Get All Access for $5/mo

SPACEBOX - იმოგზაურე გემოებში კოსმოსური თემატიკით შექმნილი შოკოლადების ყუთის კორპორატიული შეკვეთები დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორპორატიული შეკვეთებისთვის: 551205120, spacebox_chocolate@yahoo.com

დროის სვლისა და უამრავი ცვლილების მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ადამიანებისთვის შეუცვლელ ნუგბარად შოკოლადი რჩება. საერთაშორისო ბაზარზე კი სულ უფრო მეტი მწარმოებელი ჩნდება, რომელიც ამ პროდუქტის მრავალფეროვან, გემოვნურ ვარიაციებს გვთავაზობს. მათ შორისაა SPACEBOX-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და კოსმოსური თემატიკით შექმნილი ყუთით დაუვიწყარ მოგზაურობას, სიახლეების აღმოჩენასა და შთამბეჭდავ, ხანგრძლივ მოგონებებს გვპირდება. გემრიელი წამოწყება ანუკა კაკაბაძესა და ნუცა კირთაძეს უკუთვნით, რომლებმაც იდეას ხორცი სულ მალე შეასხეს და ქართველ მომხმარებლებს ახალი, საინტერესო კონცეფციის პროდუქტი წარუდგინეს.

"SPACEBOX-ის შექმნის იდეა 10 ნოემბერს გამიჩნდა. მსგავსი ბოქსი იაპონიაში უკვე არსებობს. ჩემს ბავშვობის მეგობარ ნუცა კირთაძესთან ერთად კი გადავწყვიტე შოკოლადის შეფუთვის მსგავსი და თანაც უჩვეულო დიზაინი საქართველოშიც გამოჩენილიყო. მიმაჩნია, რომ ასეთი სიახლეები ბაზარზე საჭიროა. ბოქსი ჩემთვის ორ უსაყვარლესი ფენომენის − შოკოლადისა და კოსმოსის თემატიკის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. ისევე, როგორც ყველა დამწყებს, ჩვენც არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია. მით უმეტეს, როდესაც მცირე ბიზნესის მართვის გამოცდილება ჯერ არ გაქვს. თუმცა, გამოწვევები გადავლახეთ და საკუთარი რესურსებით განსხვავებული პროდუქტი წარვუდგინეთ მომხმარებლებს. თანამედროვე ბიზნესში ვფიქრობთ, რომ მთავარია კმაყოფილი მომხმარებელი. ჩვენ კი ვეცდებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ ერთმანეთისთვის ძვირფასი ემოციების ჩუქებასა და გაზიარებაში", − ანუკა კაკაბაძე.

Spacebox-ის კოსმიურ ყუთში კი ხელნაკეთი, ბელგიური რძიანი შოკოლადის ბურთები დაგხვდებათ. თითოეული შოკოლადის ბურთულა მზის სისტემაში არსებული პლანეტების ფორმას იმეორებს. შოკოლადის კოსმიურ გემოებში თავდაპირველი მოგზაურობის შემდეგ, SPACEBOX-ის ავტორები კიდევ არაერთ თემატურ და გემოვნურ სიახლეს გვპირდებიან.

"ჩვენი მიზანია, პროდუქტი მომხმარებლებს დიდ სიხარულს ანიჭებდეს. ამიტომაც, SPACEBOX-ი მუდამ იქნება მეტი, ვიდრე უბრალოდ შოკოლადის ყუთი. ბედნიერი მომხმარებელი კი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ფასდაუდებელი მონაპოვარია. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ, სხვადასხვა თემატიკით შექმნილი ლიმიტირებული ბოქსების გამოშვებასაც. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში შოკოლადის სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ და თქვენს ახალ გემოებში მოგზაურობაზეც მეტად ვიზრუნებთ", − ნუცა კირთაძე.

თქვენ კი, თუ ახალი წლის დაწყებისთანავე გამორჩეული შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მისაღებად მზად ხართ, SPACEBOX-ი ფერად გემოებში გამჯდარ ახალ შესაძლებლობას გპირდებათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს