Get All Access for $5/mo

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Simon & Schuster

არცერთ ანტრეპრენერს არ გამოუწვევია ისეთი დიდი აღფრთოვანება და დავა ბოლო 50 წლის განმავლობაში, როგორიც სტივ ჯობსს. გასაოცარი არაფერია, იგი სრულიად უჩვეული ადამიანი იყო. გენიოსი, რომელმაც საჯარო გამოსვლები და კომპიუტერის დიზაინი ხელოვნებად აქცია. ობოლი, რომელმაც პირველი შვილის მამობაზე უარი განაცხადა. ნოვატორი, რომელმაც ისე ააშენა ტექნოლოგიური იმპერია, კოლეჯში სწავლა არ დაუსრულებია. ადამიანი, რომელიც აიძულეს თავისი დაარსებული კომპანიიდან წასულიყო. ავადმყოფი, რომელმაც პანკრეასის კიბოს მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებზე უარი განაცხადა.

მეოცნებე, რომელმაც ცხოვრების 56 წელიწადში იმაზე მეტი მოასწრო, რასაც ადამიანთა უმრავლესობა რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში თუ შეძლებდა. გაეცანით სტივ ჯობსის შესანიშნავი და მშფოთვარე ცხოვრების 20 ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს.

1955: სტივ ჯობსი დაიბადა და გააშვილეს

1954 წელს, ორსული ჯოანა ქეროლ შიბლის მამამ შვილს ქორწინების უფლება არ მისცა სირიაში დაბადებულ აბდულფატა "ჯონ" ჯანდალისთან. ჯოანას 1955 წლის 24 თებერვალს ბიჭუნა შეეძინა და მის გასაშვილებლად წყვილი აირჩია. მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ გოგონას აყვანა სურდათ. მოგვიანებით, ბიჭუნა პოლ და კლარა ჯობსების ოჯახში აღმოჩნდა, კოლეჯი არცერთს არ ჰქონდა დამთავრებული. ბავშვის დედამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, შეეცადა შვილი სხვა ოჯახისთვის მიეშვილებინა, თუმცა უკან დაიხია, როდესაც ჯობსების ოჯახმა პირობა დადო, რომ მის ბიოლოგიურ შვილს განათლებას კოლეჯში მიაღებინებდნენ.

1971: ჯობსი ვოზნიაკს ხვდება

ვოზნიაკი და ჯობსი (Apple-ის ბრენდის შემქმნელები) ერთმანეთს კუპერტინოს ჰომსტიდის სკოლამ (კალიფორნიაში) და საერთო მეგობარმა − ბილ ფერნანდესმა (და Apple-ის მომავალი თანამშრომელი) შეახვედრა. ჯობსი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. ამ დროს ვოზნიაკი კოლორადოს უნივერსიტეტის პირველი კურსიდან გარიცხეს. მიზეზი კომპიუტერულ სისტემაში შეჭრა იყო. იგი იძულებული გახდა, კალიფორნიაში დაბრუნებულიყო.

ფერნანდესი ფიქრობდა, რომ ვოზნიაკი და ჯობსი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ.

რატომ?

როგორც ვოზნიაკი, ABC News- თან ინტერვიუში იხსენებს: "იმის გამო, რომ მას [ჯობსს] ელექტრონიკაც უყვარდა და ხუმრობაც".

1972: ჯობსი რიდს კოლეჯში ჩაირიცხა და სწავლა მიატოვა

პოლ და კლარა ჯობსებმა ჯოან შიბლთან დადებული პირობა შეასრულეს და სტივი სასწავლებლად რიდ კოლეჯში, პორტლენდში გააგზავნეს. მაგრამ მას ჰუმანიტარული საგნები არ მოსწონდა, სავალდებულო საგნების ლექციებს აცდენდა და ცეკვას ამჯობინებდა. ასეთი სწავლისა და კოლეჯის გადასახადის გამო, იძულებული გახდა რიდიდან წასულიყო, თუმცა მეცადინეობებს მაინც ესწრებოდა. სწორედ კოლეჯის კალიგრაფიის კურსის დამსახურებაა Mac-ს უამრავი და თანაც ასე პროპორციულად განლაგებული შრიფტები რომ აქვს.

1976: Apple-ი ჯობსის ავტოფარეხში ჩაისახა

ვოზნიაკმა Apple Mac I შექმნა და ჯობსს აჩვენა. მან გაყიდვა ურჩია. ჯობსმა თავისი მანქანა, ვოზნიაკმა კი თავისი კალკულატორი HP გაყიდა და ასე გაუჩნდათ საწყისი ფული. მათ და რონალდ ვეინმა Apple-ის კომპიუტერი ჯობსის ავტოფარეხში შექმნეს. ვოზნიაკს ყურადღება კომპიუტერის ტექნიკურ ასპექტებზე ჰქონდა გამახვილებული, ხოლო ჯობსს, გაყიდვებსა და ინვესტორების მიზიდვაზე.

Apple Mac I-ის პროტოტიპი 2016 წლის 26 აგვისტოს $815,000-ად გაიყიდა. CNN-ის ცნობით, მათგან სამუშაო მდგომარეობაში დღეს მხოლოდ 6 ცალია.

1978: ჯობსს ქალიშვილი ლიზა შეეძინა, მაგრამ მამობაზე უარი განაცხადა

ჯობსმა კრისან ბრენანი ჰომსტიდის სკოლაში გაიცნო. რამდენიმე წელიწადი ერთად იყვნენ. 1978 წლის 17 მაისს, 23 წლის ჯობსს ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. სტივმა მამობაზე უარი განაცხადა, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მამა ის იყო და ბავშვის მოსავლელად ყოველთვიურად $385 უნდა გადაეხადა. ეს თანხა Apple-ის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ $500-მდე გაიზარდა.

ჯობსმა ბრენენს 1985 წელს მოუხადა ბოდიში და პირველ შვილთან ურთიერთობა დაიწყო, მაშინ პირველად წავიდა Apple-იდან. ასე გახდა 9 წლის გოგონა ლიზა ბრენან-ჯობსი.

1984: Apple-ს ბაზარზე Macintosh-ი გამოაქვს

Apple-ი ბაზარზე პირველად 1983 წელს გამოჩნდა. მართალია, მხოლოდ 100,000 Apple Lisa გაიყიდა, მაგრამ ეს მოდელი ერთ წელიწადში Apple Macintosh-ის შექმნის შთაგონების წყარო გახდა. ამ კომპიუტერს შემქნელებმა სუპერთასზე ისტორიული $1 მილიონიანი რეკლამა გაუკეთეს, ჯობსი პირველად გამოვიდა Mac-ის შესახებ სიტყვით. იგი IBM PC-ისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობდა, მაგრამ მაღალი ფასისა და პროგრამული უზრუნველყოფის არქონის გამო, ეს ვერ შეძლო.

1985: ჯობსი Apple-ის თანამდებობიდან გადადგა და NeXT-ი დააარსა

Apple-ში დაპირისპირება მოხდა. ჯობსი საბჭოს თავმჯდომარე იყო და თავისი Macintosh-ის პროექტის გასახორციელებლად იბრძოდა, ხოლო ჯონ სკალი კი, გენერალური დირექტორი, Apple II-ის პროეტს უჭერდა მხარს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივემ სცადა კომპანიიდან ერთმანეთის გაძევება. ჯობსის გეგმა ჩაიშალა და სკალიმ შეატყობინა, რომ საკმარისი ხმები ჰქონდა მისი თანადამაარსებლის გარეშე Apple-ის რეორგანიზაციის ჩასატარებლად. ჯობსი გადადგა, თან კომპანიის 5 მთავარი თანამშრომელი გაიყოლა. მათთან ერთად შემდეგი კომპიტერული კომპანია, NeXT-ი დააარსა.

სკალი კი, Apple-ის საბჭოდან 1993 წელს გამოაძევეს.

1989: ჯობსმა ლორენ პაუელი გაიცნო

ლორენ პაუელი პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სტენფორდის ბიზნესის სკოლის სტუდენტი იყო, როდესაც სტივენ ჯობსის ლექციას დაესწრო. ეს 1989 წლის ოქტომბერში მოხდა. ჯობსი პირველივე ნახვით მოიხიბლა და ლექციის შემდეგ სადილზე მიიწვია. ერთ წელიწადში, ახალ წელს ცოლობა სთხოვა. ისინი სტივის გარდაცვალებამდე ერთად იყვნენ.

1991: ჯობსი ლორენს ცოლად ირთავს

ჯობსი და პაუელი 1991 წლის 18 მარტს დაქორწინდნენ. ბუდისტური ცერემონია სასტუმრო Ahwahnee-ში, იოშემიტის ეროვნულ პარკში ჩატარდა. სექტემბერში პირველი შვილი, რიდი შეეძინათ, 1995 წლის აგვისტოში ერინი, დაბოლოს, 1998 წელს − ევა.

1996: Apple-მა NeXT-ი იყიდა

Apple-მა 1996 წელს გამოაცხადა, რომ ჯობსის NeXT-ის შეძენას $427 მილიონად გეგმავდა. ჯობსს ამ პროექტის დაწყება $7 მილიონი დაუჯდა და პროექტის დაფინანსება სხვა წყაროდან მოგვიანებით განხორციელდა. პროექტში ინვესტირება მილიარდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა როს პერომ მოახდინა. ასე დაუბრუნდა ჯობსი იმ კომპანიას, რომლის შენებაც ავტოფარეხში დაიწყო.

1997: ჯობსი Apple-ის გენერალური დირექტორი გახდა

1997 წელს, როცა Apple-ის აქციების ფასი მინიმუმამდე დაეცა (ნაწილობრივ, 1.5 მილიონის აქციების ანონიმური გაყიდვის გამო), კომპანიამ ასეულობით მილიონი დაკარგა. ჯობსმა მოახერხა და დირექტორთა საბჭო დაარწმუნა, რომ მაშინდელი გენერალური დირექტორი გილ ამელიო გადაეყენებინათ. ასე დაიკავა დროებით მისი თანამდებობა, ოფიციალურად კი კომპანიის გენერალური დირექტორი 2000 წლიდან გახდა.

1998: Apple-ს ბაზარზე iMac გამოაქვს

მესამე თაობის Apple's Macintosh-ის პროგრამა $1,299-ად გაიყიდა. iMac-ი იმ პირველ კომპიუტერთა შორის იყო, რომელიც დრეკადი მაგნიტური დისკების ამძრავზე (დრაივერზე) კი არა, USB პორტებზე იყო დამყარებული. ჯობსმა და ინდუსტრიული დიზაინის ახალმა შეფმა ჯონათან ივმა, კომპიუტერის დიზაინიც შეცვალეს და მისი ვებშესაძლებლობებიც. iMac-ის დასახელებაში პირველი ასო - i, ინტერნეტს ნიშნავს. სტივენ ჯობსს MacMan-ის დარქმევა სურდა, მაგრამ სარეკლამო აგენტმა კენ სიგალმა გადააფიქრებინა.

2001: Apple-ს ბაზარზე iPod-ი გამოაქვს

პირველი iPod-ი ბაზარზე 2001 წლის 23 ოქტომბერს გამოჩნდა, მისი სიმძლავრე 5-10 გიგაბაიტი იყო და $399-ად გაიყიდა. მართალია, ბაზარზე გვიან გამოჩნდა, მაგრამ წლის ბოლომდე 100,000-ზე მეტი გაიყიდა. შემდეგი სამი წელიწადი დიდად წარმატებული არ იყო, 2004 წელს iPod-ის გაცილებით წარმატებული Mini, Nano, Color, Shuffle და Touch მოდელები გამოვიდა.

2003: ჯობსს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

2003 წლის ოქტომბერში ჯობსს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შესახებაც თანამშრომლებს მხოლოდ ერთ წლის შემდეგ გამოუცხადა. სტივმა ექიმების რეკომენდაციები არ შეასრულა და არატრადიციულ, ნატურალურ სამკურნალო საშუალებებს მიმართა.

2006: Disney-მ Pixar-ი $7.4 მილიარდად შეიძინა

Disney-მ 2006 წლის იანვარში ჯობსის Pixar-ი შეიძინა. ჯობსმა კომპანია, რომელიც $10 მილიონად დააარსა, ახლა 7.4 მილიარდად გაყიდა. ამასთან ერთად, ამ ტიპის სრული ტრანზაქციის გამო, თავისი 7%-ით Walt Disney Company-ის უდიდესი აქციონერი გახდა.

2007: Apple-მა iPhone-ი შექმნა

ჯობსმა iPhone კონცეფცია 2007 წლის იანვარში წარადგინა და პირველად ბაზარზე იმავე წლის 29 ივნისს გამოჩნდა. Apple-მა 2007 წელს 3.7 მილიონი iPhone-ი გაყიდა, 2008 წელს 13,7 მილიონი, ხოლო 2009 წელს − 25.1 მილიონი. ეს ციფრი ყოველ წელს მკვეთრად იზრდებოდა. გაყიდვებმა პიკს (დროებით) 231.5 მილიონით, 2015 წელს მიაღწია.

2010: Apple-მა iPad-ი გამოუშვა

პირველი iPad-ი ბაზარზე 2010 წლის 3 აპრილს გამოჩნდა, მისი სიმძლავრე 16-64 გიგაბაიტი იყო, ღირებულება $499-$829-ს შორის მერყეობდა. iPad-ის გაყიდვებმა (68 მილიონი ცალი) პიკს 2014 წელს მიაღწია. მართალია, ტაბლეტების გაყიდვის ტემპი მთელ მსოფლიოში დაეცა, მაგრამ ბაზარზე Apple-ი მეორე ადგილს (26%) ფლობს, Samsung-ის შემდეგ.

2011: ჯობსი Apple-ს ტოვებს

ჯობსი თანამდებობიდან 2011 წლის აგვისტოში გადადგა. საბჭოს კი, ასეთი წერილი მისწერა: "ყოველთვის ვამბობდი, რომ მაშინვე შეგატყობინებდით თუ ოდესმე დადგებოდა დრო და Apple-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ჩემი მოვალეობის შესრულებას ვეღარ შევძლებდი. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა... დარწმუნებული ვარ, Apple-ს წინ აქვს ნათელი და ინოვაციური დღეები. კომპანიას უკვე სხვა როლში დავაკვირდები და ხელს შევუწყობ წარმატებების მიღწევაში ".

2011: გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი

სტივი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის გვერდით მეუღლე, შვილები და დები იყვნენ. გონება 4 ოქტომბერს გაეთიშა. როგორ მისი და მონა სიმპსონი New York Time -თან იხსენებს, მისი ბოლო სიტყვები იყო: "ერთი შეხედე, ერთი შეხედე, ერთი შეხედე".

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა