Skycomp - კომპიუტერული ტექნიკა და უსაფრთხოების სისტემები ერთ სივრცეში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Skycomp საცალო მომხმარებლებს და იურიდიულ პირებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვასა და უსაფრთხოების სისტემების გამართვას სთავაზობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქციითა და კარგი მომსახურების სტანდარტით უზრუნველყოს, რისთვისაც Skycomp თითოეული მათგანისთვის პირად მენეჯერს გამოყოფს, რომელსაც საშუალება აქვს დროის მოკლე მონაკვეთში დამკვეთის ყველა მოთხოვნაზე იქონიოს რეაგირება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია შეკვეთის გაფორმების დღეს, ადგილზე მიწოდების უფასო სერვისს უზრუნველყოფს, რაც უდიდესი კომფორტია კომპანიის წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, Skycomp-ის მომსახურებაში შედის IT-სერვისებისა და უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა. კომპანიის გუნდი თითოეულ მომხმარებელს სპეციფიკისა და მოთხოვნის შესაბამისად სისტემის შერჩევაში, პროექტირებასა და ინსტალაციაში ეხმარება, რაც საბოლოოდ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ქმნის ბიზნესის წარმატებისთვის.
Skycomp-ი ორიენტირებულია იყოს თითოეული დამკვეთის გრძელვადიანი პარტნიორი და კონკურენტული ღირებულებების გარდა მათ საგარანტიო მომსახურებაც გაუწიოს.
"ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ ტექნიკის სფეროში, კერძოდ გაყიდვების მიმართულებით, მომცა შესაძლებლობა დამეწყო ფიქრი საკუთარ ბიზნესზე და მეკეთებინა საქმე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იქნებოდა. ძალიან მიყვარს გაყიდვების მიმართულება, მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური სიახლეების ეპოქაში ვცხოვრობთ, მინდოდა ამ სფეროში კომპანიებისთვის მომსახურების კუთხით რაიმე ახალი შემეთავაზებინა, რაც მთლიანად მათ ინტერესსა და კომფორტზე იქნება ორიენტირებული", − ამბობს Skycomp-ის დამფუძნებელი და CEO ნათია მაჭარაშვილი.
როგორც ნათია აღნიშნავს, ბაზარზე ტექნიკის სფეროში კონკურენცია დიდია, შესაბამისად ამ მიმართულებით ბიზნესის წამოწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. სწორედ მიზანდასახულობამ, რისკისა და საკუთარი საქმის სიყვარულმა, მას საშუალება მისცა არაერთი წინაღობა დაეძლია, რის შედეგადაც Skycomp-ი დღემდე აქტიურად განაგრძობს ოპერირებას ბაზარზე.
"მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უდიდესი შრომის, მუდმივი განვითარებისა და სიყვარულის შედეგად იმ საქმისადმი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. სწორედ გამოწვევებმა მომცა ისეთი გამოცდილება, რომელიც დადებითად გამოვიყენე სამომავლო განვითარებისთვის. აქვე მინდა ნდობისთვის მადლობა გადავუხადო წამყვან კომპანიებს, როგორებიც არიან: "პროკრედიტ ბანკი", "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა", "ტერასა გრუპი", "ევროსტილი", "თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი", "იმერი", "ინოთიმი", "ნიუ ჯორჯია 555" და ა.შ. ასევე უდიდესი მადლობა საქართველოში შემომტანი ცნობილი ბრენდების (HP, Dell, Lenovo, Canon, Epson, Samsung) წარმომადგენელ ვენდორებს მხარდაჭერისთვის", − ამბობს ნათია.
სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, Skycomp-ს უდიდესი გეგმები და ამბიციები აქვს. კომპანია ახალი მიმართულებისთვის გაფართოებასა და თანამშრომლების დამატებას აპირებს. ასევე იგეგმება ვებგვერდის მოწესრიგება, რომლის მეშვეობითაც ტექნიკას საცალო მომხმარებლებს შესთავაზებენ. როგორც ნათია აღნიშნავს, "სქაიკომპის" მიზანია ტექნიკის სფეროში რეგიონული ლიდერი გახდეს და პოზიციონირდეს კომპანიად, რომელიც კლიენტების გრძელვადიანი პარტნიორია და ასოცირდება საიმედო, მაღალი ხარისხის მომსახურებასთან.