Get All Access for $5/mo

ცოდნითა და გამოცდილებით გადაჭრილი გამოწვევები Entrepreneur-ს უახლეს პროექტებზე დავით ქარდავა ესაუბრა.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

C-team Management Consulting ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 3 წლის წინ საქართველოში შეიქმნა და რომლის საქმიანობაც ეფუძნება გერმანულ და ამერიკულ ბიზნესსექტორში მომსახურე ადამიანთა ცოდნას და გამოცდილებას. გუნდს, რომლის სათავეშიც დავით ქარდავა დგას, მთავარ ამოცანად საქართველოში არსებული კომპანიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მიაჩნია. როგორც დავითი აღნიშნავს, კვალიფიციური გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტებით, რომლებმაც განათლება და მრავალწლიანი გამოცდილება ევროპისა და აშშ-ის ბიზნესსექტორში მიიღეს და დაბრუნდნენ საქართველოში. C-Team-ი კერძო სექტორს 4 ძირითადი ტიპის სერვისს სთავაზობს: სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, საკვანძო ინდიკატორების (KPI) და სამოტივაციო სისტემების შემუშავება და ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია.

C-team-ის როლი განსაკუთრებით გაიზარდა პოსტკრიზისულ პერიოდში. კრიზისის პირველადი შოკის გადალახვის შემდეგ, კომპანიები ძირითადად ცდილობენ სტრატეგიის განახლებას და არსებული ბიზნესმოდელების ახალი რეალობისთვის მორგებას. დავითის თქმით, პოსტკრიზისული სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია იდენტიფიცირდეს და შეფასდეს კომპანიის ის შიდა რესურსები, რომლებიც კომპანიას საშუალებას მისცემენ ახალ რეალობაშიც მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა.

Entrepreneur-ს უახლეს პროექტებზე დავით ქარდავა ესაუბრა.

ჯიპიაი:

ჯიპიაი ჰოლდინგში საკმაოდ მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესპროცესების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. პროექტის ხანგრძლივობამ შეადგინა 5 თვე და კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო განვითარების პროგრამა.

უნისონი:

საინტერესო 5-თვიანი პროექტი გვქონდა კომპანია "უნისონშიც" − აქ განსაკუთრებით გამოვყოფდი საკვანძო ინდიკატორების (KPI − Key Performance Indikators) სისტემის შემუშავებას. პროექტის შედეგად, კომპანიის მენეჯმენტს საშუალება მიეცა თანამშრომლის საქმიანობა გაეხადა გაზომვადი და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული.

ავერსი:

2019-2020 წლებში აგრეთვე გვქონდა 6-თვიანი პროექტი "ავერსში", სადაც კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად შევიმუშავეთ კორპორაციული სტრატეგია და განვახორციელეთ ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებები ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

ელემენტ ქონსთრაქშენი:

ვაგრძელებთ თანამშრომლობას კომპანია "ელემენტ ქონსთრაქშენთან", რომელიც ერთ-ერთი ინოვაციური, სწრაფად მზარდი და წარმატებული სამშენებლო კომპანიაა. ამ კომპანიასთან უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ როგორც სტრატეგიული, ასევე ორგანიზაციული და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

დღესდღეობით საქართველოში კომპანიებში უამრავ გამოწვევას ვაწყდებით. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ერთჯერადად გადავჭრათ პრობლემა, არამედ შევცვალოთ მოძველებული მიდგომები და მენეჯმენტთან ერთად დავნერგოთ ინოვაციური მართვის მოდელები, რაც კომპანიების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია