Get All Access for $5/mo

საქართველოს რუკა - ''ცვარას'' სამკაულის უახლესი ხაზის შთაგონება კომპანია, რომელიც უძველეს ქართულ საიუველირო ხელოვნებას აცოცხლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცვარა

"ცვარა" − კომპანია, რომელიც ჩვენს ეპოქაში უძველეს ქართულ საიუველირო ხელოვნებას აცოცხლებს, ავთენტური ხასიათის სამკაულს კი ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, დახვეწილ ნამუშევრებთან ერთად, მათი თემატური მრავალფეროვნებითაც გვანებივრებს. ამჯერად "ცვარა" საქართველოს რუკის ფორმის სამკაულს გვთავაზობს, რომლის დამზადების საკითხსაც კომპანიის გუნდი მთელი ძალისხმევით მიუდგა. ვერცხლში შესრულებულ ნამუშევარს, რომლის ავტორიც "ცვარას" მთავარი იუველირი ვაჟა ქუთათელაძეა, მინანქრის სხვადასხვა ტონალობა და გარშემო შემოვლებული ცვარას ბურთულები ამშვენებს (ცვარნამის ტექნიკა). დედაქალაქის ამსახველი მონაკვეთი კი ყვავილის ფორმის ვერცხლის გრანულებითაა შემკული.

"წლების შემდეგ, როდესაც "ცვარას" კოლექციების ისტორიას გადავხედავთ, საქართველოს რუკის სამკაულის ხაზით ძალიან ვიამაყებთ. სწორედ იმ კოლექციით, რომელიც 2020 წლის გლობალური პანდემიის რთულ პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისთვის შევქმენით. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის რუკის რეალური კონტურები ისეთივე რთულია, როგორც საქართველოს ისტორიის მრავალსაუკუნოვანი ბედი, ამ გეოგრაფიული კონტურების უზუსტესი ფორმით გამეორება იოლი არ აღმოჩნდა. ამასთანავე, გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი საიუველირო ამოცანებიც დაგვესახა და თითოეული რეგიონი ერთმანეთისგან ფილიგრანის ტიხრებით გამოგვეყო. საქართველოს რუკის ეს დიზაინი და ტექნოლოგიური შემადგენლობაც ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ჩვენი ქვეყანა", − გვიყვებიან კომპანიაში.

დიზაინმა მომხმარებელთა მხრიდან უსწრაფესი გამოხმაურება ჰპოვა, რასაც როგორც დადებითი უკუკავშირის ტალღა, ასევე გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი კარგად მოწმობს. კომპანიაში არ მალავენ, რომ ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან "ცვარას" მომხმარებლების აუდიტორია განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქართულ თემატიკასთან დაკავშირებული სიახლეების მიმართ. კომპანია კი მათი მადლიერია, რადგან გამორჩეული გემოვნებისა და მაღალი მოთხოვნების წყალობით, მომხმარებლები მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.

"ახალი კოლექციის შექმნის იდეა, უპირველეს ყოვლისა ორიენტირებული იყო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ფაქიზი გრძნობების სტიმულირებისკენ. ასევე, ცალსახად ეძღვნება ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ. საქართველო, როგორც რეგიონის ჩემპიონი თავისი სამედიცინო, საინფორმაციო თუ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგარი სხვა სეგმენტით, ნამდვილად იმსახურებს მრავალკვირიან დაუღალავ შრომას ჩვენი გუნდისგან. იდეის სისრულისთვის, "ცვარას" ტექნიკურმა და საორგანიზაციო გუნდმა არ დაიშურა დრო და ენერგია, ჩართო ყველა შესაძლო ადამიანური რესურსი და სწორედ 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 102 წლის თავზე, ჩვენ შევძელით საქართველოს რუკის კოლექციის დღის შუქზე გამოტანა".

ახალი კოლექცია, რომელიც ფაქტობრივად მთელი თავისი არსით კომპანიის ცალკე პროექტს წარმოადგენს, ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომ ფასებზეა კონცენტრირებული. ახალი სამკაულის ფასი 40 ლარიდან იწყება და 100 ლარს არ აღემატება. ამ ხელმისაწვდომობის მეშვეობით, ნებისმიერი ქართველი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების გულშემატკივარი, შეძლებს კომპანია "ცვარას" საქართველოს რუკის დიზაინის მესაკუთრე გახდეს. დახვეწილი სამკაულის ტარებასთან ერთად კი, ქვეყნის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება სიმბოლურად, საჯაროდ ამ გზით გამოხატოს.

აქსესუარების შეძენა შეგიძლიათ Entrepreneur Shop-ზე!

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია