"ვილაჯიო მირზაანი რეზორტი" - სასტუმრო და საოჯახო კოტეჯების ქსელი კახეთში თბილ და მეგობრულ გარემოს გპირდებათ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "რადარი" ამჟამად კახეთის უძველეს სოფელში, მირზაანში, "ვილაჯიო მირზაანი რეზორტს" მენეჯმენტ კონსულტაციის ნაწილში ხელმძღვანელობს. აღნიშნული კურორტი უკვე მესამე წელია სტუმრებს მასპინძლობს.
"რადარის" სპეციალისტები სასტუმროს მომსახურების ხარისხსა და სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებენ, რათა კურორტმა სტუმარმასპინძლობის თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.
დავით ტოკლიკიშვილი, "ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელი, თავად გვიამბობს:
"როცა ჩემი შვილი დაოჯახდა, რაჭიდან ახალი იდეით დაბრუნდა. გადავწყვიტეთ, კოტეჯები აგვეშენებინა, რათა საერთო საქმე და საოჯახო ბიზნესი გვქონოდა. ადგილის ძებნა დავიწყეთ, საბოლოოდ კი, მირზაანი შევარჩიეთ. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა. თავიდან ათი კოტეჯი და პატარა რესტორანი ავაშენეთ".
როგორც დავითი გვიყვება, პროექტი თანდათანობით გაფართოვდა და სულ მალე 14-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეებიც დაამატეს. საოჯახო ბიზნესში ოჯახის ყველა წევრი ჩაერთო.
"არ მინდოდა ჩემი შვილები და ოჯახის წევრები გაფანტულიყვნენ. მინდოდა ყველას საერთო საქმე და მიზანი გვქონოდა. ამ პროექტში არამხოლოდ ისინი, ადგილობრივებიც არიან დასაქმებულები. დაახლოებით15 ადამიანი, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა ძალიან მოსწონთ".
დავითი ამბობს, რომ კურორტი მოტივაციაა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. დამსვენებლების უმეტესობა ქართველია. დროის გასატარებლად ჩამოდიან წყვილები, მეგობრები, ოჯახები. იხდიან დაბადების დღეებს, ბანკეტებს, წვეულებებს.
"ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, არის და იქნება მომხმარებელი, მისი კმაყოფილება. სტუმრების 99% მადლიერებას გამოხატავს. სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ. როცა მათ ცეკვას, სიმღერას და კარგ განწყობას ვხედავ, ვხვდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ".
დავითმა თავად გააშენა ვენახი და საშემოდგომოდ მოაწყო მარანიც. ამბობს, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. დიზაინი ქართული მოტივებითაა შექმნილი.
"შესაძლოა, სხვას უკეთ გამოუვიდეს, თუმცა ისეთი გულით ვერ მიუდგება საქმეს, როგორითაც ამას მე ვაკეთებ, რადგან აქ ყველა კუთხე და ადგილი მიყვარს. ეს საშვილიშვილო საქმეა, ამიტომ მინდა ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთო.
ჯერ კიდევ უამრავი საქმეა, ბევრი რამ უნდა შევქმნათ, თუმცა მჯერა, ყველაფერი გამოგვივა და ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ".