Get All Access for $5/mo

სტარტაპმუზეუმები - შოკოლადის მუზეუმი საქართველოში ბოლო წლებში მოძლიერებულმა სტარტაპ ეკოსისტემამ ტრადიციული ტიპის საგამოფენო მუზეუმების გარდა, ქვეყნის დედაქალაქში არაერთ განსხვავებულ, შედარებით მცირე ზომის ორიგინალურ მუზეუმსაც მისცა დასაბამი, რომლებიც ვიზიტორებს სრულიად ახალ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაჩაბელის 17-ში საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური კონცეფციის სივრცეს გადაეყრებით. შოკოლადის მუზეუმის სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სრულიად ნატურალური შავი და თეთრი, ცხელი შოკოლადი და ამავდროულად, დაათვალიეროს ხელნაკეთი მანქანების კოლექციების უნიკალური ნიმუშები.

აქვე წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული შოკოლადის პროდუქცია და შოკოლადის შადრევანი. ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ ცხელი შოკოლადი და გაეცნონ ქართული შოკოლადის ღირსებას. ასევე სტუმრები ადგილზე გაიგებენ, თუ რატომ არის შოკოლადი პატივისცემის გამოსახატი და რატომ უნდა ვიკვებოთ ნატურალური შოკოლადით.

მუზეუმს ხშირად სტუმრობენ სკოლებიდან, ბაღებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან. სტუმრებს უტარდებათ საინფორმაციო ლექცია შოკოლადის ისტორიაზე და ადგილზე ეცნობიან არაერთ საინტერესო მასალას. შოკოლადის მუზეუმი 2018 წელს, შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა მისი ისტორია აქ არ იწყება. კომპანია, რომელმაც შოკოლადის მუზეუმი გახსნა, 2009 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს „ქართულ შოკოლადს", რომელსაც წარმოების დიდი გამოცდილება აქვს და რომლის პროდუქციასაც, მისი განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელი თვისებების გამო, ქართული ოლიმპიური სპორტსმენები ხშირად მოიხმარენ.

სპეციალურად შოკოლადის მუზეუმისთვის, კაკაოს უმაღლესი ხარისხის მარცვალი კოტ-დ'ივუარიდან ჩამოდის და მისგან საქართველოში სრულიად ნატურალური შოკოლადი, კაკაოს ცხიმი და კაკაოს ფხვნილი იწარმოება. ნამდვილი შოკოლადის მოყვარულებს კი მისი დაგემოვნება შოკოლადის მუზეუმის სივრცეში სტუმრობით შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

"მარილი გემოვნებით"

ლიდერობის მთავარი ინგრედიენტები ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად