", ჰოლანდიური კომპანია Intracare აწარმოებს, რომელთა წარმომადგენელიცაა Ronar Geo. იგი აგრეთვე ბუნებრივ ელემენტ სილიციუმზეა დაფუძნებული, რაც მცენარის გარშემო ერთგვარი დამცავი ფენის (ფარის) შექმნას განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ Ronar Geo ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, საკუთარ მომხმარებელს უნივერსალურ სადეზინფექციო საშუალებებსაც სთავაზობს, რომელსაც კომპანიის პარტნიორი ბრენდი − Intracare აწარმოებს. "ინტრა ჰაიდროქეარი" დამზადებულია წყალბადის ზეჟანგისა და ვერცხლის ქელატის ბაზაზე. ეს სადეზინფექციო საშუალება უნივერსალური დანიშნულებისაა და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, სასტუმროებსა და კლინიკებშიც კი გამოიყენება.

Ronar Geo მცენარეთა მოვლის საშუალებების გარდა, ცხოველთა დაცვისა და სამკურნალო პროდუქციის შემოტანასაც ახორციელებს, რომლებიც სრულიად უვნებელია და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Ronar Geo-ს მთავარ მიზანს, ადგილობრივი ფერმერებისათვის ბუნებრივი ელემენტებისა და უვნებელი პრეპარატების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. "ყველაფერი გენიალური მარტივია. სწორედ ასეა ბუნებრივ ელემენტებზეც, რომელთა ეფექტურობამ უკვე დროის გამოცდას გაუძლო და დასავლურ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში მყარად მოიკიდა ფეხი. ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს კატალოგშია წარმოდგენილი, აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისა და ცხოველებისათვის, და რასაკვირველია, გამოირჩევა პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის მაღალი მაჩვენებლით", − აღნიშნავს მეგი დემურაშვილი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან