Cyber Week Sale! 50% Off All Access

"ვებქული" გთხოვთ, რომ არ დაკარგოთ პოტენციური მომხმარებლები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენს მთავარ ბიზნესსაქმიანობას ვებგვერდების დამზადება წარმოადგენს. განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის ვებგვერდების შექმნაზე ვზრუნავთ, სადაც ფიზიკური ან ციფრული პროდუქტები იყიდება", - ნიკუშა მათიაშვილი, "ვებქულის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

დღეს ბევრი ბიზნესი ცდილობს ეფექტური ელექტრონული კომერციის ვებსაიტების შექმნას. მაგრამ ფიქრობენ რომ, ამ ყველაფერს დიდი რესურსი სჭირდება, რაც ზოგჯერ აიძულებს ბიზნესს, არსებული სიტუაცია შეინარჩუნოს და დაკარგონ ღირებული გაყიდვები.

"კომპანია, რომელსაც არ გააჩნია ვებგვერდი, ვერ ცეკვავს დისკოს მოედანზე და პოტენციური მომხმარებლების უდიდეს ტალღას კარგავს. რატომ უნდა გახდეს ეს საკითხი საცობში ყოფნასავით დამღლელი? სწორედ აქ ჩნდება "ვებქული".

როგორც ნიკა ამბობს, ვებგვერდების დამზადების სერვისი ახალი არ არის და ეს უნიკალურ სტარტაპ იდეას არ წარმოადგენს, მაგრამ მათი გამოცდილებითა და ხელსაწყოების სწორი გამოყენებით მომხმარებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობენ.

"მე და ნიკუშა ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანი ძალისხმევას არ დაიშურებს, ნებისმიერ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს. მასთან ერთად მეც დიდი ხანია ჩართული ვარ ამ და სხვა რელევანტურ საკითხებში, როგორიცაა: ბიზნესის მასშტაბირება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, პროდუქტის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესში და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ნებისმიერ საქმეში", - რაფაელ მხითარიანი, "ვებქულის" თანადამფუძნებელი და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი.

როგორც რაფაელი ამბობს, ბიზნესის დაწყება გაბედულობასთან ერთად მომხმარებელზე ორიენტირებულობასაც საჭიროებს.

"ეს არის საკუთარი Stark Tower-ის აგურით, მომხმარებელზე ორიენტირებული აგურით აშენება. ჩვენ, ანუ რკინის კაცები? დიახ, ეს მეტია, ვიდრე ტიტანის ანტრეპრენერი. მზად ვართ პირისპირ შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას, თუნდაც თანოსზე ხელის აწევამ მოგვიწიოს".

"ჩვენ ანალიზზე დაყრდობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ცოტა ინტუიციაც გვაქვს. გამოწვევების შეფასების დროს დავსხედით Google Meet-ის მაგიდასთან (უკან მყუდრო ფონები გვქონდა) და რამდენიმე გამოწვევის განხილვის შემდეგ მივადექით ერთ საკითხს, სახელად "ღამის საკონკურსო ოლიმპიადა", რაც ჩვენი პროდუქტის ბიზნესებისთვის გაცნობას ეხება.

მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარი მაღაზია მუშაობდეს 24 საათი, თანაც კონსულტანტის გარეშე. გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ისე, რომ არ მიიღოს მესენჯერში გაუთავებელი შეტყობინებები ან ზარები ტელეფონზე, რომელმაც უკვე ყური გაუხურა, და არ დაიკარგოს კომენტარების ოთახში, რომელსაც კარზე აწერია "რა ღირს?" იმედია, მიხვდით რასთან გვაქვს საქმე და როგორ ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლების გაბედნიერებას. "ვებქული" + მეგობრები = ბედნიერება", - ამბობს ნიკუშა.

მისი თქმით, დამწყები ანტრეპრენერებისთვის მთავარი შრომა, მიზანდასახულობა და დისციპლინაა. რადგან ეს ის ადამიანია, ვისაც ესკიმოსებისთვის ყინულის მიყიდვა საკუთარი მიტანის სერვისით შეუძლია.

"ჩვენს მომხმარებლებს მეგობრებს ვეძახით, შესაბამისად, ჩვენთვის ბედნიერი მეგობრები ყველაზე დიდი ინსპირაციაა. წარმოიდგინეთ თქვენი მეგობარი, რომელიც ბედნიერია თქვენით, აი, ზუსტად ეს განცდები აქვს "ვებქულს"

"ჩვენც დაახლოებით იაპონელებს ვგავართ, გვიყვარს გრძელვადიან გეგმებსა და მიზნებზე საუბრები და განსაზღვრა. ყველაფრით არ დაგასპოილერებთ, მაგრამ რამდენიმე წელში გვინდა ჩვენი ბიზნესსაქმიანობა რადიკალურად შეიცვალოს. გვსურს გავხდეთ ერთ-ერთი წარმატებული SMMA (სოციალური მედიის მენეჯმენტის სააგენტო) და მსოფლიომ გაიგოს, რომ WEBCOOL IS FOUNDED IN GEORGIA", - რაფაელ მხითარიანი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია