The Article – სადაც დეველოპერული ბიზნესი ინტუიციიდან ოპერაციულ არქიტექტურაზე გადადის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს დეველოპერულ და სამშენებლო სექტორში ბოლო წლების მოცულობითი ზრდის ფონზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დისბალანსი ეკონომიკურ ექსპანსიასა და კომპანიების შიდა ოპერაციული სტრუქტურის სიმწიფეს შორის. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიების უმეტესობა კვლავ ინტუიციურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, უგულებელყოფს რა მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სისტემური მართვის უპირატესობას. ეს ჩამორჩენა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება სამ კრიტიკულ ფუნქციაზე: ბაზრის კვლევაზე, სტრატეგიულ მარკეტინგსა და გაყიდვების მექანიზმებზე.
The Article სწორედ ამ სიცარიელეში ჩნდება – როგორც პროფესიონალების ერთიანი გუნდი, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებთან და მათთვის ინოვაციურ ოპერაციულ არქიტექტურას ქმნის.
რა იყო კომპანიის დაფუძნების მოტივაცია, რა პრინციპებზე დგას The Article და როგორია სამომავლო გეგმები? – ამ საკითხებზე Entrepreneur-თან კომპანიის დამფუძნებელმა დირექტორმა, ავთანდილ აროშიძემ ისაუბრა.
რა არის The Article?
The Article არის პროფესიონალების ერთობლიობა, რომლებიც მუშაობენ ექსკლუზიურად და დეველოპერულ-სამშენებლო კომპანიებისთვის ქმნიან ინოვაციურ ოპერაციულ არქიტექტურას – სტრუქტურას, სადაც გაყიდვები, მარკეტინგი, ტექნოლოგია და კვლევები ერთიან, შეთანხმებულ სისტემად მუშაობს.
ყველა სტრატეგია, რომელსაც The Article ქმნის, ეფუძნება ბაზრის მიმდინარე კვლევებს, ქცევით ტენდენციებს და დეველოპერული სექტორის ანალიზს, რის შედეგადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა ინტუიციით, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით.
ბევრი კომპანია დღეს სიტყვა "ინოვაციას" ისე იყენებს, ძირითადად სიტყვად რჩება. თქვენ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ The Article ინოვაციურია?
ჩვენთვის ინოვაცია დეკლარაცია კი არა, შედეგამდე მისვლის გზაა. თუ ტექნოლოგია ყოველდღიურ პროცესში არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია რეალურად არც გაქვს.
The Article-ში ინოვაცია არის პრინციპი: პრობლემას ვუყურებთ ისე, როგორც ინჟინერი უყურებს კონსტრუქციას – სანამ არ გაიგებ, რომელ წერტილში ზიანდება სტრუქტურა, ვერ ააშენებ გამძლე და უსაფრთხო შენობას.
ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც ბიზნესის სუსტი წერტილები უხილავი აღარ არის. როცა სისუსტე ჩანს, უკვე შეიძლება სწორი არქიტექტურის აშენება – მარკეტინგში, გაყიდვებსა და მთლიან პროცესებში.
თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ The Article არ არის "რჩევების მიმწოდებელი" კომპანია. რას ნიშნავს ეს?
რჩევები შედეგს ვერ ქმნის – შედეგს ქმნის სისტემა. ამიტომ The Article არ არის "კონსულტანტი", რომელიც თეორიულ რეკომენდაციებს გასცემს და მიდის. ჩვენ ვქმნით ოპერაციულ ჩარჩოს, სადაც სტრატეგია და შესრულება ერთიან სივრცეშია მოქცეული.
ეს ნიშნავს, რომ დეველოპერთან ერთად ვაშენებთ პროცესს, რომელსაც რეალურად შეუძლია იმუშაოს – არა დღით, არამედ თვეობით და წლებით. ჩვენ არ გვაინტერესებს თეორიული მოდელები, რომლებიც რეალურ ბაზარზე არ მუშაობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მუშაობს ახლა, რა იმუშავებს მომდევნო 6 თვეში, როგორ ავაგოთ ისეთი სისტემა, რომელიც პროგნოზირებად შედეგს ქმნის – იმედზე კი არა, ოპერაციულ ლოგიკაზე დაყრდნობით.
რატომ ფიქრობთ, რომ ქართულ ბაზარს ასეთი მიდგომა ახლა განსაკუთრებით სჭირდება?
ბოლო წლების განმავლობაში დეველოპერულმა და სამშენებლო კომპანიებმა ძალიან სწრაფად განიცადეს ზრდა, თუმცა ამ ზრდას სტრუქტურული განვითარება არ მოჰყვა. შედეგად, დაიკარგა დიდი პოტენციალი, რაც სწორედ სისტემების არარსებობის გამო მოხდა.
დღეს დეველოპერებს სჭირდებათ სიზუსტე და გამოთვლა – არა სპონტანური რეკლამა ან ერთჯერადი კამპანია, არამედ პროცესები, რომლებიც მუდმივად აძლევს ანგარიშგებად და პროგნოზირებად შედეგს. ჩვენ ვამბობთ: "მოდი, შევქმნათ სისტემა, რომელიც ყოველ ჯერზე მუშაობს – პროექტიდან პროექტამდე, გუნდიდან გუნდამდე".
ეს არის მიზეზი, რატომაც The Article დღეს განსაკუთრებით საჭიროა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე – რადგან ზრდის შემდეგ გარდაუვალია სტრუქტურის შექმნა, თუკი კომპანიას სურს სტაბილურობა, პროგრესი და რეალური შედეგი.
რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში, მარკეტინგის და გაყიდვების კუთხით და როგორია თქვენი თვალით დანახული ოპერაციული არქიტექტურა?
ყველაზე დიდი პრობლემა არის დროისა და რესურსების დაკარგვა. დეველოპერულ კომპანიებში ხშირად ჩანს, რომ იქ, სადაც მსოფლიოში 10 ნაბიჯი საკმარისია, ჩვენთან იმავე მიზნის მისაღწევად 30 ნაბიჯს დგამენ. ეს ხდება იმიტომ, რომ პროცესები არ არის გამართული და გუნდი არ მუშაობს ერთიან სისტემაზე.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის გაყიდვებსა და მარკეტინგს შორის ხიდჩატეხილობა. ხშირად ეს ორი გუნდი ერთმანეთის პროცესებს მხოლოდ ზედაპირულად იცნობს – რაც ნიშნავს იმას, რომ შედეგი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და არა მექანიზმზე.
ჩვენ ვამატებთ ერთ უმთავრეს წესს: "თუ შედეგი საერთო არ არის – არც პროცესია საერთო". The Article ქმნის ოპერაციულ არქიტექტურას, სადაც ყველა გუნდი ერთ ენაზე ლაპარაკობს, ერთ მონაცემს ეყრდნობა და ერთ მიზანზე მუშაობს.
თქვენ ხშირად ამბობთ, რომ The Article ბრენდს "ხანგრძლივ სიცოცხლეს" აძლევს. რას გულისხმობთ?
ბრენდი მხოლოდ ის არ არის, რასაც კომპანია დღეს აკეთებს – ბრენდი არის ის, რასაც კომპანია შეძლებს გააკეთოს მომავალშიც, რამდენად მდგრადია მისი სისტემა და რამდენად შეუძლია ადაპტირება.
The Article ქმნის ოპერაციულ მოდელს, სადაც ბრენდის "სიცოცხლე" აღარ არის დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე ან გუნდის განწყობაზე.
ეს ნიშნავს, რომ თუ თანამშრომელი შეიცვალა, სისტემა არ იშლება. ყველა პროცესი, მონაცემი და სისტემა დამოუკიდებლად მუშაობს. თუ ბაზარი შეიცვალა, სისტემა ავტომატურად ეგუება ახალ რეალობას, რადგან სტრატეგიები ეფუძნება მონაცემების კვლევებს და არა ერთჯერად ინტუიციას.
თუ კონკურენცია გაიზარდა, სისტემა თავად აჩვენებს ახალ შესაძლებლობებს. ანალიტიკა გვაძლევს მიმართულებას, სად არის ზრდის პოტენციალი. ეს არის ბრენდის ნამდვილი სიცოცხლე – როცა ბიზნესი არ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ინდივიდსა ან ერთ პროექტზე.
ეს არის სტაბილურობა, რომელიც პრემიუმ დონეა – არა მხოლოდ ლამაზი ვიზუალი, არამედ სისტემა, რომელიც დგას და მუშაობს წინააღმდეგობების მიუხედავად.
ბევრ კომპანიას ეშინია ტექნოლოგიებზე გადასვლის. თქვენთან როგორ მუშაობს ეს პროცესი?
ჩვენ ტექნოლოგიას ვაშორებთ "რთული და დამღლელი პროცესის" სტატუსს და ვაქცევთ ბიზნესის ყოველდღიურ ინსტრუმენტად. ტექნოლოგია მაშინ არის ფასეული, როდესაც სტრესს კი არ გმატებს, გიმარტივებს საქმეს, გაძლევს ზუსტ მონაცემებს და გიზოგავს დროს.
The Article-ში ყველა პლატფორმა და სისტემა ისეა აწყობილი, რომ დეველოპერის გუნდს აღარ სჭირდება 20 Excel-ფაილი, 10 სხვადასხვა სია და მუდმივი შეცდომების შესწორება. ყველაფერი ერთ სისტემაშია თავმოყრილი – ერთ მონაცემზე, ერთ სიმართლესა და ერთ გადაწყვეტილებაზე.
ეს მოდელი იძლევა საშუალებას, რომ გაყიდვებმა იმუშაონ სწრაფად და გამჭვირვალედ, მარკეტინგმა იმუშაოს რეალურ ანალიტიკაზე დაყრდნობით და მენეჯმენტმა მიიღოს სწორი და დროული გადაწყვეტილებები.
ტექნოლოგიაზე გადასვლა ჩვენთან ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, პროცესების გამარტივებით, ისე, რომ გუნდი თავად ხედავს, როგორი კომფორტული და ეფექტიანია ყოველდღიური მუშაობა.
დაბოლოს – რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც უძრავი ქონების შეძენაზე ფიქრობს?
უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ბინის, სახლის ან ფართის ფლობა არ არის – ეს არის ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე, სტაბილურობასა და კომფორტზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ პროცესში იყვნენ სანდო პარტნიორები, რომლებიც მხოლოდ გაყიდვებზე კი არა, სისტემურ ხარისხსა და მომხმარებლის დაცვაზე ზრუნავენ.
როდესაც თითოეული დეტალი, სამშენებლო პროცესი, დოკუმენტაცია, ვადები, ფინანსური პროგნოზები და პროდუქტის სტანდარტები მკაცრად არის კონტროლირებული, მომხმარებელი გადაწყვეტს არა მოლოდინებით, არამედ რეალურ საფუძველზე. ასეთი მიდგომა იძლევა ორ მთავარ შედეგს: ინვესტიციის უსაფრთხოება და ფინანსური მოგების გაზრდის შესაძლებლობა. ადამიანს შეუძლია მშვიდად იცხოვროს, გააქირაოს ან გამოიყენოს ქონება, როგორც გრძელვადიანი აქტივი, რადგან იცის, რომ პროექტის უკან დგას გუნდი, რომელიც პასუხს აგებს პროცესსა და შედეგზე.
ამიტომ ყველას, ვინც უძრავი ქონების შეძენას განიხილავს, ვეტყოდი ერთს: აირჩიეთ არა მხოლოდ ბინა, არამედ ცხოვრების სტილი, სწორად აწყობილი სისტემა, რომელიც თქვენს ინტერესებს იცავს. სწორად შერჩეული დეველოპერი და გამართული ბიზნესარქიტექტურა ქმნის იმ კომფორტს, სადაც ინვესტიცია იზრდება, რისკები მცირდება და გადაწყვეტილება ნამდვილად ღირებული ხდება.
The Article სწორედ ამას უზრუნველყოფს, – სანდო გარემოს, ხარისხიან პროდუქტსა და სტაბილურ საფუძველს თქვენი მომავლისთვის.