Get All Access for $5/mo

"ტერაბანკი" ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად 2020 წელს "ტერაბანკმა" 50 ბიზნესკლიენტის დასახმარებლად ახალი პროექტი წამოიწყო და თითოეული მათგანი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მომსახურებების პაკეტებით დაასაჩუქრა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Terabank

"ტერაბანკი" საკუთარი ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, Entrepreneur-ი კი თქვენთვის მათ გაცნობას ამჯერადაც განაგრძობს. როგორც ჩვენს წინა გამოცემებში მოგიყევით, არცთუ მარტივ 2020 წელს "ტერაბანკმა" 50 ბიზნესკლიენტის დასახმარებლად ახალი პროექტი წამოიწყო და თითოეული მათგანი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მომსახურებების პაკეტებით დაასაჩუქრა. ბანკმა განსაკუთრებით მომხმარებელთა საქმიანობების გაციფრულებაზე იზრუნა, რაც დღეს ნებისმიერი ბიზნესის სრულფასოვანი ოპერირებისთვის პრაქტიკულად აუცილებლობას წარმოადგენს.

"როცა გაზაფხულზე პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს, და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", − ამბობენ "ტერაბანკში".

50 ბიზნესკლიენტს შორის არიან პოპულარული ბიზნესები − კომპანია "ჰერბია" და რესტორანი "თევზის სახლი". "ჰერბიას" ეკოლოგიური პროდუქცია არაერთი სუფრისა თუ კერძის განუყოფელი ნაწილია, რესტორანი "თევზის სახლი" კი საკუთარ სივრცეში თევზისა და ზღვის პროდუქტებით მრავალ ადამიანს გემრიელად მასპინძლობს.

"ჰერბია"

კომპანია "ჰერბია" ქართულ ბიზნესსივრცეში 2006 წელს გამოჩნდა და სულ მალე სათბურში მოყვანილი მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად იქცა. გარდა ამისა, ის იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ამგვარი პროდუქციის შეფუთვა-დაფასოება დაიწყო. "ჰერბია" Global Gap-ის პრესტიჟულ სერტიფიკატსაც ფლობს, რომელიც ადასტურებს, რომ იგი მწვანილსა და ბოსტნეულს სასუქის გარეშე აწარმოებს. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სეზონზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში იყიდება.

"ჰერბიას" სათბურები დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოში, 3 ჰექტარზეა განთავსებული. იქვე მდებარეობს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა და დასაფასოებელი საამქროც, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო დანადგარებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის უმთავრეს პრინციპს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება წარმოადგენს.

პანდემიის პირველი წელი კომპანიისთვის, ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც წინსვლისა და უწყვეტი მუშაობის პერიოდად იქცა. ტრადიციული პროდუქტების გარდა, "ჰერბიას" ჩამონათვალში უკვე მწვანილისა და ბოსტნეულის ნატურალურ აჯიკებს, სოუსებსა და პესტოებსაც შეხვდებით. კომპანია კი სიახლეების დანერგვას კვლავაც აგრძელებს და ამ პროცესში მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ "ტერაბანკის" პროექტია.

"2021 წელს ჰერბია ახალი მიმართულების − მიტანის სერვისის დამატებას გეგმავს. ამ მომსახურების ფარგლებში, მომხმარებლებს იმერეთის სოფლებში შეგროვებულ ნატურალურ (სოფლის) ხორცს, ქათამს, კვერცხს, ყველსა და რა თქმა უნდა, "ჰერბიას" მრავალფეროვან პროდუქტებს შევთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტის შექმნაში, სწორედ "ტერაბანკი" დაგვეხმარა. უკვე შეგვიძლია ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებამდე უფრო მარტივად მივიტანოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ", − აღნიშნავს კომპანიის მენეჯერი, დავით ჯანელიძე.

"ჰერბია" გეგმავს, რომ მალე მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტები უკვე ონლაინსივრცეში, შინ მიტანითაც შესთავაზოს.

რესტორანი "თევზის სახლი"

რესტორანი "თევზის სახლი", რომელიც 2019 წელს გაიხსნა, კომპანია "ალგის" ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. თავად "ალგმა" კი საქმიანობა ჯერ კიდევ 2003 წელს, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცისარტყელა კალმახისა და ზუთხის მოშენებით დაიწყო.

"ჩვენს სტუმრებს დაახლოებით 50-მდე სახეობის თევზისა და ზღვის პროდუქტის კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული თონეში შებრაწული ზუთხი და ორაგულია. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის პიონერები საქართველოში სწორედ ჩვენ ვართ", − ამბობს "ალგის" დამფუძნებელი ალექსანდრე დადიანიძე.

2020 წელი მსოფლიოსა და მთლიანად ბიზნესისთვის რთული იყო, თუმცა სარესტორნო სექტორი ამ პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევებისა და დილემების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის თანმდევი შეზღუდვების გამო, რესტორნები თვეობით დაიკეტა, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ კი მათ სპეციალური გრაფიკისა და წესების დაცვით მოუწიათ მუშაობა. შექმნილი მძიმე ფონის მიუხედავად, "თევზის სახლმა" როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების სრული მობილიზებითა და მენეჯმენტით, კრიზისის გადალახვა შეძლო და სტუმრების მასპინძლობას ახლაც აგრძელებს, თანაც ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებით.

"ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, მნიშვნელოვან როლს ციფრული მარკეტინგი ასრულებს. კომპანია Facebook, Instagram, tripadvisor-გვერდებს წარმატებით მართავს და მომხმარებელს სიახლეებს აცნობს. "ტერაბანკის" დახმარებით კი შევქმენით ვებგვერდიც, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას", − გვიყვება ალექსანდრე დადიანიძე.

ციფრული მარკეტინგის სტრატეგიასთან ერთად, რესტორან "თევზის სახლსა" და მის გუნდს კიდევ მრავალი გეგმა და მიზანი აქვს. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა დამთავრების შემდეგ, რესტორანი მნიშვნელოვნად გაფართოვდება და დამატებით კიდევ 50-60 ადამიანის მასპინძლობას შეძლiew ებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?