Get All Access for $5/mo

''ცვარა'' - უძველესი საიუველირო ოსტატობის თანამედროვე ტრანსფორმაცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tsvara

ქართული საიუველირო ხელოვნება რომ გამორჩეულია, არაერთი ჩვენამდე მოღწეული არეტეფაქტი თუ სამუზეუმო ექსპოზიცია მოწმობს. ამ უძველესი ტრადიციების თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლება და 21-ე საუკუნის დინამიკურ სტილთან მორგება კომპანია "ცვარამ" განიზრახა, რომელიც ავთენტური ხასიათის გამორჩეულ სამკაულს გვთავაზობს. იმ შედეგების მიღმა კი, რომელსაც დღეს კომპანია საკუთარი ნამუშევრებით წარმოგვიდგენს, ხანგრძლივი კვლევის, მუშაობისა და ანტიკური საიუველირო ტექნოლოგიების აღდგენის შრომატევადი პროცესი დგას.
კომპანია "ცვარას" შექმნის იდეა უპირველესად იმ საიუველირო ტრადიციებს უკავშირება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VI საუკუნეებში ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე. სამკაულის გამშვენების "ცვარას" ხერხის თანამედროვე საუკუნეში გადმოტანისა და მისი თანმდევი რთული საიუველირო პროცესების კომპანიად ჩამოყალიბების ფაქტი კი, მეცნიერის, მხატვრისა და იუველირის − ვაჟა ქუთათელაძის 40-წლიანი შრომის შედეგია. მან დაუღალავი სამეცნიერო კვლევებისა და ყოველდღიური ცდების შედეგად, შეძლო აღედგინა და თანამედროვეობაში დაენერგა ის საიუველირო ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მეფეთა და დიდებულთათვის შექმნილ სამკაულში გამოიყენებოდა. ამ ტექნოლოგიების შესახებ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა კი დაკარგული იყო თანამედროვე საქართველოსთვის. მან შეძლო ამ საგანძურის ჩვენთვის დაბრუნება", − უყვება Entrepreneur-ს მეგი ჩიხრაძე, "ცვარას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

თავად სახელწოდება "ცვარა" საიუველირო ტექნიკის ამ მეთოდს, სამკაულის მცირე ზომის ბურთულებით გამშვენების გამო ეწოდა. ის ცვარნამის ასოციაციას იწვევს და სახელიც ამ მხატვრული მსგავსებიდან მომდინარეობს. უშუალოდ ცვარნამის ტექნიკა კი ძვირფასი ლითონის უწვრილესი ბურთულებით შექმნილ ფორმას, დიზაინსა და მოხაზულობას მოიაზრებს. ოსტატობის მთავარი პრინციპია, რომ სათითაოდ დამზადებული წვრილი ოქროს/ვერცხლის ბურთულები ასევე სათითაოდ, აუცილებლად ხელით და არა მანქანურად (შედუღებით) უნდა მიერჩილოს (შედუღდეს) ერთმანეთზე ისე, რომ ბურთულებს შორის ჰაერმა იმოძრაოს. აღსანიშნავია, რომ ამ ურთულეს ტექნიკას დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ანგარიშგასაწევი საიუველირო კომპანია არიდებს თავს, ან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მიმართავს მას.

"იმ უძველეს საუკუნეებში, რომელსაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გვითარიღებენ, ფატალურიც კი იყო "ცვარას" ხერხით სამკაულის შექმნა, ვინაიდან ამ ტექნიკაში ვერცხლისწყალი უნდა გამოეყენებინათ. მისი აორთქლების შედეგად გაბნეული მომწამვლელი აირი კი სასიკვდილოდ მოქმედებდა იუველირების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თანამედროვე "ცვარას" სახელოსნოს, ვაჟა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა სამკაულის ცვარათი გამშვენების ისეთი ტექნოლოგიური ხერხი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკს აღარ შეიცავს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თანამედროვე "ცვარას" სახელოსნომ ფრთები შეასხა ანტიკური პერიოდის იუველირთა ოცნებას − დიდხანს და ხარისხიანად ეკეთებინათ საყვარელი საქმე და არ შეეწირათ ჯანმრთელობა მეფე-დიდებულთა სამკაულის შექმნის პროცესისათვის", − მეგი ჩიხრაძე.

მეთოდის განახლების შემდეგ, დიდებული სამკაული ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო ვიდრე "ცვარას" სამკაულმა ვაჟა ქუთათელაძის სახელოსნოში თანამედროვეობისათვის ხელშესახები ფორმა შეიძინა, მისი დამზადება მხოლოდ ოქროში ხდებოდა. მაღალი ფასის გამო, ის მასობრივად ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა, ხოლო მიზანი, რომელიც უძველესი ტექნიკის გაცოცხლებით მრავალი ადამიანისთვის უმშვენიერესი სამკაულის მორგებას ისახავდა, რაღაც ახალს საჭიროებდა. სწორედ ამ მიზანმა წარმოშვა სრულიად ინოვაციურ ფაზაზე გადასვლის იდეა − "ცვარა ვერცხლში". ამ იდეის შემოქმედები კი უკვე დავით და ლევან ქუთათელაძეები − ვაჟა ქუთათელაძის ვაჟები, ასევე მხატვრები და ტექნოლოგები, გახდნენ. ძმების ჩართულობითა და ტექნოლოგიური მიგნებებით, კომპანია "ცვარას" სამკაული ახლა უკვე შეუძლია მოირგოს ყველამ, რითაც კომპანია ძალიან ამაყობს. ძმები "ცვარას" ყოველდღიურ საქმიანობაშიც აქტიურად არიან ჩართულნი.

კომპანია ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია სახელოსნოს გუნდით, სადაც იქმნება და მზადდება სამკაული; გაყიდვებისა და ბრენდინგის გუნდით, რომელსაც დღის სინათლეზე გამოაქვს სახელოსნოს გუნდის მიერ შექმნილი სამკაული; ასევე "ცვარას" გუნდის კონსულტანტები, რომელთა უშუალო ჩართულობით სხვადასხვა სავაჭრო წერტილში მომხმარებლებისთვის სამკაულის გაცნობა და შეთავაზება ხდება. კომპანია სერიულ წარმოებაში აქტიურად იყენებს ქართული საიუველირო ტრადიციების სხვა ხერხებსაც: მინანქრის სხვადასხვა ფორმა, სევადა, ფილიგრანი. ასევე, თითოეულ სამკაულში კომპლექსურად უმაღლესი ხარისხის ძვირფასი თვლებია გამოყენებული.

"ყველა სამკაულში სრული სიზუსტით არის შეზავებული ტექნოლოგიების მრავალფეროვნება ისე, რომ არ იკარგება არცერთი მათგანის ინდივიდუალური ხიბლი და ამავე დროს იდეალურად დგება კომპოზიცია. სწორედ ეს ხდის კომპანია "ცვარას" სამკაულს ამდენად გამორჩეულსა და უნიკალურს. მასში თავმოყრილია მთელი ჩვენი საიუველირო ტრადიციების მიღწევები. ეს ერთობლიობა იმდენად უნიკალურია, რომ "ცვარას" სამკაულს ანალოგი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არ გააჩნია".

ამჟამად კომპანიის მაღალი ხარისხის საიუველირო ნაკეთობები საქართველოს მასშტაბით ოცდახუთ გალერეაშია წარმოდგენილი. ასევე, მათ "ცვარას" პერსონალურ მაღაზიასა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზეც შეხვდებით. უახლოეს მომავალში სამკაულის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე არსებული სხვადასხვა რესურსის ათვისებას გეგმავს. ამის შემდეგ კი სურს ქართული სამკაულის ღირსებები უკვე მსოფლიოს გააცნოს. "უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე მეზობელი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების დაინტერესებულ სეგმენტთან, რაც რეალურ იმედს გვაძლევს, რომ თანამედროვე "ცვარა" შეძლებს თავისი არსებითი დანიშნულების მწვერვალამდე მიღწევას და მსოფლიო საგანძურის სტატუსით დაიმკვიდრებს თავს ჩვენს პატარა და მშვენიერ დედამიწაზე".

"ცვარას" პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ Entrepreneur Shop-ზე!

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე