Get All Access for $5/mo

სტარტაპმუზეუმები - რეცეპტების მუზეუმი საქართველოში ბოლო წლებში მოძლიერებულმა სტარტაპ ეკოსისტემამ ტრადიციული ტიპის საგამოფენო მუზეუმების გარდა, ქვეყნის დედაქალაქში არაერთ განსხვავებულ, შედარებით მცირე ზომის ორიგინალურ მუზეუმსაც მისცა დასაბამი, რომლებიც ვიზიტორებს სრულიად ახალ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

პავლე ინგოროყვას 22 ნომერში ორიგინალურ მუზეუმს წააყდებით, სადაც ძველი, თანამედროვე და ინოვაციური კერძების რეცეპტებია დაცული. აქ შესაძლებელია მნახველი გაეცნოს როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე საავტორო კერძების დამზადების საიდუმლოს. აღსანიშნავია, რომ რეცეპტების მუზეუმის სივრცეში, რეცეპტების გაცნობასთან ერთად, სივრცე ვიზიტორებსა და მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ინოვაციურ კულინარიულ ექსპერიმენტებშიც მოსინჯონ ძალები.

მუზეუმის სივრცე ხშირად მასპინძლობს ქართული ნაციონალური კერძების მასტერკლასებსა და ქართული ღვინის დეგუსტაციებს. აქვე შესაძლებელია Spy Recipe-ის სუნელების შეძენა, რაც ქართული კერძებისთვის საჭირო უკვე შენელებული სუნელების იშვიათ ნაკრებს წარმოადგენს. ასევე შეხვდებით ქართული კულინარიული თემატიკით შექმნილ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს. აღსანიშნავია, რომ რეცეპტების მუზეუმი ერთადერთი და უნიკალურია მთელ მსოფლიოში.

მუზეუმის დამფუძნებელი მაკო ქავთარაძეა. მისი მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც თავს მოუყრიდა როგორც ხალხურ, ასევე საავტორო რეცეპტებს როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი ან სულაც, სრულიად უცნობი მზარეულების ავტორობით, რათა კერძების უნიკალური რეცეპტები და მათი შექმნის ისტორია დავიწყებას არ მიეცეს.

საინტერესოა, რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის მუზეუმში ვიზიტისას, განსაკუთრებით საინტერესო ნაწილს ქართული კერძების მასტერკლასებში მონაწილეობა წარმოადგენს, როდესაც უშუალოდ ერთვებიან მზადების პროცესში და პარალელურად მის მომზადებას სწავლობენ, თუ რომელი სუნელი რომელ კერძში უნდა გამოიყენონ.

მუზეუმისთვის საკუთარი რეცეპტების შეთავაზება და გადაცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც სურს, კერძების მომზადების მისეული რეცეპტები სხვებსაც გაუზიაროს და უნიკალური მუზეუმის კოლექციების გამდიდრებაში წვლილი შეიტანოს.

მაკო ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს Spy Recipe-ის დამფუძნებელია, მუზეუმის გაფართოებასა და რეგიონებში საკუთარი ფილიალების გახსნას გეგმავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს