სიმეტრია - სიმეტრიულ სარგებელზე დაფუძნებული, ფასეული უძრავი ქონების განვითარების სტანდარტი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უძრავი ქონება ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული საკუთრება. ის არა მხოლოდ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილს განსაზღვრავს, არამედ ქალაქის ურბანულ იერსახესაც ცვლის. თანამედროვე სამყაროში, სადაც უძრავი ქონების ფუნქციური დატვირთვა, მომავლის ხედვა და ინოვაციური მიდგომები დიდ მნიშვნელობას იძენს, უძრავი ქონების სექტორის კომპანიების როლი განსაკუთრებული ხდება.
სტატიაში გიამბობთ "სიმეტრიაზე" – კომპანიაზე, რომელიც 10 წელზე მეტია, თავისი კონცეფციით, ფილოსოფიით, განხორციელებული პროექტებითა და სამომავლო გეგმებით, უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
"სიმეტრია" არ პოზიციონირდება, როგორც სამშენებლო კომპანია - არამედ, როგორც ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც ნახევრად საინვესტიციო ხასიათისაა. მისი საქმიანობა მოიცავს ინვესტიციების მართვას, აქტივების განვითარებასა და პროექტების მართვის სრულ პროცესს - მისი შექმნიდან ჩაბარებამდე. დღესდღეობით კომპანიის პორტფოლიოში არაერთი მრავალფეროვანი და ამბიციური პროექტია წარმოდგენილი.
"სიმეტრია" მაღალი სტანდარტებით, დეტალებზე ორიენტირებითა და ღირებულებების უნიკალური სინთეზით გამოირჩევა. კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებულია თავისი ხედვით - მისი მიზანია, შექმნას პროექტები, რომლებიც სრულად შეესაბამება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და, ამავდროულად, ქალაქებს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
"სიმეტრიას" კონცეფციის, მისიისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ Entrepreneur კომპანიის ხელმძღვანელს, უჩა ქართველიშვილს ესაუბრა.
უჩა ქართველიშვილის კარიერა გამორჩეულია მრავალფეროვანი გამოცდილებით. თავად განსაკუთრებით აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც "საქართველოს ბანკსა" და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამასთანავე, უჩა ქართველიშვილი მუშაობდა Capitol Management Group-ში სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
"სიმეტრიას" გუნდს 2017 წელს პროექტების მენეჯერის სტატუსით შეუერთდა. შემდგომ წლებში პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიცია დაიკავა, ბოლო ორი წელია კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.
"სიმეტრიას" განვლილი გზა და პორტფოლიო
უჩა ქართველიშვილი:
"სიმეტრიამ" დაარსების დღიდან საინტერესო და დინამიკური გზა გაიარა. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც სავაჭრო ცენტრების მშენებლობას, ისე საერთაშორისო ბრენდული სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების განვითარებას. თითოეული პროექტის შემთხვევაში კომპანიის გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის ფუნქციურობასა და იმ გარემოს სპეციფიკის გათვალისწინებას, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო".
ამის ნათელი მაგალითია გლდანში გახსნილი პირველი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ერთგვარ პრეცედენტს წარმოადგენდა და შეიძლება ითქვას, რომ უბნის განვითარების ბიძგიც გახდა. კომპანიის პროექტები თბილისის ფარგლებსაც გასცდა და რეგიონული მასშტაბის მნიშვნელობა შეიძინა. მაგალითად, ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სწორედ "სიმეტრიის" ინიციატივითა და ორგანიზებით აშენდა, რაც მოიცავდა ინვესტიციების მოზიდვას, ბრენდთან კომუნიკაციას და უშუალო მშენებლობას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია Holiday Inn Express-ის პროექტი ავლაბარში, რომელიც თბილისს არა მხოლოდ თავისი ფუნქციური მახასიათებლებით სჭირდებოდა, არამედ იდეალურად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეს.
უჩა ქართველიშვილი:
"ჩვენი მთავარი ფასეულობებია: ადამიანი, პატიოსანი სიტყვა, ფასეული აქტივი, გარემო და ამ იდეოლოგიით გადადგმული ნაბიჯები, რაც სიმეტრიულ საგებელში ითარგმნება. ამ საფუძველზე ვითარდება "სიმეტრიას" პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ გარემოს შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიდგომის წყალობით არის, რომ კომპანია უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს და დღემდე მას უამრავი პარტნიორი ენდობა და ანდობს ათეულობით მილიონ დოლარს. ამ სიაში შედიან არა მხოლოდ ისეთი ძლიერი ქართული ფინანსური ინსტიტუციები, როგორიცაა, მაგალითად, "თიბისი" და "ხალიკ ბანკ საქართველო", არამედ საერთაშორისო ინვესტორებიც".
"სიმეტრიას" განხორციელებული პროექტების როლი ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული პროექტი თავისებურად უწყობს ხელს ქალაქის განვითარებას და განსაკუთრებულ გავლენას ახდენს იმ უბნებზე, სადაც განხორციელდება. მაგალითად, "გლდანი მოლი" - ეს არის პროექტი, რომელმაც პირველად დააფუძნა "მოლის" კონცეფცია აღნიშნულ ლოკაციაზე და მასთან ერთად სრულად შექმნა ინფრასტრუქტურა, რაც ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა.
უჩა ქართველიშვილი:
"ჩვენი პროექტები არა მხოლოდ ქალაქის გადახალისებაში მონაწილეობს, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური და სოციალური მიმართულებითაც. ქუთაისში მდებარე Best Western პირველი ბრენდული სასტუმროა ქალაქში, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ურბანულ განვითარებაში. "სიმეტრია ლისი", რომელიც დღესაც გამორჩეული არქიტექტურის ნიმუშია, შერწყმულია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გარემოსთან. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი რამდენიმე წლის წინ დასრულდა, მისი ფასადი სრულად შენარჩუნებულია და დღემდე ალამაზებს ქალაქს. 2023 წელს ქალაქის ისტორიულ უბანში, ავლაბარში, განახლებული "ჰოლიდეი ინ ექსპრესის" პროექტი ასევე წარმოადგენს გამორჩეულ მაგალითს. ის სრულად შეერწყა ძველი ქალაქის იერსახეს, ხოლო მისი ფუნქციური მხარე და ტევადობა თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამ პროექტმა, თავისი უნიკალური ჰარმონიით ძველ ქალაქთან, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია".
რებრენდინგი, როგორც განვითარების ეტაპების თანმდევი საჭიროება
"სიმეტრიამ" დაარსებიდან დღემდე მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა. კომპანიის პორტფოლიო და გუნდი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს ქმნის. ამ პროცესმა ბუნებრივად განაპირობა სტრატეგიის გადახედვისა და რებრენდინგის საჭიროება.
უჩა ქართველიშვილი:
"ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის ღირებულებები ნათლად უნდა ესმოდეს თითოეულ თანამშრომელს და მათზე დაფუძნებით უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ რგოლში. სწორედ ამ ფილოსოფიამ განაპირობა ბრენდის სტრატეგიის სრულყოფისა და დღევანდელი პოზიციონირების განსაზღვრის აუცილებლობა".
"სიმეტრიას" შემთხვევაში ბრენდინგი არ იყო მხოლოდ გარეგნული ცვლილება - ეს კომპანიის ხედვისა და მიზნების კიდევ უფრო მკაფიო ფორმულირებაა.
კომპანიის ფილოსოფია, ფასეულობები და პოზიციონირება
"სიმეტრია" ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომლის მისიაც ფასეული უძრავი ქონების განვითარების კულტურის შექმნაა, სადაც უძრავი ქონება არა მხოლოდ ინვესტიციას, არამედ სიმეტრიულ სარგებელს წარმოადგენს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
"ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შევქმნათ ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს", - აღნიშნავს უჩა ქართველიშვილი.
უჩა ქართველიშვილის თქმით, კომპანია ინვესტორებს ეხმარება, სწორ პროექტებში დააბანდონ ფული.
"ჩვენ ინვესტორებს ვეხმარებით აქტივების, იქნება ეს მიწა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონება, სწორ განვითარებაში და მათთან ერთად ვქმნით ისეთ ფასეულ პროექტებს, რომელიც გარემოსაც უხდება და ფუნქციურადაც სწორ სივრცეებს ქმნის", - ამბობს უჩა ქართველიშვილი.
"სიმეტრია" ორიენტირებულია პარტნიორობის სიმეტრიული სარგებლის ფილოსოფიაზე, რაც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს უნიკალურ ღირებულებას სთავაზობს. თანამშრომლებისთვის ეს ნიშნავს განხორციელებული პროექტებით სიამაყეს; ინვესტორებისთვის წარმატებულ და სანდო ინვესტიციას; ხოლო მყიდველებისთვის სივრცეს, რომელიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და სადაც იგრძნობა, რომ ის ადამიანზე, მის კომფორტსა და ცხოვრების უკეთეს ხარისხზე ფიქრით იქმნება.
ეს მიდგომა ქმნის ნდობას და უზრუნველყოფს "სიმეტრიას" პროექტების წარმატებას, რაც კომპანიას განსხვავებულ და გამორჩეულ მოთამაშედ წარმოაჩენს უძრავი ქონების სექტორში.
როდესაც "სიმეტრიაზე" ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ფასეული უძრავი ქონების ტერმინს, რაც ადამიანის ცხოვრებისთვის შექმნილი ხარისხიანი სივრცეების სიმბოლოა. ის თანაბარ სარგებელს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ მხარეს. ფასეული უძრავი ქონების ფილოსოფია თითოეული პროექტის საფუძველში დევს და მისი მიზანი არა მხოლოდ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის შექმნაა, არამედ ისეთი აქტივების განვითარებაა, რომლებიც რეალურ ღირებულებას მატებს როგორც ადამიანებს, ისე გარემოს.
როგორც უჩა ქართველიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას ამბობს, "ფასეული უძრავი ქონება", პირველ რიგში, თანამშრომლებისთვის ნიშნავს სიამაყეს და კეთილდღეობას. თითოეული პროექტი მათთვის არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ პროფესიული კმაყოფილების წყაროა. ინვესტორებისთვის ეს არის გარანტია, რომ მათი ფული უსაფრთხოა და მოგებიანი; მყიდველებისთვის არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ უკეთესი ცხოვრების ადგილი, სადაც ადამიანზე განსაკუთრებულად ბევრი იფიქრეს.
აქტივის მფლობელებისთვის "სიმეტრიას" პროექტები არის შესაძლებლობა, მათი საკუთრება სწორად და მოგებიანად განვითარდეს, ხოლო შემსრულებლებისთვის - პორტფოლიოში კიდევ ერთი ძლიერი პროექტი, რაც პროფესიულ რეპუტაციას ზრდის და ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის.
ეს პროექტები ბანკებისთვისაც ქმნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიას. ქვეყნისთვის კი სარეკონსტრუქციო და არქიტექტურული ღირებულების მატარებელ აქტივებს წარმოადგენს, რომლებიც გარემოს ამდიდრებს.
"ეს პროექტები შეიძლება არც იყოს საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მიერ უშუალოდ გამოყენებული, მაგრამ მათი არსებობა ქმნის საერთო სიამაყის განცდას, რადგან სწორად და ხარისხიანად განხორციელებული პროექტები ქვეყნის ღირსებასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ფასეული აქტივები ამშვენებს ქვეყანას და აჩვენებს, რომ აქ რაღაცები სწორად კეთდება", - ამბობს უჩა ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ "სიმეტრიას" გუნდისთვის თითოეული პროექტი ახალი შესაძლებლობაა, გაიღრმაოს პოზიციები ხარისხიანი უძრავი ქონების განვითარების სფეროში.
"სიმეტრიას" გუნდის მართვისა და მოქმედების პრინციპები
"სიმეტრიაში" გუნდის მართვაც სიმეტრიული სარგებლის კონცეფციაზეა დაფუძნებული.
უჩა ქართველიშვილი:
"ისევე როგორც პროექტების შექმნა, გუნდის მუშაობის პრინციპებიც იმავე ღირებულებებზე არის დაფუძნებული - გამჭვირვალობა, გულწრფელობა და სიმეტრიული სარგებელი აქაც მოქმედებს. თუ იგებს კომპანია, იგებს ყველა, მათ შორის, პირველ რიგში, თანამშრომლები. პასუხისმგებლობებიც შესაბამისად ნაწილდება. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესების მართვას, მოგეხსენებათ, "სიმეტრია" მენეჯმენტკომპანიაა, რომლისთვისაც პროცესების მართვა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვყავს განსაკუთრებით კვალიფიციური გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება და ახალი ტალანტები გვემატება. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია წარსული გამოცდილებების გაზიარება, გაანალიზება, დახვეწა და სამომავლო პროცესებში დანერგვა".
"სიმეტრიას" პორტფოლიო მრავალფეროვანი და სხვადასხვა მიზნობრიობის პროექტს აერთიანებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ აისახება ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პროექტში, მისი შინაარსისა და მიზნის მიხედვით.
უჩა ქართველიშვილი:
"მიუხედავად ინდივიდუალური მიდგომისა, რომელიც თითოეულ პროექტს ახასიათებს, ერთი რამ ყოველთვის უცვლელია - პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ვმუშაობთ. ჩვენ ვქმნით მატერიალურ და ემოციურ ღირებულებას უძრავი ქონების პროექტებში, და ეს სულ უფრო საინტერესო ხდება 7 ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით:
- ადამიანი უპირველეს ყოვლისა - ჩვენ ვქმნით საუკეთესო გარემოს ადამიანისთვის. ეს არის ადგილი კარგი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისთვის.
- ფუნქციონალური და მიზნობრივი არჩევანი - ჩვენ ვავითარებთ იმ უძრავ ქონებას, რომელიც საჭიროა გარემოსთვის.
- გარემოს გაუმჯობესება - ყველა ჩვენი პროექტი აერთიანებს ლამაზ, სწორ და გამართულ არქიტექტურასა და სივრცით გეგმარებას, რომელიც სწორად ავითარებს გარემოს და ამშვენებს ქვეყანას. იქ, სადაც "სიმეტრია" პროექტს განახორციელებს, გარემო აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.
- სიმეტრიული სარგებელი - ემოციური და ფინანსური სარგებელი კომპანიის თანამშრომლისთვის, ინვესტორისთვის, აქტივის მფლობელისთვის, ბანკისთვის, შემსრულებლისთვის, მომხმარებლისთვის (მყიდველისთვის) და საზოგადოებისთვის.
- ხარისხიანი მასალები - არანაირი კომპრომისი მასალის ხარისხზე.
- კომპეტენტური, სამართლიანად შერჩეული პარტნიორები და სისტემური აზროვნება - ყველა სპეციალისტმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და მათ უნდა მოვუსმინოთ.
- მზარდი ღირებულების შექმნა - აქტივში უნდა შეიქმნას ისეთი ღირებულება, რომლის ფასი იზრდება, ან მინიმუმ, არ მცირდება".
"სიმეტრიას" მიმდინარე პროექტები: "სიმეტრია პარკი" და "სიმეტრია ჯიქია"
როგორც უკვე აღინიშნა, "სიმეტრიას" ყველა პროექტი ადამიანსა და გარემოზე ფიქრით იწყება. ამ კონტექსტში თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ტენდენციების გათვალისწინება თანმდევი პროცესია. მაგალითად, კომპანიის ერთ-ერთი პროექტის - "სიმეტრია პარკის" შემთხვევაში, იმ პერიოდში, როცა მისი დამუშავება დაიწყო, პროექტმა ინოვაციური მიდგომით დროს გაუსწრო. დღეს ეს მიდგომა უკვე სტანდარტად შეიძლება ჩაითვალოს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "სიმეტრია" პროექტებზე მომავლის ხედვით მუშაობს.
როგორც უჩა ქართველიშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, ამჟამად კომპანიის მიმდინარე პროექტები თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ზუსტად ეხმიანება.
"მაგალითად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი. საცხოვრებელთან ერთად დღევანდელ რეალობაში საჭიროება ჩნდება ისეთი ეკოსისტემების განვითარებისა, როგორიც არის პირველადი საჭიროების მაღაზიები, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები, საერთო სამუშაო სივრცეები, კონსიერჟის ტიპის სერვისები, ჭკვიანი სახლის სისტემები და ასე შემდეგ. საპარკინგე სივრცეებშიც ვითვალისწინებთ ისეთი დეტალებს, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროავტომობილების დამტენები", - გვიყვება უჩა ქართველიშვილი.
როგორც "სიმეტრიას" დირექტორი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ტენდენციები, რომლებიც საყურადღებოა, ითვალისწინებს საცხოვრებელთა გარშემო შექმნილ ისეთ სისტემებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანების გადაადგილების საჭიროებას, რაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
იგივე შეიძლება ითქვას "სიმეტრია პარკზეც", რომელიც განსაკუთრებით გამორჩეული პროექტია და თანამედროვე ურბანულ ტენდენციებს ითვალისწინებს. "სიმეტრია პარკი" თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 წუთის სავალ მანძილზე, მთაწმინდის რაიონში მდებარეობს. ეს არის დაბალი განაშენიანების დახურული ტიპის უბანი, რომელიც ინდივიდუალურ სახლებსა და აპარტამენტებს აერთიანებს. "სიმეტრია პარკი", როგორც პრემიუმ კლასის პროექტი, უნიკალური ლოკაციით გამოირჩევა - ის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ცხოვრებას და რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვეს უზრუნველყოფს.
"უბანი 80-მდე ოჯახზეა გათვლილი, რაც სიმყუდროვეს განაპირობებს. მეორე მხრივ კი, ეს გარემოება მეგობრული სამეზობლოს, განსაკუთრებული ურთიერთობებისა და მიკროკლიმატის ჩამოყალიბების წინაპირობაა", - აღნიშნავს უჩა ქართველიშვილი.
"სიმეტრია პარკის" კონცეფცია "შინ და გარეთ ჰარმონიის" იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ დახურულ საცხოვრებელ უბანს. "სიმეტრია პარკის" პროექტში ერთიანდება როგორც ბინები, ასევე ინდივიდუალური სახლები. საცხოვრებლები აღჭურვილია ე.წ. ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემით, რაც მცხოვრებლისთვის განსაკუთრებულ კომფორტულ გარემოს ქმნის. პროექტი მოიცავს ლობის, ფიტნესის დარბაზს, სპას, მიწისქვეშა პარკინგს, საბავშვო მოედანსა და დახურულ გასართობ სივრცეებს. საერთო სამუშაო სივრცეს.
"სიმეტრია პარკზე" საუბრისას უჩა ქართველიშვილი ამბობს:
"ამ პროექტის განსხვავებულობა ისაა, რომ ქმნის განაშენიანების მოდელს, რომელშიც დაბალი სართულიანობა და ინდივიდუალური სახლები, როგორც საცხოვრებელი, ისე პარკის სინთეზი, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მოსახლეობას. ტრადიციული მშენებლობისგან განსხვავებით, ჩვენ აქ შევქმენით არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სივრცე, რომელიც მთლიანად არის ბუნებასთან ჰარმონიაში".
"სიმეტრიას" უახლესი პროექტი, "სიმეტრია ჯიქია" ასევე დიდი მნიშვნელობისაა. მისი სტრატეგიული მდებარეობა და ფუნქციონალური დატვირთვა იმის საფუძველია, რომ ეს პროექტი მომავალში ნამდვილად იქცევა უბნის ჰაბად. მულტიფუნქციური კომპლექსი, მეტროდან 150 მეტრში, ოთხი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელს, კომერციულ სივრცეებსა და ბიზნესცენტრს. პროექტი ყველა პირობას სთავაზობს როგორც საცხოვრებლით დაინტერესებულ აუდიტორიას, ასევე კომერციული და საოფისე ფართების მაძიებელ ბიზნესებს. მნიშვნელოვანია ასევე ის დეტალები, რაც კომპლექსში ყოველდღიურ კომფორტს განაპირობებს: კონსიერჟი, იზოლირებული ეზო, სპორტული მოედანი, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების მოძრაობის ნაკადები ისეა გადანაწილებული, რომ კომპლექსში მაქსიმალური სიმყუდროვე შეიქმნას.
გამოწვევები და სირთულეები უძრავი ქონების განვითარებაში
ინტერვიუს დროს ასევე დავინტერესდით "სიმეტრიას" განვლილი გზითა და გამოცდილებებით. ასევე იმ გამოწვევებით, რომელსაც კომპანიამ შესაბამისი გადაწყვეტებით უპასუხა.
უჩა ქართველიშვილი გვპასუხობს, რომ გამოწვევები ამ ინდუსტრიაში, მისი დინამიკურობიდან გამომდინარე, მუდმივად არის და ისინი, პერიოდისა და გეოპოლიტიკური თუ გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, იცვლება.
"ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძიმე გამოწვევა პანდემიის პერიოდი იყო, თუმცა სწორი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის, კარგი პარტნიორებისა და მენეჯმენტის წყალობით, ვფიქრობთ, რომ წარმატებით გადავლახეთ ეს ეტაპი. რაც მთავარია, კომპანიაში გვჯერა, რომ ნებისმიერი გამოცდილება მომავლის პერსპექტივაში კარგი გამოცდილებაა, რომელიც სწორი ანალიზის შემთხვევაში გვეხმარება, სამომავლოდ კიდევ უფრო სწორი ნაბიჯები გადავდგათ და დეტალურად ნაფიქრი, სრულყოფილებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პროექტები განვახორციელოთ", - განმარტავს უჩა ქართველიშვილი.
"სიმეტრია" ახალ პროექტებში, როგორიცაა "სიმეტრია პარკი" და "სიმეტრია ჯიქია", განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეკრეაციულ სივრცეებს, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ხარისხისთვის.
უჩა ქართველიშვილი:
"რეკრეაციული სივრცეების არსებობა ყველა თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი პროექტებიც ამის საუკეთესო მაგალითია. მაგალითად, "სიმეტრია პარკში" დამატებითი სივრცეები შევქმენით: 2 000 მ² ცენტრალური პარკი, იაპონური ბაღი და შიდა გამწვანება, რაც ჯამში 7 000 მ² გამწვანებულ სივრცეს ქმნის".
უჩა ქართველიშვილის თქმით, "სიმეტრია ჯიქიას" პროექტში, მიუხედავად მისი ურბანული მდებარეობისა, ასევე დიდი ყურადღება ექცევა გარემოს გამწვანებასა და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტში მცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია ცალკე იზოლირებული ეზო გამწვანებითა და სპორტული მოედნით. ასევე, ბიზნესცენტრის მცხოვრებლებისთვის სპეციალური სკვერი და ტერასული ტიპის რეკრეაციული სივრცეებია, რომელიც მთლიანად კომპლექსის ყველა ნაწილს მოიცავს - იქნება ეს საცხოვრებელი, ბიზნესცენტრი თუ კომერციული სივრცეები.
ამგვარად, ეკოლოგიური გარემოს შექმნა და რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობა "სიმეტრიას" პროექტებში ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რაც ხელს უწყობს მცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაზრდას.
სამომავლო გეგმები
ინტერვიუს დასასრულს "სიმეტრიას" სამომავლო გეგმებზეც დავინტერესდით.
უჩა ქართველიშვილი:
"ამ ეტაპზე რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ვამუშავებთ, რომლებიც როგორც ფუნქციურად, ასევე ხასიათით განსხვავდება ერთმანეთისგან. თითოეული მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომასა და შესაბამისი სამიზნე აუდიტორიის ქცევის, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გათვალისწინებას. ეს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მათზე მუშაობას. ვამუშავებთ პროექტებს როგორც კომერციული ან/და ინდუსტრიული მიმართულების ბიზნესებისთვის, ასევე ტურისტული და რეზიდენციული კუთხით. გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები.
რაც განსაკუთრებულად გვახარებს რამდენიმე პროექტის ფარგლებში, გვჯერა, საქვეყნო მნიშვნელობის პროექტია, რაც, თავის მხრივ, კომპლექსურობას განაპირობებს. იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი მხარეების ჩართულობით იმ ეტაპამდე მივალთ, რომ შევძლებთ უკვე საჯაროდ დაანონსებასაც".