Get All Access for $5/mo

საერთო ღირებულებები და შესაძლებლობების შექმნა - "დეველორ საქართველოსა" და "სფოთლაითის" პარტნიორობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Develor Georgia 1-2 ივნისს გამართული Spotlight Tech 2024-ის პარტნიორი იყო. ღონისძიება დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა, ტექნოლოგიური მიმართულებით სხვადასხვა სფეროს ლიდერებისგან პირადი გამოცდილებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ, დასწრებოდნენ მასტერკლასებსა და ეპოვათ შთაგონება საქმიანობაში.

Spotlight Tech 2024-ის ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი Develor Georgia-ს ხელმძღვანელი, მარიამ ბერიძე იყო. როგორც მარიამი ამბობს, Spotlight-სა და "დეველორს" ღირებულებები აერთიანებს, რაც აისახა კიდეც ღონისძიების პარტნიორობაში.

Entrepreneur-თან ინტერვიუში მარიამ ბერიძე აღნიშნავს, რომ ორი ორგანიზაციის მთავარი საერთო გამაერთიანებელი მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსი, ინოვაციების სწრაფი ათვისება და დანერგვა და ბიზნესის მხარდაჭერაა. "Develor საქართველო" ეხმარება ბიზნესსა და ლიდერებს, განვითარდნენ და გაძლიერდნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ დონეზე; მიიღონ შეცდომები, როგორც გამოცდილება, და ისწავლონ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

მარიამ ბერიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს Spotlight-ის გუნდი. მისივე თქმით, Spotlight Tech 2024-მა ახალი და განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა აღნიშნულ სფეროში, რის გამოც Develor-ისთვის ღონისძიების პარტნიორობა ბუნებრივიც კი იყო.

Develor-ის მიზანი ხომ სწორედ ისაა, რომ დაეხმაროს კომპანიებს დამოკიდებულების, ტვინწყობის (Mindset) ცვლილებასა და დაბრკოლებების შესაძლებლობებად ქცევაში.

"ჩვენი მთავარი მოტივაცია ესაა - გვინდა, ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ საერთო ღირებულებების გავრცელება და ამ ყველაფრით პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა. Spotlight-თან სწორედ ამ ღირებულებებისადმი ერთგულება გვაერთიანებს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და, შესაბამისად, ღონისძიების პარტნიორობაც ბუნებრივად გადაწყდა", - გვეუბნება მარიამ ბერიძე.

მისი თქმით, ძალიან სიმბოლური და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, "გაკვეთილებზე", როგორც გამოცდილებაზე საუბარი, რეფლექსია და წარსულში მომხდარი მოვლენების გადაფასება, მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისთვის მზადება.

"გამოცდილება ყოველთვის გვეხმარება დღევანდელობაში. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ წარსული და ასე მივიღოთ გადაწყვეტილებები მომავლისთვის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული თემა ძალიან აქტუალური იყო".

მარიამი ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებულად რთულია სტრესულ სიტუაციაში, კრიზისის დროს. მისი გამოსვლა ღონისძიებაზე სწორედ ამ თემას დაეთმო - როგორი მნიშვნელობა აქვს ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენს დამოკიდებულებას, ტვინწყობას (mindset) და რა გვეხმარება ყველაზე რთული პერიოდების შესაძლებლობებად გარდაქმნაში.

"კრიზისულ პერიოდებში ბიზნესლიდერები უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდებიან, რაც მათ მდგრადობასა და ადაპტაციის უნარებს დიდ გამოცდას უმზადებს. თუმცა მსგავსი პერიოდები შეიძლება იყოს უნიკალური შესაძლებლობები ზრდისა და ინოვაციისთვის. კრიზისის მართვა მოიცავს მკაფიო კომუნიკაციის შენარჩუნებას, ძლიერი და ადაპტირებადი გუნდის შექმნას და გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირებას. ზრდაზე, განვითარებაზე ფოკუსირებული ტვინწყობით კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ სტრატეგიები, გამოავლინონ ბაზრის ახალი საჭიროებები და შექმნან ახალი შესაძლებლობები. გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევით, ბიზნესს შეუძლია შტორმიდან უფრო ძლიერები და კონკურენტუნარიანები გამოვიდნენ", - ამბობს მარიამ ბერიძე.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"