Get All Access for $5/mo

თინე • Tine - ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მცირე ბიზნესის წამოწყების იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, თუმცა განხორციელებაზე მაშინ დავფიქრდი, როცა მივხვდი, რომ სხვისი გრაფიკის მიხედვით მუშაობას ვერ შევძლებდი. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა ვარ, მოგეხსენებათ, ეს რამხელა ენერგიას, შრომას და დროს მოითხოვს, ამიტომ გადავწყვიტე, სახლიდან დამეწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მომწონდა და კარგად გამომდიოდა", - თიკო კიკალეიშვილი, "თინეს" დამფუძნებელი.

როგორც თიკო გვიყვება, ბიზნესის წამოწყება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა საყვარელი საქმის კეთებას. თავიდან ფიქრობდა, რომ ეს მისთვის შემოსავლის წყარო გახდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სფეროში საკუთარი თავი იპოვა და მცირე დროში მიაღწია წარმატებას.

"რა თქმა უნდა, ეს დიდ გამბედაობას, ენერგიას, დროს და რესურსს მოითხოვდა. ვფიქრობდი, რომ შვილისთვის საკმარისი დროის დათმობას ვერ მოვახერხებდი და გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის შეთავსება. თანაც არ მქონდა გამოცდილება ბიზნესსამყაროში. თუმცა, ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დედობას და საქმიანობას დიდი სიყვარულით ვუთავსებ ერთმანეთს", - გვიყვება თიკო.

მიაჩნია, რომ მთავარი სურვილი, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენაა. თუ დაიჯერებთ, მაშინ აუცილებლად შეძლებთ. საქმის დაწყება არ უნდა გადადოთ და არ დაელოდოთ, როდის იქნებით მზად.

"ჩემი აზრით, ანტრეპრენერი არის გამბედავი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი. ვფიქრობ, ეს თვისებები მიზნისკენ სვლაში ყველაზე მთავარია. შეგიძლიათ სასურველი საქმიანობა მცირე ბიზნესიდან მთავარ შემოსავლის წყაროდ აქციოთ და წარმატებას მიაღწიოთ".

"თინე" ხელნაკეთ ნივთებს, საახალწლო დიზაინს, სახლის დეკორაციებსა და სუფრებს ქმნის. ყველაფერს, რაც საჭიროა თქვენი სახლისთვის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. ბრენდის მთავარი ინსპირაცია სილამაზე და ესთეტიკაზე ზრუნვაა.

"ვფიქრობ, 2024 წელს გავზარდო ჩემი მცირე ბიზნესი. მაქვს დასახული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ. ვმუშაობ პროექტზე, რომელიც გულისხმობს ქსელურ მაღაზიასთან თანამშრომლობას. მინდა, რომ მყავდეს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი და ჩემი კომპანიის ცნობადობა გაიზარდოს".

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია