Get All Access for $5/mo

ვილი - მომხმარებელზე მორგებული ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

vili.ge

პანდემიის პირობებში მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა საკვები პროდუქტებისა და სხვა სამომხმარებლო ნივთების შინიდან გაუსვლელად შეძენასა და მიტანის სერვისზე, რამაც შესაბამისად, გაზარდა უკვე არსებული ონლაინ სავაჭრო პლატფორმების დატვირთვა, წარმოქმნა პროდუქციის დეფიციტი, ფასების ზრდა და ახალი ონლაინ სუპერმარკეტების საჭიროებაც. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური და ხარისხზე ორიენტირებული ქართული "ონლაინ" ჰიპერმარკეტი "ვილი", რომელიც მომხმარებლისთვის პროდუქციით სახლის მომარაგებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის."ვილის" ონლაინ ჰიპერმარკეტში ფერმერული პროდუქციის, სხვა სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის შესაძლებლობასთან ერთად, გაერთიანებულია ადგილზე მიტანის უფასო და მოქნილი სერვისიც. მომხმარებელს სწრაფი მიწოდებით სარგებლობის გარდა, საშუალება ეძლევა რამდენიმე საათით ან დღით ადრეც დაგეგმოს შეკვეთა, რაც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე, საკმაოდ დიდი კომფორტია.

"ვილის" თანამედროვე საწყობში მუდმივად ზრუნავენ პროდუქტების განახლებაზე, შენახვის სტანდარტის დაცვასა და ხარისხზე. დახვეწილი ვებპლატფორმისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით კი მომხმარებლისთვის მარტივია შეკვეთის განთავსება და შესრულების ყოველი ეტაპისთვის თვალის დევნება.

"ჩვენთვის ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება პრიორიტეტულია. ამიტომ ვცდილობთ მუდმივი ინოვაციებით, მაღალი ხარისხის პროდუქციით, მიწოდების მოქნილი სერვისითა და ხელმისაწვდომი ფასებით დავიმსახუროთ და შევინარჩუნოთ მათი კეთილგანწყობა."

ჰიპერმარკეტი სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე და უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მომხმარებლის, ასევე პოტენციური პარტნიორების მხრიდან. ვინაიდან ამ ეტაპზე "ვილი" მხოლოდ ქალაქ თბილისის მოსახლეობას სთავაზობს აღნიშნულ სერვისს, სამომავლოდ, იგეგმება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, ასევე მომსახურების არეალის გაფართოება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი