Startup Grind Tbilisi-მა საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს უმასპინძლა Bill Reichert, Jonathan Tower, Marvin Liao ქართული სტარტაპ აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

26 თებერვალს Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებით, სამუშაო სივრცე "ტერმინალში" საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა.

Bill Reichert, Jonathan Tower, Marvin Liao წარმოადგენენ საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და მისცეს რჩევები ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის რეჟიმში და აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა პასუხები მიეღო მათთვის სასურველ კითხვებზე.

ღონისძიების მიზანი გახლდათ საქართველოში ინვესტირების პოპულარიზაცია, სტარტაპერების წახალისება და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებას ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სტარტაპ საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო სტარტაპერებს, ექსპერტებს და ინვესტორებს შორის კავშირების დამყარებას. ე.წ. ნეთვორქინგის დროს, მათ საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაეცნოთ საინტერესო ადამიანები და მიეღოთ ახალი ინფორმაცია სტარტაპ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი.

მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის ,,500 სტარტაპის" მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში Yahoo.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათანმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში, საწარმო, სასაზღვრო ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის მიმართულებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

ინსპირაცია

"გსურთ, რომ ცნობილი იყოთ?.."

ბოზომა სენტ ჯონი ისეთი მაღალი დონის კომპანიების მარკეტოლოგი იყო, როგორებიც არიან Netflix, Uber და Apple. "თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ", − ამბობს ის, − "საკუთარი თავის მარკეტინგის არ უნდა მოგერიდოთ".