Get All Access for $5/mo

ვინ არ დაისვენა? - Blush.ge პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა თავის მოვლის სფეროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Blush

Blush.ge წარმოადგენს საქართველოში პირველ ონლაინპლატფორმას, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კოსმეტიკისა და თავის მოვლის სფეროში წამყვანი და მოთხოვნადი − როგორც უცხოური, ასევე ქართული წარმოების ბრენდების პროდუქციას.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ უნიკალური შოპინგ-გამოცდილება ქალბატონებისთვის და მივცეთ მათ საშუალება, აღმოაჩინონ უშუალოდ მათთვის შექმნილი სილამაზის ახალი სამყარო. სფეროს აქტუალობიდან და მის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, "ბლაში" ქმნის სივრცეს, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის, ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ქალს, შეიძინოს სასურველი თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალება, ან მიიღოს რჩევა, გაიცნოს და შეიყვაროს მისთვის ახალი პროდუქტი.

"ბლაში" ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებზე და სთავაზობს მას კომფორტულ და გემოვნებიან პლატფორმას, რომელიც ონლაინშოპინგს არა მხოლოდ მარტივი შესყიდვის საშუალებად, არამედ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მომხმარებელს ხარისხიანი, ცხოველებზე დაუტესტავი, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური კომპონენტებით შექმნილი სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელსაც სწრაფი და კომფორტული საკურიერო მომსახურებით მივაწვდით ყველა მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

Blush.ge პლატფორმის ჩაშვებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და ამ ეტაპზე მის წინსვლასა და სრულყოფაზე დაუღალავად შრომობს ხუთი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალისგან შემდგარი, კრეატიული, მოტივირებული და ენერგიული გუნდი, რომლის დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა წარმოადგენს "ბლაშის" ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ინვესტიციას.

თავისთავად, ძალიან რთული იყო იმ დადებითი თუ უარყოფითი მხარეების სრულად შეფასება, რაც პანდემიის დროს პლატფორმის დაარსებას მოჰყვებოდა, თუმცა, ერთი რამ ჩვენთვის აშკარა გახლდათ − მნიშვნელოვანი იყო გამოგვეყენებინა სწორედ ეს ზაფხული, რადგან, მიუხედავად ყველა სირთულისა, ნელ- ნელა ყალიბდება ცხოვრების განახლებული რიტმი, ახალი მოთხოვნებითა და საჭიროებებით, რომელთა ნაწილიც "ბლაში" აუცილებლად უნდა გამხდარიყო.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი