Skyhi - ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის IT პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებთან საერთო ენაზე საუბრობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მაშინ, როცა ტექნოლოგიები გლობალურ დღის წესრიგს განსაზღვრავენ და ინოვაცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი რესურსია, სულ უფრო რთულდება გაიგო, სად მთავრდება პროდუქტი/ინოვაცია და იწყება რეალური ღირებულების შექმნა. სწორედ ამ მუდმივად ცვალებადი გარემოს ფონზე, Logica Group ათი წლის წინ ერთი კონკრეტული შეკითხვით დაინტერესდა: რამდენად არის ტექნოლოგიები ადამიანზე მორგებული და სად არის ის ზღვარი, როცა ბიზნესი და მისი ციფრული გადაწყვეტები ნამდვილად ემსახურება ადამიანის, გუნდისა და საზოგადოებრივი სისტემების საჭიროებებს? კიდევ რა მნიშვნელოვანი კომპონენტები ქმნის წარმატებას ტექნოლოგიებთან ერთად? შესაძლოა წარმატების გასაღები სხვაგან, უფრო ადამიანურ მიდგომაში იმალება?
"ტექნოლოგიის ნამდვილი ძალა მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც ის არა მიზანი, არამედ საშუალებაა, რომელიც ადამიანის საჭიროებებსა და მისწრაფებებს ერგება", - აღნიშნავენ "ლოგიკა ჯგუფში". მაშინ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი კომპანიის - Skyhi-ს, მიზანი იყო. ათწლეულის განმავლობაში კი, ამ ხედვამ მასშტაბური სტრუქტურა მიიღო და იქცა კომპლექსურ ჰოლდინგურ ჯგუფად, რომელიც დღეს აერთიანებს ექვს შვილობილ კომპანიას და ყოველდღიურად ემსახურება სხვადასხვა ბიზნესის ათასობით საჭიროებას. ათწლიანი განვითარების, 400-ზე მეტი კორპორაციული მომხმარებლის, 30 მილიონზე მეტი ღირებულების IT აქტივის მართვას, წელიწადში 15 000-ზე მეტი უნიკალური ქეისის დამუშავებისა და 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პარტნიორობის შემდეგ - Logica Group წარმოადგენს იმ ეკოსისტემას, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს კომპლექსურ გამოწვევებს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს ტექნოლოგიურ სერვისებში და განსაზღვრავს ინდუსტრიის განვითარებისა და ზრდის მიმართულებას.
Logica Group არ არის უბრალოდ ბიზნესების ერთობა - ის არის ციფრული სამყაროსადმი სისტემური ხედვა, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანის საჭიროებებზე მორგებული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფის ძალა მის მრავალფეროვნებაშია - არა როგორც კომპანიის ერთობლიობაში, არამედ როგორც იდეის გარშემო გაერთიანებულ მძლავრ სტრუქტურაში, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მთლიანობაში, სისტემურად უყურებს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა ბიზნესერთეული გარკვეული მიმართულების ექსპერტიზას ფლობს და საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით ქმნის სინერგიას, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.
ამ ქსელის მთავარი ძალა მისი ყოვლისმომცველობაში მდგომარეობს - ბიზნესის უნიკალური მოთხოვნები, იქნება ეს სტაბილური IT ინფრასტრუქტურა, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, სწრაფად მორგებადი ციფრული პროდუქტები, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები თუ ღრმა მონაცემთა ანალიტიკა, ერთიან პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოადგენს სისტემურად ორგანიზებულ გარემოს, სადაც ტექნოლოგიური იდეა მკაფიოდ დაგეგმილი პროცესის მიხედვით სრულდება, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჯგუფის კომპანიები სინერგიულად იყენებენ ერთმანეთის ექსპერტიზას, რათა ნებისმიერ გამოწვევას მოუძებნონ კონკრეტული, ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტა.
Skyhi-ისთან ერთად, Logica Group მოიცავს განსხვავებული კომპეტენციის ისეთ ბიზნეს ერთეულებს, როგორიც არის Accelera - IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა, UNIT - ყველა ძირითადი ციფრული პროდუქტი და IT სერვისი ერთ სივრცეში, Xperience - კვლევები და განვითარება, ITAG - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია.
Skyhi - ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის
IT პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებთან საერთო ენაზე საუბრობს
ბიზნესისთვის ტექნოლოგიები ყოველდღიურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა, ტექნოლოგიური გარემოს სწრაფი ცვლილების ფონზე, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მათი ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა. ბევრისთვის ეს გაურკვევლობასა და უსიამოვნო განცდებს იწვევს, რადგან ტექნოლოგიების სრულყოფილი გამოყენება სპეციალურ ცოდნასა და მაღალ კომპეტენციებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, კომპანიებს სჭირდებათ სანდო პარტნიორები, რომლებიც შეუფერხებლად, ხელმისაწვდომად, სწრაფად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით შექმნიან ახალ ციფრულ რეალობას.
Skyhi-ის შექმნის იდეა 2014 წელს გაჩნდა, როდესაც Logica Group-ის დამფუძნებლებმა ნათლად დაინახეს ქართულ ბაზარზე არსებული ხარვეზი: ტექნოლოგიური სერვისები ხშირად იყო რთულად გასაგები, ზედმეტად ტექნიკური და მომხმარებლის საჭიროებებზე ნაკლებად მორგებული. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, მათ სურდათ შეექმნათ პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურად კომპეტენტური იქნებოდა, არამედ მომხმარებლების ენაზე ისაუბრებდა, მოუსმენდა და რეალურად გაიგებდა მათ უნიკალურ საჭიროებებს. ეს გახდა მთავარი მოტივაცია - დაენგრიათ ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის, გაემარტივებინათ მათთვის ურთიერთობა ტექნოლოგიებთან და გამხდარიყვნენ სანდო, ჰუმანური IT პარტნიორები.
"თუ ერთი სიტყვით უნდა შევაჯამოთ კომპანიის მისია, ეს იქნებოდა - გზა ადამიანებისკენ, – Entrepreneur-თან საუბრისას აცხადებს თორნიკე თოხაძე, Skyhi-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, - 10 წლის წინ, როცა დავიწყეთ, ტექნოლოგიები ბევრისთვის ჯერ კიდევ გაუგებარი და ხშირად შემაშინებელიც კი იყო. ჩვენ კი თავიდანვე გვჯეროდა, რომ ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში უნდა ჩადგეს და არა პირიქით. იმ ფონზე, როდესაც ადამიანების ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ იზრდება, Skyhi აქტიურად თანამშრომლობს სწორედ იმ მომხმარებლებთან, ვისაც სურს კომფორტული და გულწრფელი ურთიერთობა IT სფეროსთან. ყველაფერი ადამიანური კომუნიკაციით იწყება. სანამ რაიმე ტექნიკურ გადაწყვეტილებას შევთავაზებთ, ვცდილობთ ღრმად ჩავწვდეთ ჩვენი პარტნიორის ვინაობას, მის საჭიროებებს, გამოწვევებსა და ყოველდღიურ რეალობას. ჩვენთვის ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია - მთავარი კი ის ადამიანია, ვინც მას იყენებს. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკას დიალოგით ვიწყებთ და პროცესის ყველა ეტაპზე – იქნება ეს ინფრასტრუქტურის ანალიზი, უსაფრთხოების დონის შეფასება თუ ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის შემუშავება – მომხმარებელი აქტიურად არის ჩართული. გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ მიიღება, როცა მომხმარებელი პროცესის თანამონაწილეა".
Skyhi-ის ძირითადი სამუშაო პრინციპები ეფუძნება სამ ძირითად ელემენტს: პირველი, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გულისხმობს მათი რეალური საჭიროებებისა და ამოცანების დაფიქსირებასა და ადამიანურ ენაზე კომუნიკაციას. მეორე - პროცესის გამჭვირვალობა, რაც მოიცავს ყოველი ტექნოლოგიური ამოცანის მკაფიო და გამჭვირვალე მარშრუტის დადგენას, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე და მესამე - ოპტიმალური ტექნოლოგიების შერჩევა, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევას, რომლებიც პარტნიორებს ხანგრძლივ და რეალურ ღირებულებას შეუქმნიან. ამ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით, ამჟამად Skyhi 400-ზე მეტ აქტიურ კომპანიასთან თანამშრომლობს და წლიურად 15 000-ზე მეტ უნიკალურ ქეისს წარმატებით აგვარებს. დღესდღეობით, კომპანიის IT მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ათზე მეტი რეგიონი და პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია, სადაც ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. კომპანია უპირობო ლიდერია ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სტუმარმასპინძლობა, სადაც ტექნოლოგია მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხს განსაზღვრავს; საცალო ვაჭრობა, სადაც მონაცემების დაცვა და ავტომატიზაცია კრიტიკულ საკითხებს წარმოადგენს; ფინანსური და საკონსულტაციო კომპანიები, რომელსაც უსაფრთხო და მოქნილი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ; ლოჯისტიკური, სამშენებლო და გლობალური დეველოპერული კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ ოპტიმიზებული და უწყვეტი ოპერაციული სისტემები; დაბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციები და იურიდიული კომპანიები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე, სტაბილურ კომუნიკაციასა და მონაცემთა სწრაფად ხელმისაწვდომობაზე გლობალურ მასშტაბით. კომპანიის მრავალფეროვანი სერვისებიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი IT აუთსორსინგი, ქლაუდ სერვისები, ინფრასტრუქტურის ეფექტური მართვა და ციფრული ტრანსფორმაციის კონსულტაციაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ხშირად არ მიმართავენ კომპანიას მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად. მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს განიხილავს, ბიზნესის მოთხოვნებს შეისწავლის და მათ უნიკალურ საჭიროებებზე მორგებულ ტექგადაწყვეტას შექმნის. სწორედ ეს ადამიანური კომუნიკაცია იქცევა Skyhi-ის ყველაზე ფასეულ სერვისად და ნდობის საფუძვლად.
Skyhi-ის გუნდი არაერთი კომპლექსური ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში ჩართულა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა პარტნიორი კომპანიების მუშაობის სტრუქტურა და პერსპექტივები. შესაბამისად, წარმატებული ქეისები კომპანიის მრავალწლიანი ისტორიისა და გამოცდილების განუყოფელი ნაწილია.
Skyhi-ის ლიდერობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა COVID-19 პანდემიის პერიოდში, როდესაც კომპანიამ თავის გლობალურ პარტნიორ 3CX-თან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის 24-საათიანი, უწყვეტი და სრულად ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნით.
COVID-19-ის პანდემიამ სამთავრობო ინსტიტუტები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ეფექტური და უწყვეტი კომუნიკაცია კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) კი უმთავრესი ინსტიტუტი, რომელიც პანდემიის პროცესის მართვას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ტრადიციული და მოძველებული საკომუნიკაციო საშუალებები მსგავსი ტიპის გამოწვევებს ვერ უმკლავდებოდა. სწორედ ამ დროს, SKYHI-ს მიერ 3CX-თან ერთად დანერგილი საკომუნიკაციო პლატფორმა ორგანიზაციის მთავარი ხერხემალი გახდა.
3CX წარმოადგენს ერთიან საკომუნიკაციო გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს:
ვიდეოკონფერენციებს - რეგულარული ბრიფინგებისთვის, რეგიონული ოფისების ტრენინგებისთვის და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად.
Ჩატ და მესიჯინგსისტემას - შიდა და გარე კომუნიკაციისთვის.
ცხელი ხაზისა და კონტაქტცენტრის ფუნქციებს - მოქალაქეებთან უწყვეტი საკონსულტაციო სერვისის გასაწევად.
მობილური და დესკტოპაპლიკაციებს - დისტანციური მუშაობის სრული მხარდაჭერით.
SKYHI-ს მიერ განხორციელებულმა ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა:
- ცენტრალური და რეგიონული ოფისების უწყვეტი კავშირი, რომელიც ადრე განსხვავებულ არხებზე იყო დაყრდნობილი;
- ჯანდაცვის მუშაკებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების სწრაფი გადამზადება ონლაინფორმატში;
- მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ოპერატიული ფუნქციონირება, კითხვებზე რეალურ დროში პასუხის გაცემა და კონსულტაციების უზრუნველყოფა;
- შიდა კომუნიკაციის ხარისხის ამაღლება, რაც დაეხმარა ორგანიზაციას სწრაფ რეაგირებაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ.
პროექტის წარმატებამ და ეფექტიანობამ NCDC-ში 3CX გადააქცია არა მხოლოდ დროებით, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ უფრო მასშტაბურად აითვისა და გადანერგა სხვა კრიტიკულ უწყებებშიც. დღემდე ის გამოიყენება როგორც შიდა კომუნიკაციის, ისე მოქალაქეებთან მომსახურების მთავარ არხად.
პანდემიამ ყველას აჩვენა, რომ ეფექტური კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. SKYHI-ს გამოცდილება NCDC-ში ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სწორად შერჩეულმა და დანერგილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტამ რადიკალურად შეცვალოს ორგანიზაციის ფუნქციონირება კრიზისულ პერიოდში და მის მიღმაც.
Skyhi-ის გუნდისთვის ურთიერთობა ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვით არ სრულდება. მათ მტკიცედ სწამთ, რომ წარმატება გრძელვადიან პარტნიორობაშია. სწორედ ამიტომ, "Skyhi არასდროს ტოვებს დამკვეთს მარტო - ტექგადაწყვეტის დანერგვის შემდეგ კომპანია აკვირდება, კითხვებს სვამს, ასწორებს და ხვეწს სისტემებს, რადგან ეს ცოცხალი და უწყვეტი პროცესია", - აღნიშნავენ კომპანიაში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დანერგილი სისტემები მუდმივად იყოს ოპტიმალური, ეფექტური და ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამებოდეს ბიზნესის განვითარებად საჭიროებებს. კლიენტის უკუკავშირი და მუდმივი მონიტორინგი არის ის, რაც Skyhi-ს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ გამოწვევები გადაუჭრას კომპანიებს, არამედ პრევენციული ზომები მიიღოს და უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტი და შეუფერხებელი ფუნქციონირება.
"ნდობა არ მოდის ერთ დღეში - ის შენდება ყოველდღიური, გულწრფელი ურთიერთობებით. დღეს კომპანიები ტექნიკურ დახმარებასთან ერთად ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებების ღრმა გაგებასა და თანაგრძნობით სავსე მიდგომას ელიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა ემყარება პრინციპებს: "მოუსმინე და გაიგე, აუხსენი და გააგებინე და მერე ჰკითხე, როგორ მუშაობს". ეს თითქოს მარტივი ციკლია, მაგრამ სწორედ ამაშია ნდობის საიდუმლო - როცა პარტნიორი გრძნობს, რომ მის გვერდით ხარ, რომ არ ცდილობ თავი დააღწიო პასუხისმგებლობას და რომ შენთვის ის უბრალოდ "კლიენტი" კი არა, პარტნიორია. ამას ემატება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - კონფიდენციალურობის დაცვა ნებისმიერ ფასად", - განმარტავს თორნიკე თოხაძე.
Skyhi-ის უკან დგას პროფესიონალთა გუნდი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ კომპეტენციას, ადამიანურ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ხედვას. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გუნდის პროფესიულ ზრდას და ისეთი მხარდაჭერის შეთავაზებას, როგორიცაა: შიდა და გარე ტრენინგები, საერთაშორისო სერტიფიკატები, პარტნიორობა დარგის ლიდერებთან და წვდომა უახლეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. ეს ყოველივე განაპირობებს გუნდის მოტივაციას, უდიდეს ძალისხმევას, კომპეტენციასა და მიზანდასახულობას, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის წარმატებასა და კლიენტებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხზე.
სწორედ ეს ერთგული და მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს Skyhi-ს განსაკუთრებულ როლს საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. Skyhi საკუთარ თავს განიხილავს არა მხოლოდ IT კომპანიად, არამედ სისტემურ მოთამაშედ, რომელიც ცვლის მთელი ეკოსისტემის დინამიკას და ზრდის მისი განვითარების ხარისხს. კომპანიის მიზანია ტექნოლოგიები ადამიანებზე ორიენტირებული გახადოს და ამით გაამდიდროს საქართველოს ბიზნესგარემო. ამ მიზნის მისაღწევად Skyhi ქმნის პლატფორმას ტექტალანტების გასავითარებლად Accelera-ს სახით, ზრდის ახალ თაობას და უზიარებს ცოდნას - ყველაფერი იმისთვის, რომ ტექნოლოგიები ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი და გასაგები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ დარგის განვითარებაში, ამყარებენ სტანდარტებს და ქმნიან ღირებულებებს, რომლებიც IT-ს უფრო ადამიანურს ხდის. "ჩვენი ხედვაა, რომ Skyhi გახდეს IT დარგის კომპეტენციის მიზიდულობის ცენტრი – ადგილი, სადაც ტექნოლოგიებზე არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ მათ აზრიანად იყენებენ", - აღნიშნავს სალომე თოხაძე.
საერთაშორისო ბაზარი Skyhi-სთვის სტრატეგიული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ Skyhi აქტიურად თანამშრომლობს ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიც არის Kaseya და ამაყად წარმოადგენს Kaseya-ს ოქროს პარტნიორს. Kaseya დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა როგორც IT სერვის პროვაიდერებისთვის, ასევე IT გუნდებისთვის შექმნილ პროგრამულ ბაზარზე. ის ძირითადად აქცენტს აკეთებს უსაფრთხოების, ავტომატიზაციის, მონიტორინგისა და IT პროცესების ეფექტიანობის გაზრდაზე. Skyhi, როგორც Kaseya-ს ოქროს პარტნიორი, არის მაღალი დონის, სანდო და გამოცდილი კომპანია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული წვდომა რესურსებზე, მხარდაჭერასა და სპეციალურ შესაძლებლობებზე Kaseya-სთან თანამშრომლობის ფარგლებში.
Skyhi მიისწრაფვის, გახდეს ის კომპანია საქართველოდან, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ენდობიან, როგორც ადამიანურ და პროფესიონალურ IT პარტნიორს. "ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს – ვზრდით გუნდს, ვამზადებთ თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ვამყარებთ კავშირებს ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს: ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში. ჩვენი ხედვაა, რომ "სქაიჰაი" გახდეს რეგიონული მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ მომსახურებას აწვდის, არამედ ცოდნასაც – იქნება ეს კონსულტაცია, ტრენინგი თუ ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. გლობალურ ბაზარზე ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ის ადამიანური მიდგომაა, რაც უკვე გამოგვარჩევს ადგილობრივად. გვჯერა, რომ ეს ღირებულებები საზღვრებს არ ცნობს – და სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარება ჩვენთვის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობაც არის", - აცხადებს Skyhi-ის აღმასრულებელი დირექტორი.